ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2016


წყარი ნაწყარს... შარა ნაშარს...

როცა დაღლილი ყველაფრისგან,
ან შეიძლება დასვენებულიც,
ყოველი ძიებისა თუ რბოლისგან,
თუ ძილისა და ჩაძირვისგან,
მუდმივი ცრემლითა თუ ამომშრალი თვალებით,
ვედრებებითა და გაღებული მსხვერპლებით,
გადაქანცული მიწვები,
თავს მიდრეკ,
თუ ნახე ასეთი ადგილი საერთოდ,
დაგეუფლება განცდა, რომ გელოდებიან,
სახლი გაქვს სადღაც შორს,
ბავშვობის სიზმრებში ჩაკარგული,
მეხსიერების იმ სიღრმეებში,
როცა ბუჩქები და ბალახები შენს თვალებს ზემოთ იყო და
ფეხისწვერებზე უნდა აწეულიყავი,
რომ რაიმე დაგენახა მათ გადაღმა,
როცა მდინარისპირა ტევრები გაუვალ ჯუნგლებად წარმოგედგინა
და მარტივ ოცნებებში მათგან ზღაპრულ სამყაროს წნავდი,
მაშინდელ დროში ჩაგრჩა სახლი,
ლამაზი სახლი,
სადაც გელიან
ისინი ვისაც მართლა უყვარხარ,
ისინი გელიან დიდი თვალებით და ამ თვალებში
ანთია თბილი ცეცხლი როგორც ზამთრის ზღაპარი
სადაც ხარ ის ვინც მართლა ხარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები