ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2015


ზრდა

არ დარჩა ჩვენში არაფერი და მე ეს ვიცი,
ახლა პირქუში ღამეები ცინიზმით მსერავს.
ავიკრავ პირზე, მხოლოდ შენთვის დასანახ სიცილს
და თავს გაჩვენებ ბედნიერად, შეპარვით მზვერავს.
რატომ გაწუხებს ამ ნამდვილი სახის ყურებაც,
მესმის,
თვალები გამუდმებით ღიმილს უცდიან,
და რადგან არ მაქვს ნატამალი დამსახურება,
რადგანაც ასე დამატეხე რევოლუცია,
ნუ ღელავ, ჩუმი ნაბიჯებით გავალ კარიდან
და როგორ დამწვი ვნებისაგან გაიგებს ვერვინ.
თუმცაღა ბეჭზე, ამ ჩემს ბეჭზე, სტიგმა არი და
არის ჩემს შიგნით ჩაწყვეტილი მორიგი ნერვი.
ხო გავალ ჩეუმად, რომ როგორმე შენი ვალიდან
ამოვძვრე, იქნებ „გავიზარდო“ კიდეც როგორმე
მერე რა თუკი ჩემი სული დაინვალიდდა
მერე რა თუკი, შენც ჩემსავით „ბავშვი“ მეგონე.
არ დარჩა ვიცი არაფერი, ვიცი არდარჩა
და ჩემი შუბლი უკანასკნელ ელის ალიონს,
რომ შეაყენოს უკუღმართმა ბედმა დამბაჩა,
გაღიმება კი, როგორც წესი დაიხვალიოს.
2015.წ
გ.ხ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები