ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2015


შეჭამადი

მშია...დილით,ვინ ჯანდაბა სულიერს არ უნდა შიოდეს?!. მაგრად მოშიებული კაცი,დედამიწას შეჭამს და ზედ ნაღველს მოაქცევს,მოსანელებლად.დილით,ადამიანი მგელია, - ზამთრის თოვლიან ტყეში,სანადიროდ გამოსული.კიდევ კარგი კუჭს,საუბარი თუ არა ხმის გამოცემა მაინც შეუძლია,თორე რა გამაღვიძებდა?..
სიშტერეა ეს რომანტიზმი და ყელამდე სიყვარული, მაგის დრო არც გრჩება,როცა თავზე გაწვიმს.ძალდატანებით გახელინებს კუჭი თვალებს და გაიძულებს რაღაცით ამოავსო.დანარჩენი გვარიანი მადის საკითხია.თუ პურიც გყოფნის საჭამადად,ცოტას ივლი,თუ პურთან კარგა მოზრდილი ქათმის ბარკალი და ზედ მისაყოლებლად რაიმე დესერტიც გინდა - ბევრს.
და რომელი კუჭმოკლე გამომიხტება ახლა და მეტყვის : ''პურის ერთი ნატეხია , მთელი ჩემი სუფრა და სხვა არც მინდაო?!'' - არც ერთი! სად არსებობენ ეგეთები? ეგეთები ან აპარატებზე არიან მიერთებული საავადმყოფოებში ან სახლებში წვანან და ვერ დგებიან. მე,ჯერ არაფერი მსგავსი -თვალების გახელაც შემიძლია და წამოდგომაც. რადგან კუჭი იმპულსებს ჯერ თვალებს გადასცემს და მერე ფეხებს.
მშია...უნდა ავდგე.არც შეყვარებული ვარ , არც თვითმკვლელი , მაგრამ მზე მაინც არ მეხატება გულზე.რაღაც სულელურად ასხივებს - ბედნიერებასავით,ან შეიძლება ბედნიერება სულაც არაფერს ასხივებს,მაგრამ შაბლონია და ასე ვთვლით.არც მზე მეხატება გულზე და მითუმეტეს არც შაბლონები,თან როცა არც შეყვარებული ვარ და არც თვითმკვლელი.
კუჭი,რაღაცნაირ ენაზე საუბრობს - მორზეს ან რაღაც მაგდაგვარს მოგაგოებს.შეიძლება ეს ყველაზე მეტად ჰგავდეს : მისტიკურ ფილმებში , ელექტრო დანადაგარების რადიოტალღების არევას,ზებუნებრივი ძალის ჩარევით : შიშინი , წყვეტილი გაბმული ხმა , ყრუ ღრიალი და ისევ შიშინი.
დილაა...სითბოს მხოლოდ ლოგინიდან გრძნობ.აჯანჯლებ თუმცა მაინც ეცლები და ჯდები ტრანსპორტში - ''რუტინა''.ჯერ ეს ტრანპორტი ოთახში ბრუნავს,მერე აბაზანაში : კბილები უნდა გაიჩიჩქნო,ბუშტი დაიცალო,სახიდან ღამით აყოლილი ბაქტერიები ჩამოირეცხო.მერე სამზარეულოში შერახრახდება,კარებს გააღებს,პანღურით გადმოგაგდებს და შიგ შუა გულში დაგსვამს.მაგიდაზე დაყრდნობით წამოდგები.მშიერ თვალებს მიავლ-მოავლებ და ჩრჩილისგან შეჭმულ კარადას გამოაღებ.კარადიდან,ფრთხილად, ერთი მეორის მიყოლებით,თითქოს ბურღულს არჩევდეო,თანმიმდევრულად გამოალაგებ:საკუთარი ხელის მტევნებს,ნადუღებ ოფლისგან მიღებულ მარილს,ფეხის ბოლო დროს ზომაში მოზრდილ კუნთებს,ტყავგაცლილ ენას და გულ-ღვიძლის წიწაკამოყრილ პაშტეტს.ისე, - გეგონება ვიღაც მნიშვნელოვანს ელისო,მაგიდაზე ლამაზად გააწყობ, ერთ-ორ ბუზსს მოიგერიებ,შეიძლება რომელიმე მოკლა კიდეც - ფანჯრის მინაზე,ან იქვე მაგიდის კუთხეში.გაჭყლეტილი ბუზი მოგაგონებს სახედრის განავალს,მაგრამ ეს ახლა უმნიშვნელოა,ახლა ყველა მსგავსი ალუზია სისულელეა.განდევნილია გულის რევა და სხვა ყველა დისკომფორტი,რადგან ახლა შენ გშია და შენ სწორედ ახლა- შეუდგები საკუთარი თავის შეჭმას,კუჭის ამოვსებამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები