ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2015


შერბურის ქოლგა

აქ, ამ ოთახში,აურაა თავისებური,
სწორედ ისეთი,ვთქვათ,როდესაც ფილმს ვუყურებდით,
ეს იქნებოდა მელოდრამა,ქოლგა შერბურის,
ჩვენს მშიერ სულებს ერთმანეთით რომ ვაპურებდით.

ან მაშინ,როცა წვიმა იყო წვიმაზე მძიმე,
ხალხი გარბოდა თბილ სახლებში,მისამართებზე,
მე ფიქრით დაღლილს მჭირდებოდა მხოლოდღა ძილი,
შენ მთაწმინდაზე დაღამება შემომთავაზე.

მე და შენ ალბათ ისტორიას ვერასდროს შევქმნით,
რადგან ჩვენ ვწერდით ერთმანეთის ლამაზ თვალებზე,
შენ ხშირად ამბობ,პოეზია გაგონებს შეჯიბს,
სადაც ლექსები მის უმწეო პატრონს აქეზებს.

მე უშენობის სასჯელმოხდილს,რა გამახარებს
და ვეგუები ამ ცხოვებას,ოდნავ პურიტანს,
ამ ბოლოს თითქოს შენ დაგეძებ და გითვალთვალებ,
და აქაც შენ გგრძნობს,ამ ოთახშიც შენი სუნი დგას.

ვგიჟდები  იქნებ,მაგრამ მაინც მმართებს სიმშვიდე,
სულ შეიშალა ეს სამყარო,დადის ყირაზე,
მე პოეზიას,როგორც ობოლს,ისე ვიშვილებ
შენ კი,ძვირფასო,ვერასოდეს გადაგიყვარებ.

დავდივარ,ვფიქრობ,უსაშველო ტკივილი მომკლავს,
იქნებ გავგიჟდი ან შენსავით შემიცოტავდი,
ფილმი,დღეები,მონატრება,შერბურის ქოლგა,
შენი სურნელით გავსებული მთელი ოთახი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები