ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
21 ოქტომბერი, 2015


ბ ე კ ე კ უ ნ ა

მოუსვენრობს ბეკეკუნა,
დაკუნტრუშობს  ისე,
დედის  რძეზე  კიდევ  უფრო, 
არა  იყოს  მყისე.

თეთრი  ქურქით  ყელს  იღერებს,
ყურზე  შავ  ხალს  იფერებს.
ცოტა  თუკი  გავაბრაზე
ბატკნურადაც  იმღერებს.


საყვარელი  და  ფუმფულა
შემეჩვია  წვალებით,
როცა ძილი  მოუნდება
მატყობინებს  თვალებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები