| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 4 ნოემბერი, 2015 |
ცხელოდა. სიცხის ბუღი ხუთავდა და ახრჩობდა ქალაქს. მომწყინდა, დავიღალე, სიმარტოვე ვიგრძენი. ხელაღებით გადავწყვიტე გავცლოდი აქაურობას, დროებით მაინც. დიდი ფიქრის შემდეგ, გეზი გურიისაკენ ავიღე. ჩავედი ოზურგეთში, გავაჩერე ტაქსი, მისამართი ვაცნობე, სევდიანად მოვკალათდი შიგ და 10,15 წუთში მივადექი, ჩემი ეზოს დაკეტილ ჭიშკარს.. ჭრიალით გაიხსნა ჭიშკარი, თითქოს ასე მსაყვედურობდა ამდენიხნის უნახაობას. ბარგი დავალაგე და მაშინვე ეზოსაკენ გავემართე. ყველაფერს უხმოდ ვეფერებოდი-ბალახს, ფოთოლს, მინდვრის ყვავილებს და ა. შ. მერე გადავხედე გურულ მემამულესავით, ჩემი ხელით გაშენებულ თხილის , საკმაოდ მოზრდილ ბაღს და სიამოვნების გრძნობამ გულში გამიელვა. ერთი ეგ იყო, რომ ყაბალახის ბოლოები ვერ გადავიქნიე მხრებზე და ცარსკები ვერ ავაჭრიალე, ვერც დაწკეპილ შავ ულვაშებზე გადავისვი ხელი, საპირისპირო სქესის წარმომადგენლობის გამო, საამისო შანს მოკლებულმა, თორემ, სხვა მხრივ, გაამაყება, კი შევძელი, მედიდურად, როცა, ჩემი ნაშრომის შედეგს-დაზვირთულ თხილის ტოტებს შევყურებდი. ერთგან შევჩერდი,მსხვილ, ბაღის, ქართულ თხილს, სულ ახლოს ამოსვლოდა ველური თხილი, რომელიც საკმაოზე მეტად გახელებულიყო და გასაქანს აღარ აძლევდა, მას. მეწყინა, გადავწყვიტე, მეორე დღეს მომეჭრა. ნიშნის დადების მიზნით, ტოტი მოვატეხე და ზედ მივაგდე, რომელიც ზედ ხეზე გაჩერდა მოტეხილით თავქვე. გავყევი სხვა მხარეს, თავბრუ დამესხა, აღარ ვიცოდი საიდან დამეწყო, ბევრი საქმე იყო ერთი ადამიანისათვის. საღამოვდებოდა, გამოვბრუნდი სახლისაკენ და თან მიწიერ, ადამიანურ საფრთხეებზე ვფიქრობდი. ამეკვიატა ეს ფიქრი, შემაშინა მათმა სიმრავლემ. მცირედად წავიხემსე, მოვაწესრიგე იქაურობა და დასაძინებლად მოვემზადე. დავწექი. ღია სარკმლიდან მოჩანდა ბინდისფერი ცა. მალე, ცივი და მრგვალი, ღია ფერის ლაქებიანი მთვარე, ნელა და უხალისოდ ამოცურდა ცაზე. აივსო ზეცა, სხვადასხვა ზომის მოკაშკაშე ვარსკვლავებით.ჭრიჭინები თავგამოდებით აჟღერებდნენ, ღვთითბოძებულ, მამაპაპისეულ ჰანგებს. სიმარტოვის თავისებურმა შეგრძნებამ პიკს მიაღწია და ფიქრებიც ლაბირინთებში გადაეშვა. დაღლილობა ვიგრძენი და ჩამეძინა.
დ ღ ე მ ე ო რ ე
გათენდა. დამაფიქრა მოზღვავებულმა საქმემ. გამოვეწყვე სამუშაო ფორმაში და გავუყევი ეზოს ბოლოსაკენ მიმავალ ბილიკს. სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობამ ნაღებივით წამოუარა ზემოდან ყველა ფიქრს. დაზვირთული თხილის ხეები ნაყოფს ვეღარ მალავდნენ, მიხაროდა, მოსავალს კარგი პირი უჩანდა. თითოეულ ხეს ხელით ვეხებოდი და ვეფერებოდი. წინ მივიწევდი. წამით შევჩერდი და იმ თხილისაკენ გამექცა მზერა, წინა დღეს ჩასვლისთანავე, რომ მოვნიშნე და გამოვიმეტე ამოსაძირკვად. მეუცნაურა რაღაც, მივუახლოვდი.. ჩემს მიერ წინა დღეს მოტეხილი ტოტი დამძიმებულიყო, ზედ სიშავეც შევნიშნე. კიდევ ახლოს მივედი. შემზარა ნანახმა. მოტეხილ ტოტზე სამკუთხედი ფორმის გამოსახულებით, ზედ გაწოლილიყო პირთავქვე 70-80 სმ სიგრძის შხამიანი ქვეწარმავალი, ჯოხით ვცადე იმ ტოტის მიწაზე დაგდება, რაც ვერ მოვახერხე, მან კი, მიმართულება ზემოთკენ აიღო, გადავიდა მეორე შედარებით წვრილ ტოტზე, ნელა იწყო ზემოთკე ასვლა. მე ფეხით ვცადე მიწისკენ ამ ტოტის გადახრა, იქნებ მიწაზე ურჩევნიაო, მაგრამ ის ზევით მიიწევდა ნელა. კიდევ ვცადე ტოტის გადახრა, მაგრამ, როგორც კი, შეირხა ტოტი, უსწრაფესად შემოხვია კუდი სამჯერ ტოტს, თავი ზევით ასწია . რაღაც არ მომეწონა, სასწრაფოდ მოვშორდი და სხვა ხშირტოტება ხეს ამოვეფარე მოშორებით და იქიდან ვადევნებდი თვალყურს. უცებ შხუილის ხმა მომესმა. რაღაც დროის შემდეგ გავიარე და ის გრძნეული ვეღარსად ვნახე, გამიკვირდა. დედას დავურეკე, მოვუყევი ყველაფერი. მითხრა კუდით, რომ შემოეხვია, ხომ მოშორდი იმ ადგილს, მაგ დროს გაფრენა იცის და შეიძლება ადამიანისკენ გაფრინდესო. ასე მოვიქეციო, დავეთანხმე. მომიწონა მოქმედება. ის ველური თხილიც დარჩა თავის ადგილზე მოუჭრელად და დღემდე იქ დგას , მან ის ამოძირკვას გადაარჩინა. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, ისე უცნაური ფორმა კი აქვს იმ თხილის ნაყოფს, განსხვავებული. რამდენიმე დღე იმ ადგილისკენ აღარ გამიხედავს. მანამდე, ხეზე არასოდეს მინახავს ქვეწარმავალი, ამას ვერც წარმოვიდგენდი. ახლა გამახსენდა, გურიაში ერთ მოხუც მეზობელ ქალს, თხილის ბაღი ჰქონდა ტყის პირას, მოყვა, რომ იქ, მიწიდან თხილის კრეფისას, ავიხედე და დავინახე, რაღაც მოძრაობდა თხილის ტოტზე ჩემს თავს ზემოთო, ავხედე კარგად და მაჯისსიმხო, ჭრელი, 3 მეტრი სიგრძის ქვეწარმავალი ჩემსკენ იწევდა კუდით დახვეული ზედა ტოტიდანო. მას, სწრაფად მოუხერხებია გაცილება და დამალვით გამოქცევა სახლში. მას შემდეგ, იმ ქალმა ის ბაღი გაყიდა, იქ მისვლა ვეღარ გაბედა. კიდევ გამახსენდა, ფეხმძიმედ ვიყავი, ჩავედი გურიაში. ეზოს ბოლოში ერთ მზიან ნაწილში ბევრი მარწყვი იდგა. ორდღეში ერთხელ გავდიოდი და ვკრეფდი. ერთ დღესაც, მივდიოდი იქ, 9-10 მეტრი იყო დარჩენილი მარწყვებამდე., უცებ ხმა მომესმა ისეთი, კაცი რომ გადადგამს ნაბიჟს ბალხში, გავჩერდი და გავიხედე. ვხედავ, მკლავისსიმსხო ჭრელ ქვეწარმავალი, მეტრანახევარ სიმაღლეზე დგას, ჩემსკენ იყურება, ხანდახან აქეთ-იქითაც იხედება, ბრტყელთავა, ჯაგარაშლილი ღორივით კისერზე 25 სანტიმეტრის სიგრძეზე. შემზარა. თვალი თვალში გავუყარეთ, დიდხანს არ დავძრულვარ ადგილიდან, 15 წუთი მაინც ვიყავით ამ მდგომარეობაში, მერე დაეშვა მიწაზე და მეზობლის ეზოსკენ წავიდა. კაცი რომ გაიქცევა, ისეთი ხმა ჰქონდა ბალახს რომ მიდიოდა, სამმეტრზე მეტი სიგრძის იყო. ეს საშინელი დღე იყო, არ მავიწყდება. უმძიმესი. თურმე, ორივე იმ მარწყვზე დავდიოდით და ერთხელაც, ასე შევხვდით. მას შემდეგ მარწყვზე იმ ადგილს აღარ გავკარებივარ, ამბობენ, ფეხმძიმე ქალს, არ ერჩიანო, ეგ გრძნეულნი. შეიძლება, ამანაც გადამარჩინა, მაშინ! და ბოლოს, ამ გრძნეულმა, ერთი, რომ გადაარჩინა, ის ველური ხე ამოძირკვას, მეორე, მიმანიშნა, რომ საფრთხეები არის არა მარტო მიწიერი და ადამიანური, საფრთხეები არსებობს ყოველმხრივი და მრავალფეროვანი, ყოველი მიმართულებით, სხვა ცოცხალ არსებათაგან, რომლებისაც გეშინია მიწაზე. და მესამე,, რომ სიფრთხილე მუდმივად აუცილებელია კეთილდღეობისათვის, რომ ადამიანი, მზად უნდა იყოს თავდაცვისათვის ყოველთვის. თუმცა ამბობენ, რომ ქვეწარმავლები ვერ ხედავენ, მიზანშიამოღება ეფექტურად ეხერხებათ, მსხვერპლის მოძრაობის შესაბამისად. აქვე გამახსენდა, დედის ნაამბობი, ქვეწარმავალს ქალი, რომ შეუყვარდა, ჯერ ქმარი მოუკლა, მერე მთელი ოჯახი ამოუწყვიტა და მასთან მიახლოვებას არავის პატიობდა და არც ამის საშუალებას აძლევდა ვინმეს. არსებობს მრავალი მითი ამ გრძნეულებზე. გულახდილად ვიტყვი, არ მიყვარს მათი დანახვა, მტრობით არ ვმტრობ და არც ვკლავ მათ. ისინი თავისი გზით მიდიან, მე კი, ჩემით. ასე ვაგრძელებთ სიცოცხლის ყველა ეტაპს, ჩვენ ჩვენთვის, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად. დაწესებული ადათ-წესების მიხედვით.
ამ დღეს იყო ძლიერი სიცხე, სწვავდა ლამის ყველაფერს. ცა იყო კრიალა და მოწმენდილი. ასე ვიფიქრე, ხეს ტანზე, ალბათ სიგრილე აქვს და ამიტომ იყო ასული მასზე ქვეწარმავალიც.
მიყვარს გურია. ულამაზესია მუდამ, ტყე, მდინარე, სიგრილე და რას ინატრებ ივლის-აგვისტოში გულით, იქ რომ არ იყოს. ეზოში, საკუთარი ხელით მოკრეფილი სოკო და მრავალი სიკეთე, სადაც საფრთხეთა სხვადასხვაობაც ყოფილა განსხვავებული და მოსალოდნელი.
ვერასოდეს შემიდარებია საქართველოს რომელიმე კუთხე ერთურთისათვის, ყველა მათგანში განსაკუთრებული ხიბლი, სილამაზე და წარმტაცობაა, რითიც იზიდავს მხილველს, ნუსხავს და ატყვევებს, როგორაც ცოცხალი არსება და დავიწყების საშუალებას არ აძლევს.
მარად იყავი ჩემო ქვეყანავ, ჩემო სამშობლოვ ასეთი შეუდარებელი და განუმეორებელი, შენ, ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ და ერთადერთი. არ ვიცი, რომელი საფრთხეა მომეტებულად საშიში მითითებულთქააგან და უფრო მოსარიდებელი ? ეგებ, თქვენ იცით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა მუხა. არაჩვეულებრივო ადამიანო, მათი დანახვა მეც საშინელ გრძნობას მიტოვებს და თანაც, ძალიან დიდხანს მიმყვება, ვერ ვივიწყებ ხოლმე.
მინდა ისიც გითხრათ, რომ, ეს სინამდვილე, აქ არ მომითხრობია, არც სიშის მოსაგვრელად და არც უსიამო გრძნობის აღსაძვრელად. პატივისცემით ნექტარი. მადლობა მუხა. არაჩვეულებრივო ადამიანო, მათი დანახვა მეც საშინელ გრძნობას მიტოვებს და თანაც, ძალიან დიდხანს მიმყვება, ვერ ვივიწყებ ხოლმე.
მინდა ისიც გითხრათ, რომ, ეს სინამდვილე, აქ არ მომითხრობია, არც სიშის მოსაგვრელად და არც უსიამო გრძნობის აღსაძვრელად. პატივისცემით ნექტარი.
10. ეს რეალობა რომ არ იყვეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უამრავი კინო, თუ ვიდეო ან გადაცემები ან ლეგენდები და რა არ ასებობს ა უხსენებელის შესახებ, თუ საფრთხეს ეხება, არც დამიანისაგან ვართ დაზღვეული, ცხოველი საშიშია წინიდანო, ადამიანს კი უფრთხილდი ყველა მხრიდანო ესეც გამიგია, წავიკითხე ბოლომდე, მაგრამ უსიამოვნების შეგრძნება დამრჩა ვიდრე შიშის.
ეს რეალობა რომ არ იყვეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უამრავი კინო, თუ ვიდეო ან გადაცემები ან ლეგენდები და რა არ ასებობს ა უხსენებელის შესახებ, თუ საფრთხეს ეხება, არც დამიანისაგან ვართ დაზღვეული, ცხოველი საშიშია წინიდანო, ადამიანს კი უფრთხილდი ყველა მხრიდანო ესეც გამიგია, წავიკითხე ბოლომდე, მაგრამ უსიამოვნების შეგრძნება დამრჩა ვიდრე შიშის.
9. აზგო, ჩემო კარგო, სავსებით გეთანხმებით, ისინი ნამდვილად თაგვებითა და ვირთხებით იკვებებიან. თხილის ბაღში ნამდვილად ბევრი თხილი რჩება და სრულად ვერ იკრიფება, ეს შეუძლებელია გულითაც რომ მოიწადინო. და ა.შ/ პატივისცემით ნექტარი აზგო, ჩემო კარგო, სავსებით გეთანხმებით, ისინი ნამდვილად თაგვებითა და ვირთხებით იკვებებიან. თხილის ბაღში ნამდვილად ბევრი თხილი რჩება და სრულად ვერ იკრიფება, ეს შეუძლებელია გულითაც რომ მოიწადინო. და ა.შ/ პატივისცემით ნექტარი
8. ნექტარი, ერთი ის მითხარი, სათხილეებში გველთა შემოსევის ჩემეულ ახსნას თუ ეთანხმები? ნექტარი, ერთი ის მითხარი, სათხილეებში გველთა შემოსევის ჩემეულ ახსნას თუ ეთანხმები?
7. გმადლობთ აზგო. მიხარია, რომ გურია თქვენთვისაც იმგვარად არსებობს, როგორც ჩემთვის. გმადლობთ აზგო. მიხარია, რომ გურია თქვენთვისაც იმგვარად არსებობს, როგორც ჩემთვის.
6. გველების ამბავი ნამდვილია. მე და ჩემს ძმას გვაქვს თხილის პლანტაცია, საკმაოდ დიდი და ზუსტად გურიაში. თავიდან, წლების წინ, როცა საქმე იწყებოდა, ფართობი ბარდისა და ბუჩქნარისგან თავისუფლდებოდა, სრული სიმშვიდე იყო, არავითარი გველი. ნიანგი ან დინოზავრი. ახლა კი გველებით მართლა გაივსო იქაურობა. ამ გაზაფხულზე ჩემს ძმას ბინაშიც კი დახვდა საღამოს მიბრუნებულს. მოკლა რა თქმა უნდა და სხვებსაც ჰკლავს. მერე საგანგებო შხამი იყიდა და იმით მართლა მოითქვა სული, მოსავლის აღებისას, ამ აგვისტოში, კარგა ზომის ბრიგადა მუშაობდა იქ და არავის შეხვედრია. ნაზამთრალზე ალბათ ისევ იმატებს. ამ მოვლენას ჩემი აზრით მარტივი ახსნა აქვს: თხილს უკანასკნელ კაკლამდე ვერასდროს აკრიფავ, საკმაო რაოდენობის რჩება ბალახში და ამიტომ მისი მჭამელი თაგვიც მრავლდება. ეს უკანასკნელი კი გველს პირველ ნომრად უწერია მენიუში. აქედან გამომდინარე სათხილე მისთვის უფასო რესტორანივითაა და როგორც ვიცით მუქთას ყველაფერს კარგი დასწრება აქვს. რაც შეეხება ტექტს, ეს მგონი უფრო დოკუმენტური ნარკვევია ან ესე, ყოველ შემთხვევაში მხატვრული თუკია აქ რამე, ესე იგი მე გამომრჩა. გველების ამბავი ნამდვილია. მე და ჩემს ძმას გვაქვს თხილის პლანტაცია, საკმაოდ დიდი და ზუსტად გურიაში. თავიდან, წლების წინ, როცა საქმე იწყებოდა, ფართობი ბარდისა და ბუჩქნარისგან თავისუფლდებოდა, სრული სიმშვიდე იყო, არავითარი გველი. ნიანგი ან დინოზავრი. ახლა კი გველებით მართლა გაივსო იქაურობა. ამ გაზაფხულზე ჩემს ძმას ბინაშიც კი დახვდა საღამოს მიბრუნებულს. მოკლა რა თქმა უნდა და სხვებსაც ჰკლავს. მერე საგანგებო შხამი იყიდა და იმით მართლა მოითქვა სული, მოსავლის აღებისას, ამ აგვისტოში, კარგა ზომის ბრიგადა მუშაობდა იქ და არავის შეხვედრია. ნაზამთრალზე ალბათ ისევ იმატებს. ამ მოვლენას ჩემი აზრით მარტივი ახსნა აქვს: თხილს უკანასკნელ კაკლამდე ვერასდროს აკრიფავ, საკმაო რაოდენობის რჩება ბალახში და ამიტომ მისი მჭამელი თაგვიც მრავლდება. ეს უკანასკნელი კი გველს პირველ ნომრად უწერია მენიუში. აქედან გამომდინარე სათხილე მისთვის უფასო რესტორანივითაა და როგორც ვიცით მუქთას ყველაფერს კარგი დასწრება აქვს. რაც შეეხება ტექტს, ეს მგონი უფრო დოკუმენტური ნარკვევია ან ესე, ყოველ შემთხვევაში მხატვრული თუკია აქ რამე, ესე იგი მე გამომრჩა.
5. გმადლობთ ზვირფასებო-ხუედიოსი, ნ-ი-კ-ი. ასე, რომ გაისარჯეთ.
გაფრენის მომენტი აქ ეხება 70-80 სმ ზომის გრძნეულს. მაგრამ დედამ თქვა, ყველას შესძლებია, დახვევით გატყორცნაც. არის შემზარავი, მაგრამ გარეგნულად ლამაზებიც მინახავს-სისხლისფერი. მუქი რადღადა წითელი, ჭრელი და ა. შ. გურიასი ძალიან ბევრია ისინი. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ ზვირფასებო-ხუედიოსი, ნ-ი-კ-ი. ასე, რომ გაისარჯეთ.
გაფრენის მომენტი აქ ეხება 70-80 სმ ზომის გრძნეულს. მაგრამ დედამ თქვა, ყველას შესძლებია, დახვევით გატყორცნაც. არის შემზარავი, მაგრამ გარეგნულად ლამაზებიც მინახავს-სისხლისფერი. მუქი რადღადა წითელი, ჭრელი და ა. შ. გურიასი ძალიან ბევრია ისინი. პატივისცემით ნექტარი.
4. მადლობა, ვნახე ბმული
ზომით პატარაა და სპეციალურად ამ ფრენებისთვის შეგუებული ჯიშია რაღაც. სხეულის ფორმის ცვლილება რომ შეუძლია ( დაბრტყელება )
ღმერთმა დაგვიფაროს გურიაში რომ იყვნენ ეგ და სხვა ათასი უბედურება ჯიშის გველები :) უბრალოდ 3 და თუნდაც 2 მეტრიან მაჯისსიმსხო გველს ჰაერში არაფერი გააჩერებს.
ისე კი ბუნებას რას გაუგებ :) მადლობა, ვნახე ბმული
ზომით პატარაა და სპეციალურად ამ ფრენებისთვის შეგუებული ჯიშია რაღაც. სხეულის ფორმის ცვლილება რომ შეუძლია ( დაბრტყელება )
ღმერთმა დაგვიფაროს გურიაში რომ იყვნენ ეგ და სხვა ათასი უბედურება ჯიშის გველები :) უბრალოდ 3 და თუნდაც 2 მეტრიან მაჯისსიმსხო გველს ჰაერში არაფერი გააჩერებს.
ისე კი ბუნებას რას გაუგებ :)
3. გურიაში არ ვიცი, მარა მართლა არსებობენ გველები, რომლებსაც ძალიან დიდ მანძილზე შეუძლიათ გადაფრენა. https://www.youtube.com/watch?v=HMs8Cu8PNKM გურიაში არ ვიცი, მარა მართლა არსებობენ გველები, რომლებსაც ძალიან დიდ მანძილზე შეუძლიათ გადაფრენა. https://www.youtube.com/watch?v=HMs8Cu8PNKM
2. მადლობა ნიკი. ეს ყველაფერი რეალობაა. სოფელი სინამდვილესთან უფრო ახლოა, იქ ბევრ რამეს ნახულობს და იგებს ადამიანი. მე რაც ვნახე ეს ყველაფერი, უკვე ფრთხილად ვარ, როცა ხესთან მივდივარ, ზედმიწევნით ვათვალიერებ და მერე ვიწყებ მასზე სამუშაოს ჩატარებას დარწმუნებული, რომ იქ საშიში არაფერია. მაინც ძნელია სინამდვილეს აუარო გვერდი. მსგავს რამეს ვერ შეალამაზებ, შეუძლკებელია.
მე ვფიქრობ, მაინც კარგია, ეს ყველაფერი, რომ იცის ადამიანმა. თუკი მოხვდება ამგვარ სიტუაციაში, ეცოდინება, არის იქ საფრთხე რაიმე და როგორ უნდა დაიცვას თავი. ასეთიც უნდა დაიწეროს, არ არის ცუდი ამის ცოდნა. ეს ხომ ჩვენს მიწაზე მოხდა და სინამდვილეა. ქვეწარმავლები, კი, სად არ არიან, ამას ვერ აღკვეთავ, ესეც კანონზომიერების შემადგენელია, რას ვიზავთ. პატივისცემით, ნექტარი. მადლობა ნიკი. ეს ყველაფერი რეალობაა. სოფელი სინამდვილესთან უფრო ახლოა, იქ ბევრ რამეს ნახულობს და იგებს ადამიანი. მე რაც ვნახე ეს ყველაფერი, უკვე ფრთხილად ვარ, როცა ხესთან მივდივარ, ზედმიწევნით ვათვალიერებ და მერე ვიწყებ მასზე სამუშაოს ჩატარებას დარწმუნებული, რომ იქ საშიში არაფერია. მაინც ძნელია სინამდვილეს აუარო გვერდი. მსგავს რამეს ვერ შეალამაზებ, შეუძლკებელია.
მე ვფიქრობ, მაინც კარგია, ეს ყველაფერი, რომ იცის ადამიანმა. თუკი მოხვდება ამგვარ სიტუაციაში, ეცოდინება, არის იქ საფრთხე რაიმე და როგორ უნდა დაიცვას თავი. ასეთიც უნდა დაიწეროს, არ არის ცუდი ამის ცოდნა. ეს ხომ ჩვენს მიწაზე მოხდა და სინამდვილეა. ქვეწარმავლები, კი, სად არ არიან, ამას ვერ აღკვეთავ, ესეც კანონზომიერების შემადგენელია, რას ვიზავთ. პატივისცემით, ნექტარი.
1. წავიკითხე რაღაც ძალიან ბევრი უხსენებელი ტრიალებს ამ მოთხრობაში. ცოტა იმაშიც მეპარება ეჭვი, ფრენა რომ შეუძლიათ, მითუმეტეს ტოტზე კუდით დახვეულებს თუმცა ვინ იცის იქნებ მართალიც კია
რამდენი რამაა ბუნებაში შეუცნობელი
ასეთ შეუდარებელ, განუმეორებელ, ღვთისმშობლის წილხვედრ და ერთადერთ სამშობლოს უკეთესი პროზა ეკუთვნოდა აშკარად. არც ამდენი ქვეწარმავალი არ იყო საჭირო :)
წავიკითხე რაღაც ძალიან ბევრი უხსენებელი ტრიალებს ამ მოთხრობაში. ცოტა იმაშიც მეპარება ეჭვი, ფრენა რომ შეუძლიათ, მითუმეტეს ტოტზე კუდით დახვეულებს თუმცა ვინ იცის იქნებ მართალიც კია
რამდენი რამაა ბუნებაში შეუცნობელი
ასეთ შეუდარებელ, განუმეორებელ, ღვთისმშობლის წილხვედრ და ერთადერთ სამშობლოს უკეთესი პროზა ეკუთვნოდა აშკარად. არც ამდენი ქვეწარმავალი არ იყო საჭირო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|