ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცრემლი
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2015


....

ადამიანებს უყვართ წარმოუდგენელზე ოცნება და ფიქრი.შორეული უფრო მომხიბვლელი ჩანს,ვიდრე ორი ფეხის ნაბიჯზე დანახული.ადამიანები ეფერებიან ძველ მოგონებებს.

ტანში ჟრუანტელად მივლის ყველა მელოდია და გონების ყველა კარები იღება,ეს გავს გალიიდან გამოშვებულ ბევრ ჩიტს ერთად... მხიარულად რომ დაფრინავენ ცაზე და ფრთებს შლიან მთელი ძალით...
გონებიდან გამოსული ყველა ფიქრი,წარმოდგენა,მოგონება გულის მხარეს ჩადის და მასაც აღვიძებს. მერე მთელი არსებით ერთდებიან გული და გონება. და ამ დროს იწყება ნამდვილი ზეიმი ჩემში. ჟრუანტელი მივლის და ერთიანად ვგრძნობ ძლიერ მონატრებას,ტკივილს და სიხარულს..... ზოგჯერ სისულელის გაკეთება მინდება,შეცდომის ხარჯზე,რომელიც მომიტანს ხანმოკლე სიხარულს-მაგრამ გრძელვადიან სინანულს და ვჩერდები. აქ გონება წინა რიგებში დგება და გული უკან იჩოჩებს........
გალიიდან გაშვებულ ჩიტებს ვადარებ ჩემს ყველა ფიქრს,რომელსაც წლებია ვუკრძალავ გარეთ გამოსვლას და მხოლოდ უსუსურობის წუთებში ვათავისუფლებ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს