შიში ჩვენი არსებობისა.., რომელიც მიმოიქცევა თავისქალაში რა იქნებოდა, რომ არ გვეშინოდეს საკუთარი თავის, მაშინ ხომ აღარც ამდენი პრობლემა გვექნებოდა და ვერც ვერავინ ისარგებლებდა ამით შიში ჩვენი არსებობის საფუძველია... ხოლო სიყვარული-ჩვენი ცხოვრებისა მეშინია... გეშინია... ეშინია... რისი? სიბნელის.. იმის რაც არ ვიცი, არ იცი, არ იცის -რატომ არ იცი? -იმიტომ, რომ მეშინია იმის გაგების რაც ჩემს შეხედულებებს დალეწავს, ვაითუ აქამდე ვცდებოდი... ამის მეშინია... -არ ვეკარები, არ შევდივარ ბნელ ოთახში... შორიდან ვუვლი, იქ სიბნელეა, იქ აბლაბუდებია, იქ შიში ცხოვრობს მრავალთვალა და მრავალხელა, მეშინია, მეშინია... -შენ ხომ არ ეკარები რატომღა გეშინია? -იმიტომ, რომ დამდევს, ჩემს ჩრდილში იმალება და იქედან მიყურებს მიწაზე გართხმული უფეხო და თავაწეული, მეშინია... -კონკრეტულად რის? სიკვდილის, არყოფნის, აი წარმოვიდგენ რომ არ ვარ და მაჟრიალებს, ოფლი მასხამს, ჰაერი აღარ მყოფნის, ფანჯარას ვაღებ ხოლმე.. -ნუ გეშინია -როგორ? რას ნიშნავს ნუ მეშინია? როცა მეშინია და შიში გადამივლის მერე ისე კარგად ვარ, თან ყველა მეფერება როცა მეშინია, იცი მოდი გაგიმხელ ოღონდ არავის უთხრა კაი? -კაი.. ზოგჯერ, რაღა ზოგჯერ, რაც გავიაზრე უფრო ხშირადაც, განგებ ვიშინებ ხოლმე თავს, რომ ყურადღება მივიქციო... ეს ძალიან სასიამოვნოა როცა ყველა ყურადღებას გაქცევს.. - :) არ გიფიქრია რომ შიშისგან გათავისუფლდე? დაინახო როგორი ხარ რეალურად? -შენ როგორი გგონივარ? -ჩვეულებრივი, მშვენიერი, ადამიანური და ღვთაებრივი, ერთი ეგაა გეშინია და დამოკიდებული ხარ მაგ შიშზე -აბა რა ვქნა შენი აზრით? -მგონი დროა ჩირადღდანი აიღო და იმ ბნელ ოთახში შეიტანო, ნახავ რომ იქ სიცარიელეა, იქ არავინაა, იქ უბრალოდ ბნელა და მტვერი დევს ყველგან, იქ საშიში არაფერია, არავინაა ვინც შეგაშინებს, შენ უბრალოდ ერთხელ შეგეშინდა და შენმა გონებამ აბლაბუდები გააბა ამისგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. "შიშს დიდი თვალები აქვსო"...დავინახე აქ ეგ თვალები...:)
"შიშს დიდი თვალები აქვსო"...დავინახე აქ ეგ თვალები...:)
2. მადლობა მუხა :) მადლობა მუხა :)
1. საინტერესო ნაწერია საუკეთეო ფინალი, თუმცა შიში მარტო "ბუა" არ არის , ზომიერების დოზებში შიში თავდაცვის საშუალებაა, მთავარია შიში არ გახდეს შენი პირველი მტერი, რომელიც ხელს შეგიშლის შენი მიზნების განხორციელებაში. საინტერესო ნაწერია საუკეთეო ფინალი, თუმცა შიში მარტო "ბუა" არ არის , ზომიერების დოზებში შიში თავდაცვის საშუალებაა, მთავარია შიში არ გახდეს შენი პირველი მტერი, რომელიც ხელს შეგიშლის შენი მიზნების განხორციელებაში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|