ცხოვრება მაინც თავისას ითხოვს, მღვრიე თუ წმინდა სიყვარულს ერთვის, რომანტიკული დღეებიც ზოგჯერ აუტანელი ხდებოდა შენთვის.
და სასჯელივით ყოველთვის ვგრძნობდი, მუდამ ცოდვილი ვრჩებოდი შენთან, მე ბედნიერი და უბედურიც ვშორდებოდი თუ ვიყავი ღმერთთან.
ვერ მოვერიე მე ამ ცხოვრებას, ვერ გავიტანე ლელო ბოლომდის, თან გაგირბოდი, თან დაგეძებდი ოღონდაც ახლო, გვერდით მყოლოდი.
მე ბედისწერა სახეში მცემდა, მე ზეცის ახლო სიცოცხლე მსურდა, მე გრანელივით გროში არ მედო, ქუჩაში ქარი მაძლევდა ლუკმას.
შენ ერთდროულად გიყვარდი, გძულდი, ხან სხეულს სულ სხვა ფიქრები ხრავდნენ, გახსოვს ის ღამე ლამაზად თოვდა, ხეები ფრთაშლილ თოლიებს ჰგავდნენ.
ისევ შენთან ვარ, რომ გაზაფხულის, კვირტის დასკდომის სურნელი ვიგრძნო!.. და როგორც ზამთრის ლეიბი თბილი, სხეულში მიდევს მე შენი სითბო.
ახლა დეკემბრის ღამეა ცივი, დავალ თბილისის მოთოვილ გზებზე, და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ... 1984წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ძალიან კარგია!!! ძალიან კარგია!!!
13. გილოცავ დამდეგ შობა-ახალწელს! გილოცავ დამდეგ შობა-ახალწელს!
12. მოგიკითხეთ და დამდეგი მოგილოცეთ! მოგიკითხეთ და დამდეგი მოგილოცეთ!
11. კარგი ემოციაა:) მაგრამ ბანალური რითმები კარგი ემოციაა:) მაგრამ ბანალური რითმები
8. მე გრანელივით გროში არ მედო
გრანელი - პოეტი
მე პოეტივით გროში არ მედო ) მე გრანელივით გროში არ მედო
გრანელი - პოეტი
მე პოეტივით გროში არ მედო )
7. და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
ვეძებთ, ვეძებთ და ხშირად არცაა პასუხი.... დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ :) და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
ვეძებთ, ვეძებთ და ხშირად არცაა პასუხი.... დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ :)
6. ახლა დეკემბრის ღამეა ცივი, დავალ თბილისის მოთოვილ გზებზე, და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
ახლა დეკემბრის ღამეა ცივი, დავალ თბილისის მოთოვილ გზებზე, და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
5. "დათო ბიძია", იცი, როგორ ახლოს მოვიდა ეს ლექსი? გეგონება ჩემთვის არის დაწერილიო... 10 "დათო ბიძია", იცი, როგორ ახლოს მოვიდა ეს ლექსი? გეგონება ჩემთვის არის დაწერილიო... 10
4. მე ბედისწერა სახეში მცემდა _ მტკივნეული ფრაზაა, პოეტური... ლექსი კარგია! 5
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! უფალი გფარავდეთ! მე ბედისწერა სახეში მცემდა _ მტკივნეული ფრაზაა, პოეტური... ლექსი კარგია! 5
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! უფალი გფარავდეთ!
3. ისევ შენთან ვარ, რომ გაზაფხულის, კვირტის დასკდომის სურნელი ვიგრძნო!.. და როგორც ზამთრის ლეიბი თბილი, სხეულში მიდევს მე შენი სითბო. უთბილესი...ბ. დავით, რა კარგი ადამიანი ხართ...55555555 ისევ შენთან ვარ, რომ გაზაფხულის, კვირტის დასკდომის სურნელი ვიგრძნო!.. და როგორც ზამთრის ლეიბი თბილი, სხეულში მიდევს მე შენი სითბო. უთბილესი...ბ. დავით, რა კარგი ადამიანი ხართ...55555555
2. ახლა დეკემბრის ღამეა ცივი, დავალ თბილისის მოთოვილ გზებზე, და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
რაღაცნაირად მეც ასე ვიგრძენი თავი... ახლა დეკემბრის ღამეა ცივი, დავალ თბილისის მოთოვილ გზებზე, და ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს დიდი ხანია ამაოდ ვეძებ...
რაღაცნაირად მეც ასე ვიგრძენი თავი...
1. კარგია შემოქმედელო. კარგია შემოქმედელო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|