| ავტორი: მურად ჟანრი: პროზა 17 დეკემბერი, 2015 |
მეორე დილით მურადის პატარა ნავსადგომს ფელუკა მოადგა, საიდანაც თავისი მცირე ამალით, მისი თანამებრძოლი და მეგობარი, ამირა ალ ჰალაბი გადმოვიდა. მურადი მეგობარს გადაეხვია, მისი ჩამოსვლა ძალიან გაუხარდა, მაგრამ ყველაზე მეტად ბაქრი ბეი ხარობდა. უყვარდა ამ დედაქალაქელ, განათლებულ და პოეტ ახალგაზრდასთან საუბარი. ალ ჰალაბსაც სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა. თავის ჩანაწერებზე დიდ აზრისა არ იყო, მაგრამ მოხუცმა როგორღაც მაინც მოახერხა, ისინი დასტყუა, გაეცნო და თავისი შენიშვნები მიაწოდა, რისთვისაც ალ ჰალაბი მისი უსაზღვროდ მადლიერი იყო. ფილოსოფიურ საკითხებზე ბევრს კამათობდნენ, შემდეგ საათობით ჭადრაკს უჯდნენ, ალ ჰალაბი ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და მასთან თამაში საინტერესო. მურადმა განკარგულება გასცა სტუმრისათვის საუკეთესო ოთახი მოემზადებინათ, იცოდა რომ კომფორტი უყვარდა. ბრძანა, სუფრა სუროთი და მხვიარა ვარდებით დაბურულ ფანჩატუში გაეშალათ, რომლის გვერზედაც შადრევანი იყო და ყველაზე მეტად გრილოდა. მეგობარს წინ გაუძღვა. ფანჩატურის მწვანე კედლებთან რბილი ირანული ხალიჩებით დაფარული ტახტები იყო ჩამწკრივებული, რომელზედაც ჩინეთიდან ჩამოტანილი გედის ბუმბულის ბალიშები უწესრიგოდ ეყარა. ალ ჰალაბმა დააფასა მეგობრის მზრუნველობა, მადლიერებით გაუღიმა და რბილ ტახტზე ჩამოჯდა. სანამ სადილობდნენ ხმა არ ამოუღიათ, შემდეგ ტახტზე წამოწვნენ, ალ ჰალაბმა მიმართა: -შენთან ყოფნა ძალიან მომწონს, მაგრამ აქ დიდხანს ვერ დავრჩები მურად, -რატომ? რა გეჩქარება, ცოტა დაისვენე, -დასასვნებლად არ ჩამოვსულვარ, მსტოვრებმა ამბავი მოიტანეს, მონღოლები ჩვენსკენ გამოსალაშქრებლად ემზადებიანო, -ნამდვილი ამბავია, თუ მათი შორი მუქარა? -ამჯერად ნამდვილი, რევანშისთვის ემზადებიან. -ასე მცირე ამალით რატომ მოგზაურობ? -ამათ გარდა სხვებიც მახლავს, დანარჩენები სანაპირო გზით წამოვიდნენ და დილით შემოგვიერთდებიან. -აქეთ რა საქმე გაქვს? -ზღვის ამ ზოლში ჩვენი ციხეების ინსპექტირება ჩავატარე, გასამაგრებელი სამუშაოები დროზე რომ შესრულდეს. ვიცოდი აქეთ იყავი და შემოგიარე. -მარტო ჩემი ნახვა გინდოდა, თუ რამეს მავალებ. -ნახვაც მინდოდა და კიდეც გავალებ, -რას? -ამ სანაპირო ციხეებს ჩემს შემდეგ შენ შემოივლი და სამუშაოებს დააჩქარებ, ორ კვირაში კი კაიროში გელოდები, ლაშქრობას ვერ ავცდებით. - ერთი-ორი დღით მაინც დარჩი. -არ შემიძლია. ხვალვე კაიროში უნდა გავემგზავრო და გზად კიდევ რამდენიმე ქალქის თავდაცვის ზღუდეები მოვინახულო. -ასე სასწრაფოა? -რა თქმა უნდა, თორემ ასე მალე არ მიგატოვებდი, -გასაგებია, -გვეყო საქმეზე საუბარი, შენ როგორ ხარ? -კარგად. -კი მაგრამ კაირო რატომ მოიძულე და აქ, მარტოობაში რა გაძლებინებს? -ჩემზე ნუ სწუხარ, - რა ვიცი, ბოლოს, ჩემს სახლში რომ იყავი, შენი განწყობა არ მომეწონა, თითქოს რაღაც კაეშანი გაწუხებდა. არაფერს მეტყვი? -რა გითხრა. ისე მართალი ხარ. აფორიაქებული ვარ, მაგრამ ჯერ მე თვითონ ვერ გავრკვეულვარ რა მემართება. -იქნებ ერთად გავრკვეულიყავით? - როცა გონს მოვალ აუცილებლად გაგიმხელ. თუმცა ჩემი კაეშანი ჩემს მკლავის ძალას არ აძაბუნებს და კარგად იცი არც საქმეში და არც ბრძოლაში არ გიღალატებ. -ეჭვიც არ მეპარება, არც შენს ვაჟკაცობაში და არც თავდადებაში-თბილად გაუღიმა ალ ჰალაბმა,- მადლობა ღმერთს, რომ ავად არა ხარ, დანარჩენს ეშველება. ქალია? -ყველა კაეშნის მოზეზი ძირითადად ქალია და მისი მკურნალი კარგი ღვინო –პასუხს თავი აარიდა მურადმა და ღვინით სავსე თასი მიაწოდა. -შენი საქმისა შენ იცი-აღარ გააგრძელა დაკითხვა ალ ჰალაბმა, თასი ჩამოართვა და დალია. მეგობრები სუფრას მიუბრუნდნენ და კარგადაც მოილხინეს. მალე ბაქრი ბეიც შეუერთდათ, ბევრი ისაუბრეს დედაქალაქის ამბებზე, მათ მეგობრებზე. შემდეგ მურადმა სტუმარი მის ოთახამდე მიაცილა და დაემშვიდობა. დილით ადრე, ალ ჰალაბმა რომ გაიღვიძა, მურადი უკვე ფეხზე დახვდა, განკარგულებებს იძლეოდა. ალ ჰალაბის მამლუქთა ცხენოსანი რაზმი მოსულიყო და მათ პატრონობდა. ცხენებს საკვები დაუყარეს, მამლუქებს სახელდახელო საუზმე მიართვეს და დაანაყრეს. ალ ჰალაბმაც სწრაფად ისაუზმა და გარეთ გავიდა რომ ამხედრებულიყო. კიბეებთან საუკეთესო ჯიშის, შავი ფერის არაბული ბედაური დახვდა. -ეს ჩემი საჩუქარია, შენთვის ვინახავდი,- უთხრა მურადმა და მეგობარს დასამშვიდობებლად მოეხვია. -რატომ შეწუხდი. ასეთი ძვირფასი საჩუქარი როგორ მივიღო, -უარი არ მიიღება, -ეშმაკობით მაჯობე, კარგად იცი ასეთ მშვენიერებაზე უარს ვერ ვიტყვი,-აღტაცებას ვერ მალავდა ჰალაბი. შემდეგ მობრუნდა მეგობარს კვლავ გადაეხვია, მის თვალებში ჩამდგარი კაეშანი არ გამოჰპარვია, თავი გადააქნია, ბედაურს მოახტა და რაზმს წინ გაუძღვა. &&&& საღამოს, როგორც კი ალ ჰალაბი დააბინავა, მურადმა მაშინვე წყაროსთან ჩაირბინა. ანა უკვე იქ დახვდა. მაგნოლიის ძირში მაგიდასთან იჯდა და კითხულობდა. თავზე კვლავ საბურავი ეფარა, რომელიც ნიკაპთან ისე შეეკრა, რომ სახის დამწვარი ნაწილი თითქმის არ ჩანდა. სამაგიეროდ, კარგად მოჩანდა მისი მეტყველი იისფერი თვალები. და როცა ამ თვალების ელვარებამ შეანათა, მურადს გულმა რეჩხი უყო. თუმცა გუშინ თავდავიწყებით კოცნიდა, ახლა მიახლოებაც ვერ გაბედა, იგრძნო რომ ქალი სასაუბროდ ემზადებოდა. რაინდული მოწიწებით მიესალმა და მის პირისპირ ჩამოჯდა. ანა დუმდა, სასაუბროდ ძალას იკრეფდა, სახეზე აღელვება ეტყობოდა, სახის გამომეტყველება და ფერი წამდაუწუმ ეცვლებოდა, ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა და თვითონაც ვერ გრძნობდა, ამ ფერთა ციალით როგორი მშვენიერი იყო. მურადი კი იჯდა და უბრალოდ მისი ცქერით ტკბებოდა. ბოლოს ანამ ძალა მოიკრიბა და ჰკითხა: -შენი წინადადება ისევ უცვლელია?- და როცა ვაჟკაცის თვალებში უსიტყვო თანხმობა ამოიკითხა, განაგრძო,-მაშინ მე ჩემს შესახებ ბევრი ისეთი რამ უნდა მოგიყვე, რომელმაც შეიძლება შენს გადაწყეტილებაზე იმოქმედოს. მურადმა პროტესტის ნიშნად თავი გააქნია. ანამ განაგრძო: -მე ერთი ტყვედყოფილი ქართველი ქალი ვარ, ბედისწერამ შენს ქვეყანაში გადმომაგდო და თუმცა დიდგვაროვანის ასული ვიყავი, აქ უპოვარი, არაფრის მქონე ვარ, ჩემი შერთვა შენ ვერც სიმდიდრეს მოგიტანს და ვერც მდგომარეობას სულთანის კარზე. -არც ერთი არ მაინტერესებს,-ლაკონურად უპასუხა მურადმა, -ნუ მაწყვეტინებ, სათქმელს თავს ისედაც ძლივს ვუყრი,-შეაჩერა ანამ - ყველაზე დიდი დაბრკოლება კი მაინც ის არის, რომ მე ქრისტანი ვარ და არასოდეს შევიცვლი ჩემს რწმენას. -აღელვებული ცოტა ხნით დადუმდა, მურადს ახედა და განაგრძო:- და მიუხადავად იმისა, რომ არასახარბიელო საპატარძლო ვარ, მე მაინც ჩემი მოთხოვნები და პირობები გამაჩნია. მურადმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო. ანა განაგრძობდა: -მე ყველაფერი მინდა, ან არაფერი. -მაინც რა? რას გულისხმობ?-მოუთმენლად ჩაეძია მურადი. -მინდა შენთვის ერთადერთი ვიყო, ერთადერთი კანონიერი მეუღლე და შენი მეგობარი. მინდა რწმენის შეცვლა არ მომთხოვო, მინდა შენს სწორად მთვლიდე,-ანამ თვალები დახარა,-მე კი, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს გვერდით დგომის ღირსი ვიყო. მურადი გაოცებული უსმენდა ამ ამაყ გურჯ ასულს, ასეთ კეთილშობილს და ასეთ დამოუკიდებელს, ასეთ უჩვეულოს, მითებიდან და ზღაპრული ეპოსიდან გადმოსულს. ის არ ჰგავდა იმ ქალებს, რომლებიც აქამდე შეხვედრია, მისი სწორი არავინ იყო. მოსწონდა მისი მახვილი გონება და ის რომ მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესო იყო. მოზღვავებული გრძნობებისგან გული მაგრად შეეკუმშა, რაინდულად ცალ მუხლზე დაიჩოქა და გრძნობით წაუკითხა სიყვარულის პოეტის, ჯალალ-ედ დინ რუმის ლექსი: ,,მე არც ქრისტანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსულმანი მე არც სული და არც სხეული არ გამაჩნია, რადგან მიჯნურის ნატამალი ვარ და ამ სოფელში ჩვენ ორს გარდა, სხვას არავის ვცნობ, მე სიყვარულმა დამათრო და ცნობისაგან მიხდილი მაქვს ორივ ქვეყანა და მე ვარ რინდა და მებურვე სხვა სამანი არ მაბადია თუ ჩემი ერთი ამოსუნთქვაც უშენოდ ქმნილა დამნანებია მე სიცოცხლე იმავ წამითვე!” ანამ გაიღიმა, თბილი მზერით დაუფასა რაინდული ქცევა და სევდიანად უთხრა: - ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ცხოვრების თანამგზავრის არჩევა დაფიქრებას მოითხოვს, ეცადე ყოველივე რაც გითხარი ცივი გონებით შეაფასო და პასუხი ისე გამცე. -მე დაფიქრება არ მჭირდება და ჩემი გადაწყვეტილება შეურყეველია,-უპასუხა მურადმა და წამოიმართა. -გადაწყვეტილება ჩემი ხიბლის ქვეშ არ უნდა მიიღო. მოსაფიქრებლად ერთ თვეს გაძლევ, მანამდე არ შეგხვდები.–მურადმა ხელი ჩაშჭიდა, ანამ ხელი გაინთავისუფლა და განაგრძო: -და მიუხედავად იმისა რა გადაწყეტილებაც არ უნდა მიიღო, მე ყოველთვის შენ ერთგულ მეგობრად დავრჩები, ყოველთვის მზად შენს დასახმარებლად და შენ ამას ყოველთვის იგრძნობ. ამ სიტყვების შემდეგ, ის როგორც ყოველთვის მისი თვალსაწიერიდან გაქრა. მურადი ჩაფიქრებული დაბრუნდა თავის კოშკში. საფიქრელი მართლაც ბევრი ჰქონდა. დააფასა ანას გულახდილობა და პირდაპირობა. ესმოდა რომ თავისი შეხედულებებისათვის უნდა გადაეხედა, თავის აზრებსა და გრძნობებს დაჰკვირვებოდა. იცოდა, მისი ამაყი და მბრძანებლური ბუნება არავის დაემორჩილებოდა, თუნდაც საყვარელ ქალს. რელიგიური მრწამსი არ აღელვებდა, მუსულმანურ სამყაროში იშვათად მაგრამ მაინც იყო რჯულშეუცვლელ ქრისტიანზე ქორწინების ფაქტები.-ბიბლიოთეკაში ბოლთას ცემდა და ფიქრს განაგრძობდა: -სულთანის კარზე, ეს ამბავი, რბილად რომ ვთქვათ, მოწონებული ვერ იქნებოდა. თანაც მეგობრები რას ეტყოდნენ? ქონება არ აინტერესებდა, თავად საკმარისად მდიდარი იყო. მაგრამ მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გაატარო?-ფანჯრიდან უკიდეგანო ზღვას გახედა და შუბლი შეიჭმუხნა: -ნუთუ ეს შესაძლებელია? -თუმცა ქრისტიანები ხომ ცხოვრობენ? ან ამდენს რას ფიქრობს, ხომ გრძნობს, რომ მის გარეშე არსებობა აღარ შეუძლია,-უბურღავდა ტვინს ფიქრები. კაიროდან მაცნე მოვიდა. ალ ჰალაბი სთხოვდა ზღვისპირა ციხეებზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმება დაეჩქარებინა და ორ კვირაში სალაშქროდ გამზადებული კაიროში მასთან გამოცხადებულიყო. სასწრაფოდ გაემგზავრა. ეს კარგი საშუალება იყო ანაზე არ ეფიქრა და უიმისობა როგორმე გადაეტანა. ციხეების შემოვლას ერთი კვირა მოანდომა, ერთი კვირა აქედან კაიროში ჩასვლას დასჭირდებოდა. უკან მობრუნებული თავის ოთახში ლაშქრობისთვის საჭირო ნივთებს ალაგებდა, როცა მისი ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. კარებში მსახური ალი შემოვიდა, თაყვანი სცა, ცოტა ხანს მორიდებულად ტკეპნიდა ადგილს, ბოლოს გაბედა და შეევედრა, ლაშქრობაში მეაბჯრედ თან გამიყოლეო. მურადმა გოლიათს ახედა, თვითონ საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ ალი მაინც ზევიდან დაჰყურებდა. -კი მაგრამ აქ ვინ დავტოვო, ან ბაქრი ბეის რა ვუთხრა? -აქ ხომ მეციხოვნეები რჩებიან, რაც შეეხება ბაქრი ბეის, თვითონაც სიხარულით მიშვებს, ეტყობა თავი მოვაბეზრე. -დარწმუნებული ხარ რომ არ დასჭირდები? -ისეთი რა ჭირდება. საკვებს პუჯა აუტანს და ოთახსაც დაუგვის. მე რაღა ვაკეთო. -თუ ბაქრი ბეის არ ეწყინება, წამოდი, დაეთანხმა მურადი. -ალი რომ გავიდა, იის სურნელება შეიგრძნო და თავში მწვავე ფიქრმა დაჰკრა, -ღმერთო, ანა! ხვალ უკვე მიდის! ომში! და ვინ იცის რა მოხდება! ასე გამოუმშვიდობებლად როგორ წავიდეს? ხომ შეიძლება ისე დაიღუპოს, რომ საყვარელი არსება ვერც იხილოს! -მურადი უმწეოდ ჩამოჯდა ტახტზე. საშინლად მოუნდა, თუნდაც კიდევ ერთხელ, ანა გულში ჩაეკრა და მერე სიკდილსაც ღიმილით შეხვდებოდა. –ჰო მაგრამ, როგორ ეპოვა? ან სად?-გვერდზე მოიხედა და ტახტზე უსტარი დაინახა, იის სურნელს ის აფრქვევდა. სასწრაფოდ გახსნა, მისგან იყო! ცოტახნით თვალთ დაუბნელდა, ნაწერის გარჩევა რომ შესძლო ამოიკითხა: ,,ზღვის პირას ჩვენი შეხვედრის ადგილას კარავი დადგი, საღამოს შენთან მოვალ! მოკლედ და ლაკონურად, მეტი არაფერი.” აფორიაქებული გარეთ გავარდა. ბრძანება გასცა სანაპიროზე სასწრაფოდ, საუკეთესო აბრეშუმის თეთრი ქსოვილისგან კარავი გაემართათ. შემდეგ რაც თავში მოუვიდა ყველაფერი ჩაატანინა ხალიჩები, აბრეშუმის საფარები, ბალიშები, მუთაქები, სურები, სირჩები, ბოლოს ხილი და ღვინო. წასვლის სამზადისი ვიღას ახსოვდა. ასჯერ მაინც ჩაირბინა კიბეებზე და ბოლოს, საღამოს, დაქანცული, ზღვაში შეჭრილი კლდის პირზე ჩამოჯდა, კარავში ვერ შედიოდა. გარინდებული დიდხანს იჯდა. უაზროდ ზღვას გაჰყურებდა, გულისცემა ვერაფრით დაეოკებინა. ჩუმი ნაბიჯების ხმა მოესმა. მოიხედა. მისკენ მომავალი ანა დაინახა, მოდიოდა ნარნარად, აუჩქარებლად, იებით ამოქარგულ, წყლისფერ აბრეშუმის მოსასხამში მთლიანად გახვეული. მურადი წამოდგა, გული გაუჩერდა. ქალი უსიტყვოდ მიუახლოვდა და მკერდზე თავი ნაზად მიადო. მურადმა მკლავები მოხვია, გულში ჩაიკრა და შუბლზე ნაზად ეამბორა. შემდეგ ნიკაპში ხელი მოკიდა, თვალებში სიყვარულით ჩახედა, დაიხარა, ტუჩებით ტუჩები გაუხსნა და ხანგრძლივი მწველი კოცნით, ანა ისეთი ვნების ცეცხლში გაახვია, რომ მან აზროვნება საერთოდ დაკარგა. სული რომ მოითქვა, ანა ოდნავ ჩამოშორდა, თვალი გაუსწორა და უთხრა: - მე გიძღვნი ჩემს თავს ყოველგვარი პირობის გარეშე, სრულად, იმიტომ რომ უსაზღვროდ მიყვარხარ და გენდობი. შემდეგ მოსასხამი მოიშორა. ღმერთო! მის წინ ღვთაება იდგა: ოდნავ გამჭვირვალე, ნაზი, პირისფერი ქსოვილი რბილად შემოხვეოდა და სხეულის თვითოეულ ნაკვთს იმეორებდა, გაშლილი, აბრეშუმივით ნაზი, მოწითალო-ოქროსფერი თმა ტევრებად ჩამოშლოდა, იისფერი, მელნის ტბასავით უძირო თვალების ელვარება გაჯადოებდა. მურადი საბოლოოდ დაბრმავდა და დაყრუვდა. გონსმოსულმა, ანას გაუბედავად ჩასჭიდა ხელი. შემდეგ კი, იგი მოიცვა რა, ადამიანური მისწრაფებებიდან ყველაზე ძლიერმა ძალამ, იმ ძალამ, რომელიც გზაზე ყოველგვარ ბარიერებსა და აკრძალვებს ანადგურებს, თანაც ანასაგან მინიჭებული უფლებით მთვრალმა, მისი ღვთაება ბუმბულივით ხელში აიტაცა და კარვისაკენ წაიყვანა. მისმა რკინისებურმა ნებისყოფამ, რომელიც ასე დიდხანს აკავებდა მისი სხეულის ვნებიან მოთხოვნას, უკან დაიხია, ხელში ატაცებული ანა კარავში ტახტზე დააწვინა, მოუთმენლად გახადა და ხარბად, შეუპოვრად, მთელი სხეული მწველი კოცნით დაუფარა. მურადი არ ჩერდებოდა, ვერ ძღებოდა მისი ხავერდოვანი კანით, მკრივი, ხელშეუხები ქალწულის ნაზი მკერდით, აბრეშუმივით თმით. არ ეშვებოდა, ალერსს განაგრობდა, ანასაც ვნების მორევში ითრევდა და სადღაც უსასრულობისკენ მიაქანებდა. როდესაც აგზნებამ, რომელსაც ისინი ვეღარ ერეოდნენ, უმაღლეს წერტილს მიაღწია, იგრძნეს რომ ნეტარების მორევში ჩაიძირნენ. ვნებისაგან შეძრულნი, გონს თანდათან მოდიოდნენ. მურადმა გულში ჩაკრული ანა ნაზად ჩაკოცნა, შემდეგ ხელი გაიწვდინა, სირჩაში სისხლივით წითელი ღვინო ჩამოასხა, იმ სისხლივით წითელი, ანამ რომ დღეს დაკარგა და სირჩა მიაწოდა. ანამ ოდნავ მოსვა და დარცხვენილად გაუღიმა, ტახტზე გაწოლილი, თეძოებზე ფაქიზი, ნახევრადგამჭვირვალე შალით დაფარული, მკერდზე ჩამოშლილი ალისფერი თმიდან ამოჩრილი ვარდისფერი ბორცვებით და მორცხვი ღიმილით, ისეთი გულისწამღებად მომხიბლავი იყო, რომ მურადს ლამის გული გაუჩერდა. დაიხარა და ნაზად მოეფერა. მის ნაზ ალერსში გახვეულმა ქალმა თვალები მილულა. მურადმა კვლავ გულზე მაგრად მიიხუტა, ტკბებოდა მისი იქ ყოფნით, მისი სურნელით. როდის ჩათვლიმა აღარ ახსოვს, მაგრამ მალევე გაეღვიძა და თავის გვერდით ანას თვალი რომ ვერ მოჰკრა, ლამის გაგიჟდა. ისევ მიმატოვა, გაუელვა თავში, კარვიდან გიჟივით გავარდა და ანაც მაშინვე დაინახა: ნაპირთან ახლოს, ზღვის ზედაპირზე გულაღმა იწვა, თვალები დაეხუჭა, მისი თეთრი სხეული ტალღებზე მშვიდად ირწეოდა, ზღვის ზედაპირზე მისი ალისფერი თმა, ფოსფორისფერ მანათობელ წყალმცენარეების მსგავსად, იდუმალად ლივლივებდა, მკერდის ბორცვებს ტალღები ნაზად ელამუნებოდა. ნამდვილად ზღვის ქაფისაგან შექმნილი და ნაპირზე გამორიყული სირინოზი იყო. მურადი ზღვაში შევიდა, მისკენ ფრთხილად მიიწევდა, თითქოს ეშინოდა სირინოზი არ დაეფრთხო, მიუახლოვდა, ქვევიდან ხელები შეუცურა, ხელში აიტაცა, ნაპირზე გამოიყვანა, სილაზე დააწვინა და სველი სხეული ცხელი კოცნით შეუმშრალა. ანა ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვით უკან იწვდა, ცდილობდა მის დაჟინებულ ალერსს დასხლტომოდა, რომელიც მას ტკბობისა და ნეტარების სულ ახალ-ახალ ტალღებში ახვევდა, როგორც ძლიერი ზვირთი ითრევდა და საიდანაც, ყოველ ამოყვინთვაზე, ხედავდა როგორ ირწეოდა მის თვალწინ მღელვარე ზღვა და ვარსკვლავებიანი ცა. შემდეგ ორივენი ყოვლისმშთანთქმელ ნეტარებაში ჩაიძირნენ. მთელი მეორე დღე კარავში გაატარეს. არც ჭამა ახსოვდათ და არც სმა. ერთმანეთით ვერ ძღებოდნენ. ამდენი დღეების მტანჯველი თავშეკავების შემდეგ, მურადი, შეძრული და უტყვი, მას თავისი მკლავებიდან, შესვენების დროსაც აღარ უშვებდა. ანა სიამოვნებით ისვენებდა მის ფართო, ძლიერ და დაკუნთულ მკერდზე. ვაჟი კი მისი ზღვის სურნელით გაჟღენთილი თმის ტალღებში თავჩარგული ეჩურჩულებოდა: -ძალიან მიყვარხარ. ძალიან, ძალიან დიდხანს ველოდი ამ წუთებს და ახლა ბედნიერებისაგან გული მტკივა. არასოდეს არც ერთი ქალი ასე არ მსურვებია. მიუხედავად შენი გაფრთხილებისა, ბევრჯერ მზად ვიყავი ძალით დამეპყარი, მაგრამ მე მარტო შენი სხეული არ მინდოდა, მე შენი სიყვარული მინდოდა,- ანამ სიყვარულით გაუღიმა, ყოველთვის ეგონა მამაკაცები ვნებას რომ დაიკმაყოფილებენ, გულგრილები და უხეშები ხდებიან და ახლა სიამოვნებით ღებულობდა მის უწყვეტ ალერსს. მურადი განაგრძობდა: -და აი ახლა, როდესაც ჩემთან ხარ, ვერ ვიჯერებ, შენი ალერსით ვერ ვძღები,-მოტრიალდა და ჟინით შეპყრობილმა, გულში ისე მძლავრად ჩაიკრა, თითქოს ანას მთლიანად შთანთქმა უნდოდა. სახე დაუკოცნა და ახლაღა შეამჩნია, რომ დასახიჩრებული ლოყა გამქრალიყო. -შენი დამწვრობა სად გაქრა?-ჰკითხა გაოცებულმა. -ახლა შეამჩნიე?- გაეღიმა ანას. შემდეგ თავისი ჩანაფიქრი გაახსენდა, ვაჟისკენ მოტრიალდა და უთხრა: -შენთან ორი დიდი სათხოვარი მაქვს და უნდა შემისრულო. -ათასი იყოს, ყველას ერთად მოვედები და მათი განხორციელებით არ დავიღლები. -მე სერიოზულად მოგმართავ და მინდა ძალიან ყურადღებით მომისმინო! -გისმენ სულისდგმავ, - შეძლებისდაგვარად ყურადღება დაძაბა მურადმა. -ვიცი რომ შენ ხვალ საომრად მიემგზავრები, -შენ არ იდარდო, ჩემს კოშკში დაგტოვებ და ჩემს დაბრუნებამდე ყველაფრით უზრუნველგყოფ, -ნუ მაწყვეტინებ!- ხმა აიმაღლა ანამ და მრძანებლურად წამოიწია. მურადი თვალს ვერ სწყეტდა ამ პატარა მბრძანებელს და მისი ცქერით ტკბებოდა. ანამ განაგრძო: -შენ ომში მიდიხარ და ეს რომ არა, ფიქრობ ასე იოლად დაგნებდებოდი? მაგრამ ჩვენი სიყვარულის სახელით, მე არ შემეძლო შენ ასე უიმედოდ გამეშვი, თანაც ისე, რომ შენთვის ჩემი სიყვარული არ დამემტკიცებინა. მურადმა მისი ხელი აიღო და ხელისგულზე ნაზად ეამბორა. -ახლა კი, გთხოვ, რომ შინ ცოცხალი დამიბრუნდე, გესმის?! აუცილებლად! -მის ხმაში ერთდროულად ბრძანებაც ისმოდა და მუდარაც. -აუცილებლად. ისეთი ბედნიერი ვარ, დღეიდან ვერაფერი მომერევა-და მურადმა ბაგე კოცნით დაუხშო. ანამ სული მოითქვა, ტუჩებზე ხელი ააფარა და გააგრძელა: -მეორეც, შენ სალაშქროდ თან გაიყოლებ ჩემს ძმას, ჩემს ტყუპისცალს, ჩემი სულისა და სხეულის ნაწილს, რომელიც არაჩვეულებრივი მკურნალია, ხომ ხედავ სახე როგორ მომირჩინა. -შენ არაფერს მიყვები საკუთარ თავზე, არც ოჯახზე, აი კიდევ ძმა, -ანამ კითხვაზე არ უპასუხა და განაგრძო: -მას გვერდიდან არ მოიშორებ და ისე გაუფრთხილდები თითქოს მე ვიყო. კარგად დაიმახსოვრე! თუ მას უვნებელს არ ჩამომიყვან, სჯობს დამივიწყო! -ისევ იდუმალება. მითხარი ვინ არის? სად არის? მერე რა, იყოს თუნდაც უკანასკნელი ღატაკი, და უპოვარი, შენ გგონია მე ეს მაღელვებს? -ვიცი, შენი კეთილშობილური გული, ამიტომაც მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. -გამიმეორე რომ გიყვარვარ, რომ ყოველთვის ჩემი იქნები და დამელოდები,-შესთხოვა მურადმა -მიყვარხარ, მთელი სულით მიყვარხარ! შენ ჩემი პირველი მამაკაცი ხარ და ვფიცავ უკანასკნელიც. უმალ მოვკვდები, ვიდრე სხვა შემეხება, ვიდრე გიღალატებ და თუ ერთად ყოფნა აღარ გვიწერია, ჩვენ ქრისტიანებს სხვა გამოსავალიც გვაქვს. მურადი აღფრთოვანებული უსმენდა, ნახევრადშიშველი, წარმტაცი სირინოზის სიყვარულის ახსნას. აოცებდა მისი მახვილგონიერება, რომელიც ალბათ ბევრ მამაკაცს შეშურდებოდა, მისი გულწრფელობა და უშიშრობა. ფიქრობდა, რომ ეს ნიმფა კიდევ ბევრჯერ გააოცებდა. და ეს მშვენიერი არსება მისი იყო! მხოლოდ მისი!- კვლავ მწველი ვნებით მოეხვია და უთხრა: -ჩემო სიცოცხლევ! არასოდეს! არასოდეს, სხვა ქალს არ ვისურვებ და საერთოდ, როგორ შემიძლია სხვაზე ვიფიქრო, როცა შენ მყავხარ! შემდეგ იყო კვლავ თავდავიწყების წუთები, ერთმანეთით ტკბობა, ერთმანეთის ალერსი, კარვიდან საერთოდ არ გამოდიოდნენ. დრო კი ულმობელად გარბოდა და მურადის წასვლის დროც მოსულიყო, უფრო სწორად გადასულიყო. კაირომდე ერთი კვირის სავალი იყო, მას კი ხუთი დღეღა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ამ მხრივ თავისი მარდი ბედაურების იმედი ჰქონდა. მურადი საყვარელ მკლავებს დიდი ძალისხმევით მოშორდა, რამდენჯერმე შემობრუნდა, ანა გულში ისეთი ძალით ჩაიკრა ლამის დაახრჩო და შემდეგ სასახლეში დაბრუნდა. გამგზავრებამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა. საჭირო განკარგულებები გასცა, რაზმის აღჭურვილობა პირადად შეამოწმა, ბრძანა ცხენებისთვის საკვები ბლომად დაეყარათ და გზაშიც საკმარისად წამოეღოთ. იარაღი აისხა და ის იყო დარბაზიდან გასვლას აპირებდა, რომ ოთახში ოდნავი კოჭლობით ,,შოშია” შემოვიდა. ისიც საომრად აღჭურვილიყო: ტანთ აბჯარი ეცვა, რომელიც უცხო ფოლადისგან დამზადებული თხელი ფირფიტებით იყო შეკრული, რაც აბჯარს სიმსუბუქეს და მოქნილობას ანიჭებდა. წელზე საუცხოო ხმალი ერტყა, მხარზე ალის ცნობილი მშვილ-ისარი ეკიდა. ხელში მოზრდილი ყუთი ეჭირა, რომელშიც ბაქრი ბეის მითითებით დამზადებული, დასტაქარისათვის საჭირო ინსტრუმენტები და წამლები ელაგა. გამხდარი და ტანმორჩილი, თავზე ჩამოფხატული დიდი ჩალმით და უკან მაგრად შეკრული სათვალით, საკმაოდ უცნაურ სანახაობას წარმოადგენდა. მურადმა გაოცებით შეხედა: -შენ საით გაგიწევია? -თქვენთან ერთად ლაშქრობაში, -მშვიდი და მოულოდნელად მტკიცე ხმით უპასუხა ,,შოშიამ”. -თქვენ რა ყველა შეიშალეთ? ბარემ მთელი სასახლე წამომყევით! -უარს ვერ მეტყვით, ჩემს დას ხომ დაჰპირდით! -რააა! შენ საერთოდ ვინ ხარ? და საერთოდაც რა გქვია! -აღშფოთებას ვერ ფარავდა მურადი. -კარგად იცით, ნასირი მქვია. ისიც იცით რაც ანამ დამავალა, -ეს შენა ხარ?! ასეთი?! ეს შეუძლებელია! -როგორი, შეუხედავი? ჩემი ბრალი არ არის, რომ ასეთი ვარ. როცა პატარა ვიყავი მონღოლებმა დედას ამაგლიჯეს და ცეცხლში მომისროლეს, ჩემი და კი ვერ შეამჩნიეს, არ ეგონათ ჩვრებში გახვეულ სამალავში მეორეც თუ იქნებოდა. შემთხვევით ქრისტიანმა პილიგრიმებმა გვიპოვეს და გადაგვაერჩინეს. იქვე მონასტერში გაგვამწესეს, შემდეგ მე ბაქრი ბეისთან მოვხვდი. მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ მე თქვენთან ერთად მოვდივარ. არ დაგავიწყდეთ, რომ დასტაქარი ლაშქრობაში ყოველთვის საჭიროა და თარჯიმანიც, მე ხომ ხუთი ენა და რამდენიმე ადგილობრივი კილოკავი ვიცი,- შეურყევლად განაგრძო ,,შოშიამ”. -კი მაგრამ ლაშქრობის სიმძიმეს ვერ აიტან ჩემო ბიჭო. ბრძოლაზე აღარაფერს ვამბობ, - საკმაოდ ამტანი ვარ, თქვენ რა იცით მე რა ავიტანე და გადავიტანე. - თავდაცვა მაინც თუ შეგიძლია? შენ ომი თამაში ხომ არ გგონია? - რაც შეეხება თავდაცვას, ისარს ჩვენს ალიზე უკეთესად ვისვრი, ხოლო ხმალს.. ახლავე გიწვევთ, შემეჯიბრეთ და თუ ვერ გაგიმკლავდებით, უსიტყვოდ დავრჩები. მურადმა ხმალი ქარქაშიდან ამოიღო, გასვლა არც უფიქრია, აქვე, დარბაზშივე აპირებდა ამ ახალგამომცხვარი მეომრისათვის ჭკუა ესწავლებინა. ნასირმაც ამოიღო თავისი ხმალი და მოლოდინის პოზიციაში დადგა. მურადმა თამაშით შეუტია, მაგრამ მოულოდნელად ნასირმა მოხერხებულად მოიგერია და იქეთ შეუტია, მურადი დაიძაბა და რამდენიმე საშუალო ძალის დარტყმა მიაყენა, მისი დარტყმა კვლავ ოსტატურად მოიგერიეს. შეტევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რომ ღირსეულ მოწინააღმდეგეს წააწყდა, რომლის მკლავის ძალა ძლიერი არ იყო, მაგრამ ამ ნაკლს ხმლის ოსტატური ხმარებით და სისწრაფით ანაზღაურებდა. მან ხმალი დაუშვა და ნასირს მიმართა: -კარგი, იყოს ნება შენი. ნასირმა თავი დაუკრა და დარბაზიდან გავიდა. მისი წასვლის შემდეგ, მურადის გონების სიღმემდე როგორც იქნა დავიდა,-,, რომ მისი საყვარელი არსების ძმა, სწორედ ეს ახალგაზრდა იყო. ეს მასზე ესაუბრებოდა ანა და სწორედ ნასირს უნდა გაფრთხილებოდა თვალის ჩინივით, რომ მისი სირინოზის რისხვა არ დაემსახურებინა”, -მურადმა შუბლზე ცივი ოფლი მოიწმინდა, ხელი ჩაიქნია, გარეთ გასული მის არაბულ ბედაურს მოახტა და რაზმთან ერთად დედაქალაქისაკენ გაემართა. შეუსვენებლად იარეს, ბედაურებს ცვლიდნენ, მხოლოდ ღამით ისვენებდნენ და კაიროში დათქმულ დროს ჩავიდნენ. ჩასვლისთანავე მურადი საკუთარ სასახლეში შევიდა, ალ ჰალაბთან მაცნე გააგზავნა, მისი ჩამოსვლა შეატყობინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყიტა დაესვენა. უბრძანა ცხენებისთვის კარგად მოევლოთ და მამლუქები დაეპურებინათ. სატახტო ქალაქში სალაშქრო სამზადისის ციებ-ცხელება იყო ატეხილი. ქუჩებში სხვადასხვა ჯურის ცხენოსანი რაზმები დაჰქროდნენ, სამჭედლოებში დღედაღამ მუშაობდნენ, იარაღს ამზადებდნენ, ცხენებს ჭედავდნენ. იყო გაცხოველებული ვაჭრობა, იარაღით, სურსათით, ტყვეებით და ათასი რამ წვრილმანით. საღამოს მურადთან იბრაჰიმ ბეი შემოროხროხდა. გახარებული იყო, გაიძახოდა: -მომბეზრდა ამდენი უსაქმოდ ყოფნა, ღვინო და ქალები, დროა მხრები გავშალო და ხმალი მოვიქნიოო. მალე მათ ასლან ბეიც შემოუერთდათ ახალი ამბებით და სასახლის ჭორებით. მის გამჭრიახ თვალს მურადის ბედნიერი განწყობა არ გამოჰპარვია და მოუბრუნდა: -თუ საიდუმლო არ არის, ვინ იყო შენი მკურნალი, ასე ჩიტივით ღრუბლებში რომ დაფრინავ, -ერთი შენც, -მოიგერია მურადმა მეგობარი, -რატომ? ჩვენც ხომ არ გვიმკურნალებდა? ომის წინ საფრენი განწყობილება არც ჩვენ გვაწყენდა. - რა დროს ეგაა! -ჩემო კარგო, მაგის დრო ყოველთვის არის, აბა გამოტყდი რა შეგემთხვა, -არ ეშვებოდა ასლანი და შეთქმულივით უღიმოდა. სიტყვა ალ ჰალაბის მოსვლამ შეაწყვეტინა. მან ერთი წუთით შემოირბინა, აცნობათ რომ მტერი უკვე საზღვრებს უახლოვდებოდა და სალაშქროდ ხვალ დილიდანვე დაიძვრებოდნენ. შემდეგ მზრუნველობით გადახედა მეგობრებს და მურადს მიმართა: -შენ შენი რაზმით ჩემს გვერდით იბრძოლებ,- და დარბაზი სასწრაფოდ დატოვა. იხ. გაგრძელება (უცნაური დასტაქარი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წავიკითხე. ველოდები ) წავიკითხე. ველოდები )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|