ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კო პა ლა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2015


***

რაღაც აჩემებულ სტროფებს ვიმეორებ,
სადღაც ოთახს ლეწავს ურჩი არითმია,
ქუჩას კანტიკუნტად კენკავს ბეღურა და
თქვენში ამ ყველაფერს თითზე არ ითვლიან,

ზეცა სიხარულით ვარსკვლავ აფეთქებულ
კალთას გვაფარებს და აღარ იქუფრება,
ქარი სიჭაბუკის ისევ ახირებულ
მიზნებს ისახავს და აღარ იბღვირება,

ტანზე ზეწარივით ნისლებ წაფარებულ
დვაფეს იღლიაში ოდა გაუჩრია,
ხო და ყველაფერი ისე ალალია
როგორც...(არარსებობს ამის შედარება)

ვიღაც ბედუინის ბედით შეშურებულს
ნასვამს ძილისპირულს ისევ გვეღიმება,
ვდგებით შეციენულ,ოთახ ახირებულ
სხეულს ვატარებთ და...ისევ მეღვიძება...

აღარც აჩემებულ სტროფებს ვიმეორებ,
აღარც ოთახს ლეწავს ურჩი არითმია,
ქუჩას კანტიკუნტად კენკავს ბეღურა და
თქვენში ამ ველაფერს თითძე არ ითლიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები