 | ავტორი: მე ჟანრი: პროზა 30 დეკემბერი, 2008 |
საპყარი
- ნელა, ლევან - შეშინებული ხმით ბუტბუტებს ქალი და ქმრის იღლიაში შემძვრალი შეშინებული ადევნებს თვალს ღამის ქვეშ გაწოლილ ასფალტს. ლევანს არაფერი ესმის, ერთი ხელი ქალის მხრებზე აქვს შემოხვეული, მეორეში ხორკლიანი საჭე უჭირავს და ოდნავ თავხედური ღიმილით უყურებს გზას. ქალს თან Eეშინია, თანაც სიამოვნებს ქმრის სითავხედე და იღლიაში შემძვრალი ნაზად ეფერება ლევანის ხელს. კაცი მთვრალია, ირონიულ ღიმილს სახიდან ჯიუტად არ იცილებს და ქალის ყოველ შიშნეულ ამოკვნესებაზე სიჩქარეს უმატებს. - ნელა, ლევან -ახლა შედარებით ხმამაღლა იძახის ქალი და იღლიიდან ძვრება. - მოდი აქ - ექაჩება ლევანი მეუღლეს, ქალი საქარე მინას ეკვრება და ტირილს იწყებს. კაცს ტირილი უფრო აცოფებს, საჭეზე დადებულ ხელს იშველიებს და ქალს თავისკენ იზიდავს, საიდანღაც ფრთხილი მტაცებელივით სატვირთო მანქანა ჩნდება და ამაო სიგნალს იძლევა, ლევანი მუხრუჭებს ორგაზმმიღწეული კაცივით აწვება, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანია, მუხრუჭისგან გაავებული მანქანა საძაგლად კივის და ინერციით სატვირთო მანქანას ეჯახება. ყოველივე ამის პარალელურად ისმის ქალის კივილი, ბოლოს ისიც წყდება და დედამიწის ახალცოდვაგაჩენილ ადგილზე სიმშვიდე ისადგურებს, ბევრისმნახველი Gღამე მშვიდად წევს დედამიწაზე.
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ქალს ნინა ქვია, გაქვავებული სახით ზის ინვალიდის ეტლზე და სივრცეს უშინაარსოდ გასცქერის, ეტლის თავთან ბგრე მამაკაცი დგას და ნაღვლიანი დასცქერის ქალს, - ლევან სახლში წამიყვანე - მკაცრი ხმით ამბობს ქალი და ხელს იქვე მდგომი ბინისკენ იშვერს. ლევანი ბრძანების ასრულებას უხმოდ იწყებს და ოდნავ ზიზღით დასცქერის მეუღლის გადაჭრილ ფეხს, ქალი გრძნობს ამ ზიზღს და ამპუტირებული ფეხიდან მოკლე კაბას ზევით იწევს, ლევანი თვალს ვერ აშორებს საზიზღრად მიმხმარ ხორცს მენჯის ძვალზე, ნინას ეცინება ფეხზე ხელს ვნებიანად ისმევს და ქმარს აგდებულად მიმართავს: - დღეს ანდერძი უნდა დავწერო, ხომ იცი მაინც ამხელა ნაავარიები ვარ, რამე არ მომივიდეს. ლევანს კანაკალი ეწყება, ეს პირველი შემთხვევაა მათი ერთწლიანი ცოლ-ქმრობიდან, როცა ცოლმა მას აშკარად მიანიშნა რომ მის ხარჯზე ცხოვრობდა. - ნუ გეშინია შენ გიტოვებ ყველაფერს, ჩემო საყვარელო მეუღლევ, - არ ჩერდება ნინა. - რა გინდა ნინა, რას მერჩი?- სიტყვის თქმას ახერხებს ლევანი. ქალი უცებ სერიოზულდება და ქმარს ეკითხება: - დღეს გამჟიმავ, ავარიის შემდეგ ეს აღარ გვიქნია. - ნანა ხომ იცი შენთვის...… - დღეს ექიმს დავურეკე და შეიძლებაო - აწყვეტინებს ქალი - თანაც ამპუტირებული ფეხით შენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, ჩემი ერთი ფეხის ხელში დაკავება აღარ მოგიწევს. ლევანს სიცილი უვარდება, ცოლს მაქსიმალური ზიზღით დასცქერის და ამბობს: - მე შენ მიყვარხარ
///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
კაცი ვანაში შხაპს იღებს. ნინა ლოგინში განაბული წევს და სიამოვნებით უსმენს როგორ იშორებს ლევანი მის ზიზღს ტანიდან, მალე აბაზანაში შხაპის ხმა წყდება და ხმადაბალი ღიღინი ისმის, ნინა საწოლიდან იატაკზე მოხოხავს, რამდენიმე შესაცოდებელ მოძრაობას აკეთებს და მაგიდასთან მიდის. შემდეგ საღი ფეხით წელში იმართება და ხელში საწერ კალამას და თეთრ ფურცელს იგებს, რამდენიმე წუთში ოთახში ლევანი შემოდის და შეშინებული უყურებს მაგიდასთან ნახევრად გადაზნექილ ქალს. - აჰა ანდერძი, - იძახის ქალი და ხმამაღლა იცინის. ლევანი სულსწრაფობას იჩენს და ფურცელს ქალს ხელიდან ტაცებს: „ თუ 60 წლამდე ვიცოცხლებ, ყველაფერს ლევანს ვუტოვებ, თუ არა და არა,” წერია ფურცელზე. ლევანი ანდერძს მაგიდაზე დებს და ლოგინში წვება. - აბა მეც მალე მოვჩოჩდები მანდ და ერთიც კიდევ - იცინის ქალი და იატაკზე ხოხვას იწყებს. ლევანი ლოგინზე წვება და ისეთ სახეს იღებს ვითომც სიამოვნებით ელის მეუღლის მიხოხებას. იქნებ სადღაც ღმერთი და სატანა ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ადამიანის სულში ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ.
.////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
- ნინა, მამა გიორგი მოგიყვანე - იძახის ოთახში შემოსული ლევანი და მამაოს წინ მოუძღვება. მამა გიორგი 35 წლამდე ასაკის კაცია, მოკლე წვერი და თხელი თითები აქვს, ოთახში გაუბედავად შემოდის და ქალს თანაგრძნობით დასცქერის. - გეცოდებით, მამაო? - უსვამს ქალი შეკითვას. მამაო იბნევა და ლევანს უყურებს. - ნუ გეშინია, მამაო, ჩემი შეკითხვების, უკომპლექსოდ შეგიძლია დამმოძღვრო - აგრძელებს ქალი. Mმამა გიორგი სკამზე ჯდება და უშინაარსო, სათნო ღიმილს იკერებს სახეზე, ნინა არეული თვალებით უყურებს მას და დროდადრო იცინის. - რაში დასჭირდა ღმერთს ჩემი ცალფეხობა? - ამბობს მოულოდნელად ქალი და მამაოს ფეხს უჩვენებს. მღვდელი ფეხზე დგება და ფანჯარასთან მიდის, უკან ქალის ხარხარი ესმის. - შენ რა ლევანს გავახარ, არც იმას უყვარს ჩემი ფეხის, მაპატიეთ ნაფეხარის ყურება. - ეშმაკს შეუპყრიხარ, ნინა - არეული ხმით ამბობს მამაო - სიყვარული დაგვიწყებია და მხოლოდ სიძულვილი დარჩენილხარ იმ ქალისგან მე რომ მახსოვს. - ეშმაკის დედა ვატირე და იმ შენი ღმერთისაც ერთი. - იგინება ქალი და აფურთხებს. - მართლა, მამაო, იქნებ დამსჯის ამ სიტყვებისთვის ღმერთი, მას რეზერვში ერთი ფეხი და ორი ხელი აქვს კიდევ, მოვიდეს და წაიღოს ესეც, არაა პრობლემა, ლევანი მაინც დაწვება ჩემთან, არა ლევან? Lლევანს თეთრი ფერი ადევს სახეზე და მამაოს საცოდავი თვალებით მისჩერებია. -შენ ღმერთს უყვარხარ, შვილო - ამბობს მამაო, თუმცა მალევე ხვდება სიტყვების სიტუაციასთან ულოგიკობას და ახალ ფრაზას ამბობს: - შენ ლევანსაც უყვარხარ, და ყველას უყვარხარ, ფეხში არაა ბედნიერება. ქალი ტირის, უფერო ცრემლები ნინას სახეზე მტვერს უგორებს და ნიკაპთან გროვდება. ულოგიკოა განგება და ალბათ ამიტომაც არსებობს. ..........................................................................................................................................................................................
ღამეა, საათის ისრები სამისკენ მიიწევენ, ოთახში კაცის ფშვინვა ისმის, მთვარე შეძლებისდაგვარად ანათებს ოთახს, სამზარეულოდან ჩუმი ნაბიჯების ხმა ისმის, მალე ლანდი იკვეთება და საძინებელ ოთახში ნინა შემოდის, ხელში პატარა, ხორცის საჭრელი ნაჯახი უკავია და ლევანისკენ მიდის, ქალი კანკალებს თეთრი პერანგი ოდნავ უფარავს ცალი ფეხის მუხლისთავს, ხელში ხელჯოხი უკავია და ლევანს დასცქერის, კაცს მშვიდად სძინავს, ნინა ფრთხილად ხდის ქმარს საბანს, მოულოდნელად ხმამაღლა კივის და ნაჯახს კაცს მუხლებზე ურტყამს, ლევანს ტკივილი და შიში სწრაფ რეაქციას ძენს და ფეხზე სწრაფად დგება - მკლავ შენი დედა - ხმამაღლა ყვირის ის და მოხარხარე, ინერციისგან წაქცეულ ნინას უყურებს, ქალი ხარხარებს, ლევანი ფეხზე კოჭლობით დგება, ჭრილობაზე ნაჭერს იხვევს და სახლიდან გარბის.
- მაპატიე ლევან - ტირის ნინა - მე შენ ძალიან მიყვარხარ. ლევანი საწოლზე წევს და დუმს. -დაბრუნდი სახლში ლევან - არ ჩერდება ქალი - შენ გიჯი ხარ - ჩუმად ამბობს ლევანი - მე ნოტარიუსთან ვიყავი დღეს - ყველაფერი შენია: ბიზნესიც, სახლიც, აგარაკიც, მანქანაც. შენი ხელმოწეერა აკლია ამ ფურცელს მარტო, ოღონდ დაბრუნდი. - რა გინდა ჩემთან?- იძახის ლევანი და ნინას თვალებში უყურებს. - მე შენ მიყვარხარ და... - და ამიტომ უნდა მომკლა... - არა, ამიტომ უნდა მომკლა! - ხომ გითხარი, გიჟი ხარ! - მომკლავ - ამბობს ქალი და კვლავ ხარხარს იწყებს, ხარხარს - ნაჯახზე მეტად რომ ეშინია ლევანს.
*********************************************************************
- მოვედი - ამბობს ლევანი და სახლში შედის - ვიცოდი რომ მოხვიდოდი – უღიმის ქმარს ნინა და ტუჩებზე ხელს უსვამს. - ტიტველი რად ხარ ზევით ? - უკვირს ლევანს და სასტუმრო ოთახში შედის. - სტუმარი მყავს, თურმე ზალიან აღაგზნებს საცოდავობა, ძლივს ასეთი კაცი გავიცანი, შენც იცნობდე - კობა, მეტსახელად ბოროტა, 20 ლარად წვება ჩემთან, შენსავით მთელ ქონებას კი არ ითხოვს. ლევანი სიბრაზისგან სკამს მაგრად კიდებს ხელს, მერე მეტსახელის შესაბამისად მომღიმარ კობას თმებში ხელს კიდებს და სახეში თავს ურტყამს. - მე მომკალი, ლევან, მაგასთან რა გინდა? ოჯახის ღირსება შეგილახე - წინ ეფარება ნინა ბოროტას და ხარხარებს, ლევანი მაგიდაზე დაგდებულ დანას იღებს და ცოლს სიძულვილში არეული ბოროტებით შესცქერის. - მიდი, ლაჩარო - აფურთხებს სახეში ნინა - მიდი, არ მინდა კობამ მომკლას თორემ 200 დოლარში მომკლავს, მიდი. ლევანი სკამს ძირს უშვებს, დივანზე ჯდება და ტირის, გულიდან ტირის, უცრემლოდ. ნინა ბოროტას სახლიდან აგდებს, მოტირალ ქმართან მიდის და ტუჩებში კოცნის, გათეთრებული ქმარი საცოდავი თვალებით უყურებს ცოლს, ნინას თუჩები სახიდან ტანზე ჩამოაქვს და ქმარს ტანზე ეფერება, მერე კაცს შარვალს უხსნის. - შენ სატანა ხარ - ეუბნება ლევანი ცოლს და ტუჩებში უხეში ძალით კოცნის. - მიყვარხარ - იძახის ნინა და საცვალს იხდის - და კიდევ, ლევან, მე ორსულად ვარ.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
K- მამაო, მიშველეთ - ყვირის ლევანი, ემბიონზე ადის და მამა გიორგის ფეხებზე ეხვევა. - რა ხდება, ლევან? - გაოცებული შესცქერის მღვდელი მის ფეხებზე გველივით დახვეულ კაცს. - ნინამ კარები ჩაიკეტა და თავს იკლავს. - წავედით – ამბობს მამაო და ლოცვანს კიდებს ხელს. რამდენიმე წუთში ორივენი ორსართულიანი სახლის წინ ჩერდებიან, სწრაფად გადმოდიან მანქანიდან და სახლში შედიან. - აქ არის, მამაო - უთითებს ლევანი ოთახის კარზე. -ნინა - ყვირის მღვდელი. Oოთახიდან სიწყნარის ხმა ისმის. - ნინა - იმეორებს მღვდელი. - კარის შემომტვრევა არ სცადოთ, თორემ დანას მუცელში ჩავირტყამ მაშინვე - ისმის მხიარული ხმა ოთახიდან, რომელსაც შემზარავი ხარხარი მოჰყვება. - რა გინდა, ნინა? - შენ კარგად იცი რაც - კივის ნინა - ან მე უნდა მოვკდე ან შენ უნდა გააკეთო ის რაც გითხარი. -რა უნდა გააკეთო? - ეკითხება მამო ლევანს. მოულოდნელად კარი იღება და ლევანის წინ პატარა ხორცის საჭრელი ნაჯახი ვარდება, კაცი აკანკალებული დასცქერის ნაჯახს, მერე სწრაფად იღებს მას და ყვირის. - მამაო დამარტყით ფეხზე. მამაო ყურს არ უგდებს, ლოცვანი აქვს გადაშლილი და კითხულობს: ,,თუ თვალნი შენნი გატყუებდეს, ამოიღე და განაგდე ის...” - მამაო - ბღავის ლევანი, ნაჯახიან ხელს იქნევს და ფეხზე თითს იჭრის. - აღსრულდა - ამბობს სათვალთვალოს მიყუდებული ნინა და კარებს აღებს. Fფეხიდან გამოსული სისხლი ნელა იკავებს ჩაღრმავებულ ადგილებს იატაკზე. ყველას უნდა ღმერთი იყოს, პატარა მაინც.
)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
Pპატარა, კარუსელებით დატვირთულ ბაღში ეტლზე ზის ქალი, გვერდით ყავარჯნიანი კაცი უდგას და ყელს უკოცნის: - კარგი, გეყოს ლევან, გიორგის მიხედე არ გაოფლიანდეს - ამბობს ეტლში მჯდომი ქალი და ხელს პატარა ბავშვისკენ იშვერს. - მიყვარხარ ამბობს კაცი და ბავშვისკენ მიდის. - მეც, მეც მიყვარხარ ლევან, ყველაფერზე მეტად ამქვეყნად - ადევნებს სიტყვებს ნინა და იღიმის. სიყვარული სადღაც ალბათ სიძულვილიცაა, თანაც არც თუ ისე ცოტა დოზით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. არა უშავს22222 არა უშავს22222
9. ფინალზე ორიოდე სიტყვა: 1 + 1 =2 ეს უკვე ფეხების რაოდენობამდეა დაყვანილი ხომ? :D რა შუაშია <<უკუეთუ გაცდუნებდეს თავლი შენი>>-ს ინტერპრეტაცია ფეხებზე, ესეც ვერ გავიგე....... ან კიდევ ნახევრად ჭკუიდან გადასული ინვალიდი არსება როგორ იქცა ისევე გაწონასწორებულ ბედნიერ ქალად? საღი ფეხის მოკვეთის იძულება არაა ცოდვა და ძალადობა?
ლევანი არის მამაკაცი, რომელსაც საერტოდ არ გააჩნია მამაკაცური თავმოყვარეობა. თუნდაც იმის გამო რომ ფუყლის გულისთვის ცხოვრობს ქალთან. და იმიტომაც რომ არ შესწევს ძალა ეს კავშირი გაწყვიტოს და გათავისუფლდეს... ლევანი ფულს ემონება, ფული - ნინას. ე.ი. ლევანი - ნინას. ესეთი კაცები მოგწონთ, გოგოებო? რა ვიცი რა ვიცი...
მამაოს სახე - მშიშარა და გაუბევდავი ღვთისმსახურის. რომელსაც მხოლოდ მღვდლის კაბა აცვია, ჭეშმარიტი მსახურებისგან კი შორსაა; რომელსაც არ ყოფნის სიყვარული და მოთმინება - ხელი გაუწოდოს და ანუგეშოს გაჭირვებაში ჩავარდნილი მოყვასი. ესაა პასიური როლი, ფაქტიურად - მთვდლების სირცხვილი და თავის მოჭრა........ უმოქმედო ადამიანი....
<< რაში დასჭირდა ღმერთს ჩემი ცალფეხობა? >> ბევრი ინვალიდი სვამს ამ კიტხვას. ზოგი კი საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. ესაა დაბოღმილი ადამიანის მიერ დასმული შეკითხვა, რომელსაც სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელი მხოლოდ სრულფასოვანი სხეულის ქონა ჰგონია... ასეთი სულიერი დაცემა ჩემთვის არაბუნებრივი ჩანს...... და თუ მართლა ხდება ხოლმე, ფსიქიატრიულში ამწესებენ ასეთ ადამიანებს............
სადაც დიდი სიყვარული და სასოებაა, იქ ასეთ გაბოროტებასა და არაადამიანობას ადგილი არ აქვს. როცა ადამიანის გულშI ჭეშმარიტი სიყვარულია დავანებული, სხვას ტკივილს არ აყენებს. აქ არა მხოლოდ სქესთა შორის ქორწინებასა და ხორციელ ტკივილს ვგულისხმობ........ ნინას ქმედება, როცა ქმარს ფეხის მოჭრას , ან თითის მოჭრას აიძულებს, ბოროტებაა, შურისძიება ე.წ. სრულფასოვან სამყაროზე.......... სიყვარულის ლოგიკაშI ეს არ ჯდება. ლევანის მიერ საკუთარი ჯანსაღი ფეხის "შეწირვასაც" ვერ აღვიქვამ სიყვარულის გამოვლინებად...... უპრინციპო მამაკაცის ქმედებაა ეს. ვისაც ქალი ისე ატრიალებს როგორც ეპრიანება.
ბოროტას ეპიზოდი ყალბად მეჩვენება. ნინას მიმართვა ქმრისადმი არა-ქალურია, აშკარად მამაკაცური ლექსიკა, არაბუნებრივი....... და მისი ფიზიკური აქტიურობაც- აშკარად შეუფერებელი ცალფეხა ადამიანისათვის.
<<<<ყველას უნდა ღმერთი იყოს, პატარა მაინც.>>>> ეს კარგი ფრაზაა, მაგრამ კონტექსტურად რა შუაშია?
ფინალზე ორიოდე სიტყვა: 1 + 1 =2 ეს უკვე ფეხების რაოდენობამდეა დაყვანილი ხომ? :D რა შუაშია <<უკუეთუ გაცდუნებდეს თავლი შენი>>-ს ინტერპრეტაცია ფეხებზე, ესეც ვერ გავიგე....... ან კიდევ ნახევრად ჭკუიდან გადასული ინვალიდი არსება როგორ იქცა ისევე გაწონასწორებულ ბედნიერ ქალად? საღი ფეხის მოკვეთის იძულება არაა ცოდვა და ძალადობა?
ლევანი არის მამაკაცი, რომელსაც საერტოდ არ გააჩნია მამაკაცური თავმოყვარეობა. თუნდაც იმის გამო რომ ფუყლის გულისთვის ცხოვრობს ქალთან. და იმიტომაც რომ არ შესწევს ძალა ეს კავშირი გაწყვიტოს და გათავისუფლდეს... ლევანი ფულს ემონება, ფული - ნინას. ე.ი. ლევანი - ნინას. ესეთი კაცები მოგწონთ, გოგოებო? რა ვიცი რა ვიცი...
მამაოს სახე - მშიშარა და გაუბევდავი ღვთისმსახურის. რომელსაც მხოლოდ მღვდლის კაბა აცვია, ჭეშმარიტი მსახურებისგან კი შორსაა; რომელსაც არ ყოფნის სიყვარული და მოთმინება - ხელი გაუწოდოს და ანუგეშოს გაჭირვებაში ჩავარდნილი მოყვასი. ესაა პასიური როლი, ფაქტიურად - მთვდლების სირცხვილი და თავის მოჭრა........ უმოქმედო ადამიანი....
<< რაში დასჭირდა ღმერთს ჩემი ცალფეხობა? >> ბევრი ინვალიდი სვამს ამ კიტხვას. ზოგი კი საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. ესაა დაბოღმილი ადამიანის მიერ დასმული შეკითხვა, რომელსაც სრულფასოვანი ცხოვრებისათვის აუცილებელი მხოლოდ სრულფასოვანი სხეულის ქონა ჰგონია... ასეთი სულიერი დაცემა ჩემთვის არაბუნებრივი ჩანს...... და თუ მართლა ხდება ხოლმე, ფსიქიატრიულში ამწესებენ ასეთ ადამიანებს............
სადაც დიდი სიყვარული და სასოებაა, იქ ასეთ გაბოროტებასა და არაადამიანობას ადგილი არ აქვს. როცა ადამიანის გულშI ჭეშმარიტი სიყვარულია დავანებული, სხვას ტკივილს არ აყენებს. აქ არა მხოლოდ სქესთა შორის ქორწინებასა და ხორციელ ტკივილს ვგულისხმობ........ ნინას ქმედება, როცა ქმარს ფეხის მოჭრას , ან თითის მოჭრას აიძულებს, ბოროტებაა, შურისძიება ე.წ. სრულფასოვან სამყაროზე.......... სიყვარულის ლოგიკაშI ეს არ ჯდება. ლევანის მიერ საკუთარი ჯანსაღი ფეხის "შეწირვასაც" ვერ აღვიქვამ სიყვარულის გამოვლინებად...... უპრინციპო მამაკაცის ქმედებაა ეს. ვისაც ქალი ისე ატრიალებს როგორც ეპრიანება.
ბოროტას ეპიზოდი ყალბად მეჩვენება. ნინას მიმართვა ქმრისადმი არა-ქალურია, აშკარად მამაკაცური ლექსიკა, არაბუნებრივი....... და მისი ფიზიკური აქტიურობაც- აშკარად შეუფერებელი ცალფეხა ადამიანისათვის.
<<<<ყველას უნდა ღმერთი იყოს, პატარა მაინც.>>>> ეს კარგი ფრაზაა, მაგრამ კონტექსტურად რა შუაშია?
8. მოდი ასე დავიწყოთ: საერთო ჯამში საკითხი სიყვარულისა არა-ჩვეულებრივად, არა-სტანდარტულად, განსხვავებულადაა დასმული. ეს არის ვითომ-ჯანყი და პროტესტი პოპულარული შეხედულებების წინააღმდეგ. სიყვარულის გაგება დასაწყისიდან დასასრულამდე იცვლება. თავში თუ სიყვარული ხორციელი ტკბობაა, ბოლოში - მსხვერპლია, საკუთარი სხეულის ნაწილის... ღმერთისა და სატანის დაპირისპირებაც თითქოს ორი ადამიანის სახითაა - ლევანი და კობა, თეთრი და შავი... ერთი შეხედვით მორალური დილემა, მაგრამ.... მოდი შევხედოთ მეტი დაკვირვებით........
ანგარებიანი ქორწინება სიყვარულს გამორიცხავს და პირიქით, სიყვარულიც გამორიცხავს ანგარებიან ქორწინებას. დანაშაულის გრძნობამ შეიLძება გაუცხოება და მორჩილება გამოიწვიოს, მაგრამ ასეთ ზიზღი და ქმედებები? რა ვიცი, მეეჭვება..... ქართულ-სლავური დუეტი (ალბათ რუსული ხომ? ქართველი ნინო იქნებოდა, ნინა კიდევ რუს ქალთან ასოცირდება. ეს არის ასე ვთქვათ, სურათი იმისა, როგორ აბამენ ყოჩაღი ქართველი ჯიგიტები ახურებულ რუს ნაშებს, რომლებიც ფულში იხრჩობიან). ქალი სექსულურიბას მაშინ კარგავს როცა ფეხს აჭრიან ხომ? და კაცს იმიტომ აიძUლებს მასთან სარეცლის გაზიარებას რომ ქონება დაუტოვოს? რა ვიცი აბა... ბიჭებო, თქვენ გაჟიმავდით ფულის გულისთვის ინვალიდ გაბოროტებულ ქალს, რომელსაც მთელი სამყარო ეზიზღება? და შურს ორფეხიანი და ჯანრთელი ქმრის? ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება გარშემომყოფებისადმი.
საპყარი - ეს არ არის ის, რადაც ნინა იქცა. საპყარი ჰქვია ადამიანს, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია >>> დამბლადეცემულს. ნინას კი ცალი მოძრავი ფეხი მაინც აქვს. ამას ჰქვია ინვალიდი, თანამედროვე ტემინოლოგიით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. აქ არ არის ნაჩვენები როგორ გაბოროტდა ნინა, რამ გააბოროტა. ერთბაშად, ერთ წამში მოხდა ეს თუ დღEების განმავლობაში ???.... ღამის სცენა, ვითომანდერძის დაწერის, ყალბია და აშკარად ხელოვნური. ავტორი ან ვერ ერკვევა თანამედროვე სამართალში, ან ნამეტანი ბევრ სერიალს უყურებს :D ეხლა ესე აღარ არის, ვისაც გინდა იმას დაუტოვო შენი ქონება და ცხოვრება. მემკვიდრეების ნუსხას კანონი განსაზღვრავს,არიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები.... ქმარიც შედის ამ მემკვიდრეებში და განქორწინების შემთხვევაშI მხოლოდ ქორწინების დროს შეძენილი ქონება იყოფა შუაზე.... მოკლედ, ბევრი იურიდიული დეტალია .... რომელიც აქ უგულებელყოფილია. რა, ბრაზილიაა უცებ მოეხასიატოს ვინმეს და ბაბუაჩემის დისშვილზე გადამიფორმოს ქონება? :))
მოდი ასე დავიწყოთ: საერთო ჯამში საკითხი სიყვარულისა არა-ჩვეულებრივად, არა-სტანდარტულად, განსხვავებულადაა დასმული. ეს არის ვითომ-ჯანყი და პროტესტი პოპულარული შეხედულებების წინააღმდეგ. სიყვარულის გაგება დასაწყისიდან დასასრულამდე იცვლება. თავში თუ სიყვარული ხორციელი ტკბობაა, ბოლოში - მსხვერპლია, საკუთარი სხეულის ნაწილის... ღმერთისა და სატანის დაპირისპირებაც თითქოს ორი ადამიანის სახითაა - ლევანი და კობა, თეთრი და შავი... ერთი შეხედვით მორალური დილემა, მაგრამ.... მოდი შევხედოთ მეტი დაკვირვებით........
ანგარებიანი ქორწინება სიყვარულს გამორიცხავს და პირიქით, სიყვარულიც გამორიცხავს ანგარებიან ქორწინებას. დანაშაულის გრძნობამ შეიLძება გაუცხოება და მორჩილება გამოიწვიოს, მაგრამ ასეთ ზიზღი და ქმედებები? რა ვიცი, მეეჭვება..... ქართულ-სლავური დუეტი (ალბათ რუსული ხომ? ქართველი ნინო იქნებოდა, ნინა კიდევ რუს ქალთან ასოცირდება. ეს არის ასე ვთქვათ, სურათი იმისა, როგორ აბამენ ყოჩაღი ქართველი ჯიგიტები ახურებულ რუს ნაშებს, რომლებიც ფულში იხრჩობიან). ქალი სექსულურიბას მაშინ კარგავს როცა ფეხს აჭრიან ხომ? და კაცს იმიტომ აიძUლებს მასთან სარეცლის გაზიარებას რომ ქონება დაუტოვოს? რა ვიცი აბა... ბიჭებო, თქვენ გაჟიმავდით ფულის გულისთვის ინვალიდ გაბოროტებულ ქალს, რომელსაც მთელი სამყარო ეზიზღება? და შურს ორფეხიანი და ჯანრთელი ქმრის? ეს არაა ჯანსაღი დამოკიდებულება გარშემომყოფებისადმი.
საპყარი - ეს არ არის ის, რადაც ნინა იქცა. საპყარი ჰქვია ადამიანს, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია >>> დამბლადეცემულს. ნინას კი ცალი მოძრავი ფეხი მაინც აქვს. ამას ჰქვია ინვალიდი, თანამედროვე ტემინოლოგიით - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. აქ არ არის ნაჩვენები როგორ გაბოროტდა ნინა, რამ გააბოროტა. ერთბაშად, ერთ წამში მოხდა ეს თუ დღEების განმავლობაში ???.... ღამის სცენა, ვითომანდერძის დაწერის, ყალბია და აშკარად ხელოვნური. ავტორი ან ვერ ერკვევა თანამედროვე სამართალში, ან ნამეტანი ბევრ სერიალს უყურებს :D ეხლა ესე აღარ არის, ვისაც გინდა იმას დაუტოვო შენი ქონება და ცხოვრება. მემკვიდრეების ნუსხას კანონი განსაზღვრავს,არიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები.... ქმარიც შედის ამ მემკვიდრეებში და განქორწინების შემთხვევაშI მხოლოდ ქორწინების დროს შეძენილი ქონება იყოფა შუაზე.... მოკლედ, ბევრი იურიდიული დეტალია .... რომელიც აქ უგულებელყოფილია. რა, ბრაზილიაა უცებ მოეხასიატოს ვინმეს და ბაბუაჩემის დისშვილზე გადამიფორმოს ქონება? :))
7. სულხან, გილოცავთ! მრავალ ახალ წელს დაგასწროთ უფალმა, ტკბილად და ბედნიერად!
კრემლი და მე:):):) სულხან, გილოცავთ! მრავალ ახალ წელს დაგასწროთ უფალმა, ტკბილად და ბედნიერად!
კრემლი და მე:):):)
6. მერამდენედ წავიკითხე, არ ვიცი... საშიში ადამიანი ხარ თუ საშიშ თემებზე გიყვარს წერა? სულხან, ბრავო! 10 მერამდენედ წავიკითხე, არ ვიცი... საშიში ადამიანი ხარ თუ საშიშ თემებზე გიყვარს წერა? სულხან, ბრავო! 10
5. ნეკერას დავეთანხმები :) ნეკერას დავეთანხმები :)
4. ჯიგრულია :) ჯიგრულია :)
3. სულხან, ხანდახან ვამპირი მგონიხარ :D ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და... იმ მოთხრობისა არ იყოს, აქაც ძალიან ბევრი დასაფიქრებელი დავიჭირე. შენც გყვარებია ღმერთთან შეთამაშება... სულხან, ხანდახან ვამპირი მგონიხარ :D ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და... იმ მოთხრობისა არ იყოს, აქაც ძალიან ბევრი დასაფიქრებელი დავიჭირე. შენც გყვარებია ღმერთთან შეთამაშება...
2. კარგად წერ 5
კარგად წერ 5
1. სულ ასე საინტერესოდ როგორ უნდა წერდე კაცო შენ! უცნაური რამეა და მაგარი... 5 და მოკითხვა:) სულ ასე საინტერესოდ როგორ უნდა წერდე კაცო შენ! უცნაური რამეა და მაგარი... 5 და მოკითხვა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|