ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საურმაგი
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2015


მინარეთები ჰგვანან რაკეტებს

მინარეთები ჰგვანან რაკეტებს,
ამოწვერილი მზე აფეთქებას.
თეთრი დროშები იცვლიან ფერებს.
აქ ტირიან, იქ ამბობენ ქებას.

დამიწყევლია ყოველი კაცი,
ვისაც ბოროტმა ხელი დარია.
დამიწყევლია ყოველი კაცი,
ვინც უბრალოთა სისხლი დალია.

ჩვენ შურს ვიძიებთ სხვაგვარი ქცევით,
მიზანში გვყვანან თქვენი შვილები.
მათ განათლების სამოსს შევმოსავთ
და მათ სიყვარულს ჩავეჭიდებით!

დროის მდინარე თქვენს დამარცხებას
მოიტანს, ის სულ ასე აკეთებს.
აღარ შევკრთებით, როცა შევამჩნევთ-
მინარეთები ჰგვანან რაკეტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები