მე ახალ წელს სხვა პლანეტაზე ვხვდები. და სულ სხვანაირად. იქ აღარ მენდომება რომ რამე განსხვავებული მოხდეს, ან თორმეტ საათზე ჩაფიქრებული სურვილი ამიხდეს, იმიტომ რომ ის ისედაც სხვაა. იქ არ მენდომება, რომ ბევრი ფერადი ბუშტებით იყოს ჩემი სახლი მოფენილი, იმიტომ რომ ასიათასი ბუშტისგან არის ისედაც ამ პლანეტის კედლები შეჭედილი. ასე რომ, მე ახალ წელს სხვა პლანეტაზე ვხვდები.
გუშინ უკვე 30 დეკემბერი იყო. ტელევიზორში კაცს ვუყურებდი, რომელსაც რაღაცეებში არ უმართლებდა და სევდიანი თვალები ჰქონდა. იცი? ეს კაცი ბაყაყს გავდა, ბაყაყი კიდევ მე, მე შენ და შენ იმ კაცს. იმ კაცმა სულ არ იცოდა, რომ მე ვიჯექი ტელევიზორთან და ვუყრებდი, და რომ შენც ჩემსავით გეზარებოდა საახალწლო მწვანილის დაჭრა, საახალწლო არც კი ვიცი რისთვის, მე ხომ ახალ წელს მაინც სხვა პლანეტაზე ვხვდები და რაღად მინდა ეს მწვანილი. და მეც შენსავით მოწყენილი ვიყავი, იმიტომ, რომ არავინ არ გვაჩუქა საახალწლო საჩუქრები. - სულ არაფერი? - არა, და არც ელოდოო. ვიჯექი და არაუშავს მეთქი ვფიქრობდი. ხვალ დაპირებულ საახალწლო თოვლს გვაჩუქებს მრისხანე და კეთილი ჯადოქარი, მარტო ჯადოქრებმა იციან კარგი საჩუქრების ჩუქება. მერე ჩვენ მილიონ გუნდას გავაკეთებთ თოვლისგან. აბა ვის რად უნდა ახლა მილიონი ლარი? როცა ბანკები ვეღარ მუშაობენ, სახლები ვეღარ შენდებიან, ტანსაცმელები აღარ ლამაზობენ.. ხოდა ჩვენ სამშვიდობო მისიით მივევლინებით საზღვარზე, ახალიწლის ღამეს და მილიონ გუნდას ჩავუტანთ ჯარისკაცებს. ხუთასიათას ერთს გადავცემთ ქართველებს და დანარჩენს გადავცემთ სხვებს, მერე აავსებენ ბომბდამშენებს გუნდებით და უჰუუუ რას გაიხარებენ ომგამოვლილი ბავშვები. იმდღეს ტეელვიზორში ჩემი მეგობარი სკოლის მასწავლებელს მოვკარი თვალი. იდგა და ამბობდა: "პირველი - ომი, მეორე - ომი, მესამე - ომი..." . ვიფიქრე გაგიჟებულათქო. მერე გავარკვიე თურმე იმ ყველაზე უსიამოვნო მოვლენებს ასახელებდა, რომლებიც ახსოვს და სიცილი ამიტყდა, როგორ დაბერებულა ჩარექა, რამდენი ომი ახსოვსთქო და მერე მე უფრო დამცინეს. ხო, ხო მაპატიეთ, მაპატიეთ! მეც მახსოვს: პირველი - ომზე უფრო ომი, მეორე - "ომი" და მესამეც - ომი, მაგრამ ეს მეოთხე სულ სხვანაირი იქნება, ომიც და ახალი წელიც. მე, ,,სამყაროს პრინცესა" ვბრძანებ, ამ ახალწელს აიკრძალოს ყველანაირი სასროლ-ასაფეთქებელი მაშხალა, არ გვინდა ბატონო, არ მოგვბეზრდა ეს ხმაური და ცეცხლი? ვიღას სიამოვნებს ეს ვითომ ასაფეთქებლები, იმდენი ნამდვილი გვაქვს ნანახი. ამ ახალწელს თოვლის ომი იქნება და მარტო სიცილის ხმას გავიგებთ საქართველოს საზღვრებიდან და მერე სიცილისგან და მხიარულებისგან რომ დავიღლებით თავზე წაკრულ თეთრ მანდილებს ავაფრიალებთ მე და შენ.
