ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2015


***


***
ბედნიერებაა
როდესაც გაღვიძებს
ზეცის სიჩუმე და
ვარსკვლავთა ჟრიამული
გახედავ სივრცეს-
ღვთაებრივ მასპინძელს
და შემოგესმება
გულის სუნთქვა
მსუბუქი ნიავური
და შენც მოგინდება ამაღლება
ჰაერ-ჰაერ
და ღრუბელ-ღრუბელ
და ცის გამჭვირვალე
ტალღებზე სიარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები