ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ თორია
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2015


ჩემს ძმას (დავით კინწურაშვილს)

ზამთრის განწყობით მეწერები ყოველთვის,როცა
მოდიხარ ასე ულექსებოდ და ოდნავ მძიმედ,
მე მეჩვენება,რომ ასეთ დროს რთულია მოცდა,
რომ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო მიიწევ ცისკენ,

მაინც მოდიხარ,არეული გზებით,ნაბიჯით,
ეწევი ბევრს და გულს აყოლებ ბოლს და ნაფაზებს,
ასე ცხოვრება,კარგად იცი არის სიგიჟე
სწორედ ამიტომ,მე სიმშვიდეს შემოგთავაზებ.

ცხოვრება ისე გამირთულდა,რაღა ვიღონო,
შენ იცი,ძველ გზებს ავედევნე ტროტუარივით,
მე და შენ ჩვენი წარსულიდან დღეებს ვიგონებთ
ორი რამ გიკვირს:რატომ ვწერ და როგორ არ ვტირი.

დეკემბრის თბილისს შევეგუე,უკვე დაზამთრდა,
ფიქრთან ჭიდილში ვიღლები და დიდი დრო გადის,
შენს მერე ჩემთან პოეზიის ერა დამთავრდა
და ვგრძნობ ბოლო დროს ლექსებშიც კი შემიცოტავდი.

აღარც გზებია,არც ვინმეა,რომ მომეშველოს,
დავდივარ,გეძებ,ხელს ვაცეცებ ამ სიბნელეში,
ცხოვრება ჩვენთვის,ერთი სიტყვით,არის სალარო
და რომ მივედით,გაიყიდა ყველა ბილეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები