ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2015


ეს მე ვარ!

სათქმელი?
არ არის,
საზიდიც გათავდა,
დამთავრდა თეთრიც და შავიც,
ვერ ვნახე მთავარი,
ვერც ის რაც მმართავდა,
ბზარები გაუჩნდა ნავებს,
უბრალოდ ჩაძირვა
თურმე იოლია,
დანებდე, გაიქცე უნდა,
და თავის გაწირვაც
მთლად სისულელეა,
თავსაც იცავდე თუნდაც.

ასეთი აზრები, რომ მომაწვება
თავს ვიქნევ როგორც ჯიუტი ხარი,
ყველაფერს თავიდან უნდა დაწყება,
თუნდაც არავინ ამიბას მხარი,
თუ დასკდა ნავი
ეგ არაფერი,
აგერ ორი მაქვს მკლავი,
ვახსენე ღმერთი
და კვლავ მოვუსვი
ნაპირიც შორს აღარ არის.
ზოგისთვის ნაპირი თავად ზღვა არის,
ზოგისთვის მთა და მდელო,
და ზუსტად ვიცი ყველა გაივლის
ეს მე ვარ საქართველო!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები