არწივის ნისკარტივით გადაკეცილა მთვარე, მომაკვდავ ღამეს,კაეშანი მოუცვამს სევდის, ზმანებად მოხვალ და მისწორებ დარცხვენილ თვალებს აალებულს,რომელიც სულის სიღმეში შედის
და მკვლელობისთვის სამუდამოდ ედება კლიტე, ხორცი კიარა და არც სისხლი,გული ალაგმა, ,,მე შენს მეუღლეს სასიკვდილო დუელში ვიწვევ'' ვიყო ცოდვილი,ვიყო მკვლელი,ჯვარზეც გამაკრან.
წინ დავუდგები პილატესაც,ყველა აზაზელს, ვიქნები გრაფი,ცოლის მკვლელი,ვიღაც რობერტი, ცხვირწინ აღმართულ ბარიკადებს,რწმენით წავაქცევ, ლტოლვამ ჩაყლაპა ყველა წესი,ყველა დოგმები.
სულსაც გავყიდდი,შენთან ყოფნის ოღონდ სანაცვლოდ, რომ შემიყვარო.შენ ხარ მარგო,მეკი ოსტატი მინდა სხეული,დღე–ღამისთვის ორად გავაპო და შევამცირო დრო ძიების,თუნდაც ცოტათი.
ვეჭვობ გრძნობებმა არწივივით,პირი დააღეს, გზად შევეჩეხე,გადამსანსლა როგორც ბეღურა, ჰოდა ჯანდაბას,შევეხორცოთ ერთურთს და ასე, შენ დედამიწას, გამოგყვები მთვარე მეგზურად.
უკიდეგანო სივრცეები,ცამდე სწვდებიან, ვეძებ,წუთივით საათებს და არ სჩანს მეგერა, ვამბობ მადლობას მოვიხდიდი თუკი მესვრიან, ტყვიას.ველი და შენი სახე შემომეგება.
უცებ წყვდიადი სიხარულის შუქმა შეთირთხნა, თავს ვაპატიე ჩადენილი,ყველა ცოდვები, რადგან სიზმარი,ხორცშესხმული,კართან მეწვია, რაღა აზრი აქვს ვიცოცხლებ თუ აწი მოვკვდები.
ვის ასულდგმულებს,ქვეყნად ყოფნა,ყოფნა უმიზნოდ, სულს გაუღვიძებ ოცნებებს თუ ღმერთთ იწამებ, ხელი ჩავკიდეთ მე და მარგომ სამარადისოდ და მარადისად,ერთმანეთში,გარდავიცვალეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ბატონო ჩრდილო, რატომღაც ვერ გავიგე შენი კომენტარი
ბატონო ჩრდილო, რატომღაც ვერ გავიგე შენი კომენტარი
1. 1/4 ორბელიანი ხარ ფაქტიურად. მთვარე რომ ახსენე იქ დამთავრდა დაწყებული. 1/4 ორბელიანი ხარ ფაქტიურად. მთვარე რომ ახსენე იქ დამთავრდა დაწყებული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|