ასე ვფიქრობდი 31 დეკემბრის ღამეს. 31 დეკემბრის დილით თოვლი რომ დავინახე მოპირდაპირე სახლის სახურავზე, სულ არ გამვირვებია. ჯადოქრები ყოველთვის ასრულებენ ახირებული პრინცესების სურვილებს. ისე ლამაზად თოვდა, კინაღამ გადავიფიქრე სხვა პლანატაზე წასვლა, მაგრამ არა, უნდა წავიდე. იქ ბევრ რამეს შევძლებ. ბევრ ფულს მოვაგროვებ, ვისწავლი ყვინთვას და ბოლოსდაბოლოს გამოვალ წყალქვეშა არქეოლოგი. მერე ექსპედიციაში, ცხელ აფრიკაში, ყვინთვით დაღლილი, ჩამოვჯდები გემბანზე მარტო, მოაჯირზე თავს ჩამოვდებ და მოვიწყენ, იმიტომ რომ ქართველი ხეები მომენატრებიან, იცი? ისინი სულ სხვანაირად შრიალებენ. და თოვლიც, სხვაგან არ მინახავს, მაგრამ აქ სულ პაწაწინა ყვავილებს თოვს ხოლმე. და ზაფხულშიც არ არის ამ ექსპედიციასავით სიცხე, მაგრამ ვუყურებ და ვხედავ: ცეცხლი უკიდია ყველაფერს. ფერადი და მბრწყინავი ცეცხლი. თვალებს რომ გჭრის და ვეღარ ხედაბ მიმობნეულ ნაგავს. და ამ ხანძარში ისე გულგრილად დგანან მწვანე მთები, თეთრი კლდეები, გინდა მიხვიდე და ტერფები დაუკოცნო.
ზუსატდ თორმეტ საათში, მე ახალ წელს სხვა პლანეტაზე უნდ ვიყო. საძულვევი პროცედურა იწყება: უნდა ჩავბარგდე! ასე რომ წავალ, და სანამ წავალ, ახალ წელს მოგილოცავ! შენ და ყველას, ყველას, ქართველებს. გთხოვთ, რაიმე სახის დისკრიმინაციაში ნუ დამდებთ ბრალს და ახლა ახალ წელს მივულოცავ მარტო ქართველებს, (მერე დანარჩენებსაც) და თქვენის ნებართვით, ეხლა ქართველებს ვუწოდებ ყველას ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს: ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა, ან ვინც ჩამოვიდა და შეუყვარდა, ვისაც წინაპრების ათი თაობა ყავს ქართველი და ვისაც მხოლოდ ორი ან საეთოდ არ ყავს, ვინც მუდამ თვით, და არა მარტო, განხილვების და კრიტიკების ობიექტია მუდამ, მუდამ, ვინ ახლა გემრიელ გოზინაყს ამზადებს, ან მათხოვარი შვილის მოტანილ პურს ტეხავს, რომ ახალწელს შვილსვე მიუჭახუნოს, ვინც საზღვარზე დგას და სახლში ორსული ცოლი ელოდება.
დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ. თურმე დიდხანს რომ იცოცხლო ბედნიერი უნდა იყო, ბედნიერება კი პატარ-პატარა სიხარულებისგან შედგება. (ესე მომატყუა ბაყაყმა და მეც დავიჯერე). ხშირად დალოცვა და მილოცვა იმისგან უფრო გიხაია ვისაც არ იცნობ, ან ვინც არ გიყვარს. ასე რომ ვინც არ მიცნობთ, ან ვისაც არ გიყვარვართ, მიიღეთ ეს მილოცვა, როგოც სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სიხარულის ერთი პატარა შემადგენელი ნაწილი და, და ... და არაფერი :)
წამოდი ბარნო ახალ წელს სხვა პლანეტაზე შევხვდეთ. ის პლანეტა ძალიან პატარაა, საქართველოზე პატარა, მარტო ჩვენ დავეტევით, მერე ვერ მოვისვენებთ მარტო, ვიწრიალებთ ვიწრიალებთ და ფერადი ბუშტების კედლებს დავხეთქავთ, და წკააპ, პირდაპრი "ლენინის მოედანზე" დავეშვებით და საახალწლო სათამაშოებდ დავეკიდებით საახალსწლო ნაძვისხეს.
მომწერე, ველი პასუხს ახალწალმდე, მარად შენი, მეორე პრინცესა :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. კომენტარს შემოვყევი აქა და მშვენიერი "წერილი..." დამხვდა. ნელ-ნელა დანარჩენებსაც ჩა-ვა-რაკ-რა-კებ! :) კომენტარს შემოვყევი აქა და მშვენიერი "წერილი..." დამხვდა. ნელ-ნელა დანარჩენებსაც ჩა-ვა-რაკ-რა-კებ! :)
27. ოოოხ სანტიბო =)) პირდაპირ და ქართლ-კახურად გეტყვი შენ არა ხარ პატარა უფლისწული ბეეეეე =)) ვაი აღარ შემიძლაი =)) =)) =)) ოოოხ სანტიბო =)) პირდაპირ და ქართლ-კახურად გეტყვი შენ არა ხარ პატარა უფლისწული ბეეეეე =)) ვაი აღარ შემიძლაი =)) =)) =))
26. რა ყველა პრინცები და პრინცესები ხართ ტო . აი , საქართველოში მონარქია აღსდგება და მერე უფრო იბლატავებთ ხოო ??? :D
გაკოცე . რა ყველა პრინცები და პრინცესები ხართ ტო . აი , საქართველოში მონარქია აღსდგება და მერე უფრო იბლატავებთ ხოო ??? :D
გაკოცე .
24. ქრისტესშპბას გილოცავ!!! გაიხარე!!! ქრისტესშპბას გილოცავ!!! გაიხარე!!!
23. 25. ყველას მადლობა ბევრს გკოცნით ეეხ ჭა კიმინდა პატარა უფლისწულთან მაგრამ ხომ იცი ადვილი არაა ნეტოჩკა ნეზვანოვა. 2009-01-06 17:29:25
=)) ხოდა ანეს კომენტარს ვეოდები =)) 25. ყველას მადლობა ბევრს გკოცნით ეეხ ჭა კიმინდა პატარა უფლისწულთან მაგრამ ხომ იცი ადვილი არაა ნეტოჩკა ნეზვანოვა. 2009-01-06 17:29:25
=)) ხოდა ანეს კომენტარს ვეოდები =))
22. ყველას მადლობა :-* ბევრს გკოცნით ეეხ ჭა :) კიმინდა პატარა უფლისწულთან მაგრამ ხომ იცი ადვილი არაა :) ყველას მადლობა :-* ბევრს გკოცნით ეეხ ჭა :) კიმინდა პატარა უფლისწულთან მაგრამ ხომ იცი ადვილი არაა :)
21. სად მიდიხარ? პატარა პრინცთან ხო არა?...მიყვარხარ და მიყვარს შენიბარნო და შენი ზრაპრები... სად მიდიხარ? პატარა პრინცთან ხო არა?...მიყვარხარ და მიყვარს შენიბარნო და შენი ზრაპრები...
20. ჯოოობ, მგონი ჩვენ, ახუაშვილებს ჯიშათა გვაქვს რომ პროტესტი და წუხილი მხიარულად უნდა გადმოვცეთ :):) ნუ ეხლა თუ არ ჩავთვლით ჩემს ბღავილს ,,წერილი დიდივითს"ზე :D:D:D:D:D :)) ჯოოობ, მგონი ჩვენ, ახუაშვილებს ჯიშათა გვაქვს რომ პროტესტი და წუხილი მხიარულად უნდა გადმოვცეთ :):) ნუ ეხლა თუ არ ჩავთვლით ჩემს ბღავილს ,,წერილი დიდივითს"ზე :D:D:D:D:D :))
19. დიახ მოგვილოცე დიახაც:D დიახ მოგვილოცე დიახაც:D
18. ნეტკუნია ნეტკა შენ გაიხარა :-* 2009 წელი ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს შენთვის ხოივი მე დაგპირდი თუ ამ წელს გათოვდები 2 ცალ გათოვების ტაფას გაგატნევ მძითვებში:))
ეს რა საყვარლად მოგვილოცე გოგო უუფ რა ხარ ესეთი მაგარი >:D< ნეტკუნია ნეტკა შენ გაიხარა :-* 2009 წელი ბედნიერების მომტანი წელი ყოფილიყოს შენთვის ხოივი მე დაგპირდი თუ ამ წელს გათოვდები 2 ცალ გათოვების ტაფას გაგატნევ მძითვებში:))
ეს რა საყვარლად მოგვილოცე გოგო უუფ რა ხარ ესეთი მაგარი >:D<
17. ნეეეეეეეტ:-*
იუმორში სევდაგაზავებული და იცი როგორიი ჟრრრრრრრრრრრრ დამემართა?:(((მეც არ ვიცი რატომ?)
და ასე ლამაზი მილოცვა ჯერ არ წამიკითხიაააა,თან რომ მოგინდება რომ ნეტავი მე მეკუთვნოდესო:) და ფეხებში ხელი წაგავლონ ერთი მანდ,მართლა სადმე არ გაფრინდე:))
ჩემი ნეტუნია გილოცავ სიხარულო,აი,საცაა მოვა მოვა მოვა ბევრი ბევრი სიხარულით შენთვის 2009 წელი და ცოტა ღრიჟოდ დატოვე კარი ამ წელს,ხომ იცი შენთვის რა კარდიდატურა მყავს შერჩეული:))
:-*:-*:-*
ნეეეეეეეტ:-*
იუმორში სევდაგაზავებული და იცი როგორიი ჟრრრრრრრრრრრრ დამემართა?:(((მეც არ ვიცი რატომ?)
და ასე ლამაზი მილოცვა ჯერ არ წამიკითხიაააა,თან რომ მოგინდება რომ ნეტავი მე მეკუთვნოდესო:) და ფეხებში ხელი წაგავლონ ერთი მანდ,მართლა სადმე არ გაფრინდე:))
ჩემი ნეტუნია გილოცავ სიხარულო,აი,საცაა მოვა მოვა მოვა ბევრი ბევრი სიხარულით შენთვის 2009 წელი და ცოტა ღრიჟოდ დატოვე კარი ამ წელს,ხომ იცი შენთვის რა კარდიდატურა მყავს შერჩეული:))
:-*:-*:-*
16. ძალიან მაგარი საჩუქარია ბარნო უდავოდ :):):) მეც მინდა სხვა პლანეტაზე სხვა საქართელო რომ ქვია იმაზე. უფრო სწორედ სხვანაირი საქართველო მინდოდა რომ მეთქვა, თორემ სხვა საქართველო სად არი? :):):) ძალიან მაგარი საჩუქარია ბარნო უდავოდ :):):) მეც მინდა სხვა პლანეტაზე სხვა საქართელო რომ ქვია იმაზე. უფრო სწორედ სხვანაირი საქართველო მინდოდა რომ მეთქვა, თორემ სხვა საქართველო სად არი? :):):)
15. მეც მოვდივარ მაგ პლანეტაზე დამელოდეე :):):) მეც მოვდივარ მაგ პლანეტაზე დამელოდეე :):):)
14. კიდევ წავიკითხეეეეეე უმაგრესი საჩუქარიაააააააააააააააა კიდევ წავიკითხეეეეეე უმაგრესი საჩუქარიაააააააააააააააა
13. ურაკის დღიურებში ჩვენი ძველი ჩანაწერები გამახსენდა ბაყაყზე, ნეტკა:-*
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!
ურაკის დღიურებში ჩვენი ძველი ჩანაწერები გამახსენდა ბაყაყზე, ნეტკა:-*
ბედნიერ ახალ წელს გისურვებ!
12. ძალიან საყვარელი პრინცესა ხარ შენ :-* ძალიან საყვარელი პრინცესა ხარ შენ :-*
11. ესე იგი 3 ცალი საახალწლო საჩუქრები მაქვს: ჰარირამას თოვლი, ბარნოს დღიურები და ნატას ტოლმა :)) იიიფ ესე იგი 3 ცალი საახალწლო საჩუქრები მაქვს: ჰარირამას თოვლი, ბარნოს დღიურები და ნატას ტოლმა :)) იიიფ
10. :)) ზევსის დაქალო შენთვისაც არის ჩემს ქვაბში ტოლმა იცი? :D ნახე რა გემრიელია? :)) ზევსის დაქალო შენთვისაც არის ჩემს ქვაბში ტოლმა იცი? :D ნახე რა გემრიელია?
9. არაა ჩემი "ქვაბი" ჯადოსნურია ვაააა:))(სარეცხი ქვაბით შემოვდგავ სპეციალურად შენთვის)
არაა ჩემი "ქვაბი" ჯადოსნურია ვაააა:))(სარეცხი ქვაბით შემოვდგავ სპეციალურად შენთვის)
8. ნატა გენაცვალე შენ :-* იცი შენ მე ტოლმა როგორ მიყვარს? :)) გემრიეი იყო შენი ტოლმა ძალიან და ნუ მატყუებ მე არ მეყოფა მარტო ეგ შენი ქავაბი :-* ნატა გენაცვალე შენ :-* იცი შენ მე ტოლმა როგორ მიყვარს? :)) გემრიეი იყო შენი ტოლმა ძალიან და ნუ მატყუებ მე არ მეყოფა მარტო ეგ შენი ქავაბი :-*
7. >:D< მერე წავიკიტხავ ტოლმა უნდა შევახვიო( =)) ) ,შევფუთო და მერე სიდიდის მიხედვით ჩავალაგო "ქვაბში",იცი ჩემი ქვაბი როგორია? ბევრს ჩადებ თუ ცოტას მნიშვნელობა არ აქვს:)რამდენი სტუმარიც არ უნდა მოვიდეს ყველას ყოფნის:)ყველას ეყოფა დასაგემოვნებლად:)ვინ რა გემოს ჩაატანს მასზეა დამოკიდებული:)) როგორი გულითაც გადმოიღებს ისეთ გემოს ატანს:)შენ უკვე გასინჯე ხო ჩემი შეფუთული ტოლმა? :)შენთვის იოლად გასახსნელად შევფუთე და... >:D< მერე წავიკიტხავ ტოლმა უნდა შევახვიო( =)) ) ,შევფუთო და მერე სიდიდის მიხედვით ჩავალაგო "ქვაბში",იცი ჩემი ქვაბი როგორია? ბევრს ჩადებ თუ ცოტას მნიშვნელობა არ აქვს:)რამდენი სტუმარიც არ უნდა მოვიდეს ყველას ყოფნის:)ყველას ეყოფა დასაგემოვნებლად:)ვინ რა გემოს ჩაატანს მასზეა დამოკიდებული:)) როგორი გულითაც გადმოიღებს ისეთ გემოს ატანს:)შენ უკვე გასინჯე ხო ჩემი შეფუთული ტოლმა? :)შენთვის იოლად გასახსნელად შევფუთე და...
6. აუ ნეტკააააააა წამო დროზე სხვა პლამეტაზე თორე გვჩაგრავენ =)) ეს ჭურჭელი რისთვისრაა ნეტა =)) აუ ნეტკააააააა წამო დროზე სხვა პლამეტაზე თორე გვჩაგრავენ =)) ეს ჭურჭელი რისთვისრაა ნეტა =))
5. გილოცათ დამდეგ შობა-ახალწელს! გილოცათ დამდეგ შობა-ახალწელს!
3. ნეტკააააა ეს ყველაზე ყველაზე მაგარი საჩუქარიაააა :-* მაგრად მიყვარხარ და სხვა პლამეტაზეეეე მარტო მე და შენ წავიდეეეეთ :) მოგწერ აუცილებლად თაანც 2008-ში და 2009-დან იმ პლანეტიდან ვწეროთ ხოლმე ნეტკააააა ეს ყველაზე ყველაზე მაგარი საჩუქარიაააა :-* მაგრად მიყვარხარ და სხვა პლამეტაზეეეე მარტო მე და შენ წავიდეეეეთ :) მოგწერ აუცილებლად თაანც 2008-ში და 2009-დან იმ პლანეტიდან ვწეროთ ხოლმე
2. გაიხარე პრინცესა:) გაიხარე პრინცესა:)
1. აუუ პრინც ჯერ წიკიტXე რა :)) აუუ პრინც ჯერ წიკიტXე რა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|