| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პოეზია 1 დეკემბერი, 2015 |
მ ი ლ ე დ ა ნ
სახეზე ხალები გამშვენებს, გიხდება, როცა შენ ვერ გხედავ, მზეშიც კი ბინდდება.
ეგ სახე ნათელი წამი-წამ ბრწყინდება, გრძნობები ბობოქრობს ვერაფრით მშვიდდება.
ქათქათებს ეგ სახე რძისფერი მშვენებით, მშვენიერს, საოცარს უსიტყვოდ გნებდებით.
თლილი გაქვს თითები, ლამაზი ხელები, გულმკერდი და ყელი მზის სხივზე მწველები.
თვალები ეგ შენი, ზღვას მოჰგავდს სილურჯით, ანგელოზს მაგონებს, ეგ ტანი სირუჯით.
სიმშვიდე სამკაულს მიგიგავს მცირედად, ხმა ყელისმიერი თვით სევდას იბნევდა.
გრძნობები გონებას მირევდა მირევდა, ასეთი ვინ გშობა, მითხარი მილედან.
სად გძებნო, გრძნობები გონებას მილევდა, აჯობა გრძნობებმა, გონებაც მინებდა.
ბობოქრობს უწყვეტად გრძნობათა დინება, მითხარი და მოვალ, ძვირფასო მილედან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა მშვენიერო-ნატალიაა. პატივისცემით ნექტარი. მადლობა მშვენიერო-ნატალიაა. პატივისცემით ნექტარი.
7. ისე გაქვთ დახატული მილედანი თვალწინ წარმომიდგა როგორი იქნებოდა:) შეიძლება თქვენს მილედანს არ გავს მაგრამ :) წარმატებები. მომწონს თქვენი ლექსები. ასევე გადავიკითხე კომენტარები და თქვენს აზრს ჯანსაღ კრიტიკაზე ვიზიარებ. ისე გაქვთ დახატული მილედანი თვალწინ წარმომიდგა როგორი იქნებოდა:) შეიძლება თქვენს მილედანს არ გავს მაგრამ :) წარმატებები. მომწონს თქვენი ლექსები. ასევე გადავიკითხე კომენტარები და თქვენს აზრს ჯანსაღ კრიტიკაზე ვიზიარებ.
6. უღრმესი მადლობა ჩემო მეგობარო-მირცხულავა, თავადაც გაიხარეთ ყოველმხრივ. პატივისცემით ნექტარი. უღრმესი მადლობა ჩემო მეგობარო-მირცხულავა, თავადაც გაიხარეთ ყოველმხრივ. პატივისცემით ნექტარი.
5. არა საყვარელო ანანე კიკნაზე, კორექციაა არასწორ ინტერპრეტაციაზე. აი ეს არის ჯანსაღი მეგობრული კრიტიკა. ამიტომ ასეთი მისაღებია ჯანსაღი აუდიტორიისათვის.
ხომ გესმით თუ ვინმე რომელიმე გვერდზე არ შედის, ეს მისი რეალური პრობლემაა. ანუ იქ ხედავს რაღაცას რაც მას არ აქვს ან არშეუძლია და გულღვარძლი უმძაფრდება ასეთის მოხილვებისას და ........ პატივისცემით ნექტარი. არა საყვარელო ანანე კიკნაზე, კორექციაა არასწორ ინტერპრეტაციაზე. აი ეს არის ჯანსაღი მეგობრული კრიტიკა. ამიტომ ასეთი მისაღებია ჯანსაღი აუდიტორიისათვის.
ხომ გესმით თუ ვინმე რომელიმე გვერდზე არ შედის, ეს მისი რეალური პრობლემაა. ანუ იქ ხედავს რაღაცას რაც მას არ აქვს ან არშეუძლია და გულღვარძლი უმძაფრდება ასეთის მოხილვებისას და ........ პატივისცემით ნექტარი.
4. აჯობა გრძნობებმა, გონებაც მინებდა. რა ხშირად მაქვს ხოლმე ეს განცდა... ჯერ არ ყოფილა გონებას გაემარჯვოს.. გაიხარე შენ <3 აჯობა გრძნობებმა, გონებაც მინებდა. რა ხშირად მაქვს ხოლმე ეს განცდა... ჯერ არ ყოფილა გონებას გაემარჯვოს.. გაიხარე შენ <3
3. მუქარა :) :) მუქარა :) :)
2. გმადლობთ ძვირფასო ანანე. გადავხედე საიტელთა მიმართ, თქვენს კომენტარებს. მწირი ხედვის უნარი და ნეგატიური ხასიათი დგინდება. იმუშავეთ ამაზე, ძალიან მოგიხდებათ.
1)მე რასაც ვამბობ, მინახავს. თქვენ როგორი ანგელოზი გყავთ და სად ნანახი? თქვენი ნათქვამის საფუძვლად. 2)ამ ნაწერში არ არის გამოყენებული სიტყვა- ბ ნ ე ლ დ ე ბ ა. 3) რაც შეეხება გრამატიკას და გაუმართაობას- ესეც უადგილო და საფუძველმოკლებულია. ამას გრამატიკის სპეციალისტი კარგად ხვდება. 4) კარგი იქნება თუ სხვისი ნაწერის ზერელე გადახედვას გადაეჩვევით, დაკვირვებით წაიკითხავთ ყველაფერს, მანამ რამეს იტყვით. 5) მუქარაც არ არის სამშვენი მანდილოსნისთვის- "მე ამ გვერდზე აღარ შემოვალო", - რადგან შენიშვნის უფლება ყველას აქვს და ის უნდა მიიღოთ, და დაფიქრდეთ მასზე, გამოგადგებათ ძასლიან. პატივისცემით ნექტარი. გმადლობთ ძვირფასო ანანე. გადავხედე საიტელთა მიმართ, თქვენს კომენტარებს. მწირი ხედვის უნარი და ნეგატიური ხასიათი დგინდება. იმუშავეთ ამაზე, ძალიან მოგიხდებათ.
1)მე რასაც ვამბობ, მინახავს. თქვენ როგორი ანგელოზი გყავთ და სად ნანახი? თქვენი ნათქვამის საფუძვლად. 2)ამ ნაწერში არ არის გამოყენებული სიტყვა- ბ ნ ე ლ დ ე ბ ა. 3) რაც შეეხება გრამატიკას და გაუმართაობას- ესეც უადგილო და საფუძველმოკლებულია. ამას გრამატიკის სპეციალისტი კარგად ხვდება. 4) კარგი იქნება თუ სხვისი ნაწერის ზერელე გადახედვას გადაეჩვევით, დაკვირვებით წაიკითხავთ ყველაფერს, მანამ რამეს იტყვით. 5) მუქარაც არ არის სამშვენი მანდილოსნისთვის- "მე ამ გვერდზე აღარ შემოვალო", - რადგან შენიშვნის უფლება ყველას აქვს და ის უნდა მიიღოთ, და დაფიქრდეთ მასზე, გამოგადგებათ ძასლიან. პატივისცემით ნექტარი.
1. მზეში რა ბნელდება? გაუმართავია გრამატიკულად. ანგელოზს მაგონებს ეგ ტანი სირუჯით – ანგელოზი გარუჯული? ან სირუჯე რა სიტყვაა?
ყელისმიერი ხმა...
პუნქტუაციაც მისახედია. წარმატებები.
მზეში რა ბნელდება? გაუმართავია გრამატიკულად. ანგელოზს მაგონებს ეგ ტანი სირუჯით – ანგელოზი გარუჯული? ან სირუჯე რა სიტყვაა?
ყელისმიერი ხმა...
პუნქტუაციაც მისახედია. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|