ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2015


შედარებითი ხარისხების მაწარმოებლები

როცა ვეღარც ერთი შენი სიტყვა ვერ ცვლის ვერაფერს
დედამიწაზე კი არა,
ერთი ადამიანის გულშიც კი,
უნდა გაჩუმდე.

მაშინ, როცა აღარავინ გისმენს, უნდა გაბედო
და თვითონ მოუსმინო თავს.
იქნებ მიხვდე, რატომ არ უღირს
თუნდაც ორი წუთით მეტხანს ფიქრი
შენს ნათქვამზე არავის ქვეყნად.

შენი შიშველი სულისთვის კი არა,
სხეულისთვისაც კი აღარ სცალიათ უკვე.
იმდენი საქმეა! იმდენი რამაა სანახავი!
იმდენი რამაა გასაპროტესტებელი!
იმდენ ფოტოა ტუჩებმოსაკვნეტელი.

შენ ვეღარ იღიმი და შენი ყალბი კი არა
მარიანას ნამდვილი ღიმილიც კი
დიდი ხანია ყველას მობეზრდა.
მარიანას ღვთაებრივი ღიმილი,
ცისფერი თვალები
და თხელი თითებიც კი
დაავიწყდა უკვე ყველას.

რადგან არსებობს მარიანნნნნნნნნნნნა,
უუფრო ლამაზი, უუუუფრო მშვიდი, უფრო სიფრიფანა.
დღეს მის ფოტოებს დავაკვდებით,
ხვალ..ვინ იცის?

ვეღარცერთი გულისცემა ვეღარ ჩქარდება.
ვეღარც მზე და ვეღარც მთვარე ვეღარ გვახედებს ზემოთ
და ვერც საათის ისრების დაჭერობანა ვეღარ ნიშნავს უკვე ვერაფერს.

იქნებ ძილის დროა ან..გაღვიძების.
ვინ იცის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები