ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეკლაკო
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2015


დედიკოს

სოფელი,სკოლა,გამოცდები,მერე თბილისი,
ქუჩებში თვალებს ვაცეცებდი,ხათუთასავით..
მერე ის ვაჟი,ლექსები და ცხელი ივლისი,
(შვილიშვილებიც გაგიჩინე :ლადო და დავით)

ჩამორთმეული უფლებები:მიამიტობა,
გაბუტვები და გარსშეცვლილი ბავშვური ბედი,
მოვალეობით ჩამინაცვლეს,მე ამიტომაც
უკვე ქალი ვარ,მეც შენსავით დედა ვარ,დედი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები