ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
9 დეკემბერი, 2015


მზეონა. არაჩვეულებრივი კრიალოსანი

ამ ზომამდე ხელმარჯვე ჟონგლიორი არასოდეს ენახა მზეონას. ნამდვილი ჯადოქარი იყო... რამდენი რამ იყო მასში უჩვეულო... ბრჭყვიალა სამოსელი  როდი ეცვა, როგორც საერთოდ აცვიათ ხოლმე ჟონგლიორებს, ცირკის არენაზე გამოსვლისას. ქუჩაში რომ შეგხვდებოდა, სხვებში ვერაფრიოთ განოარჩევდი ჩაცმულობის მიხედვით. ერტთი ის იყო, რომ ქუდი ეხურა ბრჭყვიალა, ვარსკვლავებით მოხატული. მხოლოდ ეს ქუდი თუ გაფიქრებინებდათ, მთლად ჩვეულებრივ ადამიანს არ შევყუირებო. ყველა ჯადოქარს ეძახდა, ვინც მისი წარმოდგენა იხილა, ჩვენც ასე დავუძახოთ.
არც სცენა ჩანდა სადმე, წარმოდგენისთვის საგანგებოდ განათებული და გამართული ჯადოქარი ბაღის კუთხეში, პინგ-პონგის სათამაშო მაგიდის გვერდით აპირებდა თავისი ფოკუსების ჩვენებას. იქ მზეონა პინგ-პონგის ბურთებს პოულობდა ხოლმე, თამაშის დროს ასხლეტილებს და ბალახებში ჩამალულებს.
კინაღამ დამავიწყდა მეთქვა: ჯადოქარი კრიალოსანს მარცვლავდა. ეს კრიალოსანიც სრულიად ჩვეულებრივი ჩამდა ერთი შეხედვით, ოღონდ მას ძალზე სწრაფად მარცვლავდა ჯადოქარი, თითქოს რაღაცას ანგარიშობსო. მართლაც ასე იყო, როგორც ბლოს აღმოჩნდა.
ამჟამად პინგ-პონგს არავინ თამაშობდა, ბაღის კუთხეში ბავშვები მოქუჩებულიყვნენ. უიფროსთაგანი არავინ ჭაჭანებდა. უფროსებს ხომ ვერაფერში დაარწმუნებ. აბა, რომელი დეიდა ან ძია დაგიჯერებს, თუ ეტყვი, რომ ჯადოქარი ჩამოსლა და ჩვენი ბაღის კუთხეში აპირებს სასწაულების ჩვენებასო. მით უმეტეს, მის სანახავად გვერდზე არ გადადებს თავის უმნიშვნელოვანეს საქმეებს.
არადა, ის საქმეები, რითაც ბავშვენი არიან დაკავებულნი, სულაც არ გახლავთ ნაკლებ მნიშვნელოვანნი, მაგალითად: სწორედ ამ საღა,ოს მზეონა დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ წასვლას აპირებდა თავის თოჯინასთან ერად, თან პატარა კალათა მიჰქონდა, რათა გზაში მარწყვი დაეკრიფა და ეჭამა, როცა მოშIვდებოდა. მაგრამ, როცა გაიგო, ჯადოქარი გვესტუმრაო, სამოგზაუროდ წასვლა შემდეგისთვის გადადო და ბაღისკენ მოკურცხლა. ისე ჩქარობდა, პატარა კალათა ხელში შერჩა. ასე რომ, უფროსებმა საკუთარ თავს დააბრალონ, თუ ჯადოქარს ერთხელაც ვერ მოკრავენ ხოლმე თვალს. მერე კიდევ გაიძახინ, ჯადოქრები არ არსებობენო.
მზეონამ ნაცნობებიც მრავლად ნახა ბაღში. ჯაბაც აქ იყო, მასზე ერთი წლით უფროსი, ძალიან ჭკვიანი ბიჭი, რომელმაც ყველაზე კარგად იცოდა კომპიუტერული თამაშები. თეონაც, ნათიაც და კიდევ სხვა მრავალი, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
მზე ნელ-ნელა მიიმალა ხის კენწეროებს მიღმა, ცაზე პირველი ვარსკვლავები აენთნენ, მაგრამ ჯადოქარი წარმოდგენოს დაწყებას არ ჩქარობდა, ცალი ხელით პინგ-პონგის მაგიდას ეყრდნობოდა, მეორეთი კი ისევ ისე მარცვლავდა კრიალოსანს, რომლის თვლები საოცარი სისწრაფით მისდევდნენ ერთმანეთს. ბავშვები ირგვლივ შემოეხვივნენ ჯადოქარს, პირდაპირ გაგიკვირდებოდათ, ისე ჭკვიანად იქცეოდნენ ყველანი. თვით ყველაზე ცელქებიც კი გასუსულიყვნენ და ჯადოქრისკენ მიეპყროთ გაფაციცებული მზერა. ჩანდა, რაღაც ძალიან საინტერესოს მოელოდნენ მისგან.
ამასობაში სულ მთლად ჩამობნელდა, ცაზე ვარსკვლავები მთელი სიმკვეთრით აციმციმდნენ. როგორც იყო, ჯადოქარმა დაასრულა კრიალოსნის მარცვალა;
_ ერთი ვარსკვლავი აკლია, ფოკუსს ვერ გაჩვენებთ, _ თქვა ჯადოქარმა და ბავშვებს თვალი გამომცდელად მოავლო.
ბავშვებმა გაოცებით გადახედეს ერთმანეთს ამ სიტყვების გაგონებიას. ისინი მიმხვდარნი იყვნენ, რომ ჯადოქარი რაღაცას ანგარიშობდა ამ კრიალოსანით, მაგრან თუ ვარსკვლავებს ითვლიდან, ეს კი ვეღარ წარმოედგინათ. მით უფრო გასაოცარი იყო ერთი ვარსკვლავის სადღაც გაქრობა, თან ძალზე სამწუხაროც, რამდენადაც წარმოდგენას ვეღარ ნახავდნენ. მზეონა ისე დაღპნდა, ცრემლიც კი მოადგა თვალზე.
მოულოდნელად სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა და ბაღის კუთხეში პატარა ბიჭუნამ მიირბინა. მან ჯიქურ გაარღვია ბავშვების წრე, ჯადოქარს მიუახლოვდა და რაღაც მრგვალი საგანი გაუწოდა, საგანი ერთი შეხედვით პინგ-პონგის ბურთს ჰგავდა, ზომითაც მისი ტოლა იყო. ჯადოქარმა ხელისგული შეაგება გამოწვდილ მრგვალ საგანს, თან ალერსიანად გაუღიმა ბიჭუნას და თითქოს მისი ჰაერში ასროლა უნდაო...
სასწაულებიც აქედან დაიწყო: პინგ-პონგის ბურთი ნარნარად მოწყდა ჯადოქრის ხელისგულს, ჰაერში აფარფატდა და ნელ-ნელა იწყო აღმასვლა. მზეონამ გაოცებით შეამჩნია, რომ პინგ-პონგის ბურთმა ამ დროს ნათება იწყო. ჯერ ძალიან ბუნდოვნად, მერე და მერე უფრო მოემატა სინათლე, რაც უფრო მაღლა მიიწევდა, მით უფრო ძლიერად ანათებდა. როცა ცის თაღს მიაღწია, ისე გაბრწყინდა, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი.
ბავშვები აღტაცებით ახმაურდნენ და ტაში დასცხეს, ძალიან მოეწონათ ეს ფოკუსი. ჯადოქარმა ბავშვებს ეშნაკურად ჩაუკრა თვალი, თან რაღაცას ელაპარაკებოდა იმ ბიჭუნას, რომელმაც საოცარი პინგ-პონგის ბურთი მიურბენინა... მზეონამ ყურთასმენა დაძაბა, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი სიტყვა `მოიწყინა~ გაიგონა, დანარჩენი სიტყვები ტაშის ხმამ ჩანთქა. ნეტავი რა უთხრა ჯადოქარმაო, ცნობისმოყვარეობით ფიქრობდა მზეონა, უნდოდა ეკითხა იმ ბიჭუნასთვის, მაგრამ ამ დროს ისეთი ამბები დატრიალდა ბაღის კუთხეში, სხვა ყველაფერი გადაავიწყდა.
_ ახლა კი ყველაფერი რიგზეა, ყველა ვარსკვლავი თავის ადგილასაა, შეგვიძლია დავიწყოთ, _ თქვა ჯადოქარმა, ხელი მაღლა აღმართა და თითები გაატკაცუნა...
აქედან დაიწყო, რაც დაიწყო: ის პირველი ფოკუსი სახსენებელიც არ იყო იმათთან; ჯერ იყო და ვარსკვლავები ჯადოქრის ნიშანზე მაშინვე მოწყდნენ ადგილს, ერთმანეთში აირივნენ და გუნდ-გუნდად იწყეს სრბოლა ცის თაღზე. ხან შეანელებდნენ სიჩქარეს, ხან ისევ მოუმატებდნენ, ხან კი ისე სწრაფად მიმოჰქროდნენ, მზეონა ცეცხლოვანი რკალების მეტს ვეღარაფერს ხედავდა.
ჯადოქარმა ისევ გაატკაცუნა თითები, ვარსკვლავებმა მაშIნვე დატოვეს ცის თაღი, დაბლა გამგონედ ჩამოეშვნენ და ჯადოქარს დაასკუპდნენ; ზოგი თავზე, ზოგი მხრებზე, ზოგიც ხელებზე. ჯადოქარმა ჟონგლიორობა იწყო ვარსკვლავებით. თვალს ვერ მოატანდი, ისეთი სისწრაფით ისროდA მათ ერთი ხელიდან მეორეში, ვარსკვლავთა მბრწყინავი მკვრივი მიჯრით მისდევდა ერთმანეთის შემდეგ ჯადოქარმა ვარსკვლავების ერთი წყება რგოლივით დაატრიალა თავის ირგვლივ. ისე ლამაზად ბზრიალებდა ეს მბრწყინავი რგოლი, რომ მის ყურებას არაფერი სჯობდა.
მერე თავისი ბრჭყვიალა ქუდი მოიხადა ჯადოქარმა, მეორე ხელით ვარსკვლავები მოხვეტა და ქუდში ჩაყარა. ქუდი ისევ დაიხურა. როცა ისევ მოიხადა ქუდში ერთი ვარსკვლავიც აღარ იყო. თვითონვე გაოცდა ჯადოქარი, ეს რა ხდებაო. გაკვირვებული სახით დაიხურა ქუდი და კვლავ განაგრძო საოცარი ფოკუსების ჩვენება, ამ უჩვეულო ამბის შესახებ თითქოს დაივიწყა კიდეც. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ მოხვეტა ვარსკვლავები ცალი ხელით, მეორეთი ქუდი მოიხადა და... ჰოი, საოცრებავ! ქუდი სავსე აღმოჩნდა ვარსკვლავებით. ჯადოქარი თითით დაემუქრა გაუგონარ ვარსკვლავებს და ახლა ჯიბეებში ჩაიწყო ისინი. ჯიბეებშიც იგივე განმეორდა: გამოტენიდა ერთ-ერთ ჯიბეს, ვარსკვლავებით, მაგრამ ისინი გაქრებოდნენ და მეორე ჯიბეში ამოჰყოფდნენ თავს. ჯადოქარი გაბრაზებით იბერტყავდა ჯიბეებიდან გაუგონარ ვარსკვლავებს და ხელახლა იწყებდა მათ ქუდში ჩაყრას. ამ დროს ისეთი სასაცილო იყო, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ბავშვები სიცილით კვდებოდნენ. მზეონას კინაღამ კალათა გაუვარდა ხელიდან, ისე დაოსდა სიცილისგან.
უცბად მზეონამ შეამჩნია, რომ ერთი ვარსკვლავი ქუდიდან გადმოვარდა და ნელი ფარფატით დაეცა ძირს. ჯადოქარს არაფერი გაუგია, ისევ აგრძელებდა ფოკუსების ჩვენებას, ბავშვები ხელებში მისჩერებოდნენ ჯადოქარს და მის გარდა აღარაფერი ახსოვდათ. მზეონამ თვალი მიადევნა ძირს დავარდნილ ვარსკვლავს. დაინახა, თუ როგორ გაგორდა ვარსკვლავი და პირდაპირ მისკენ აიღო გეზი, მზეონასაც ეს უნდოდა, სასწრაფოდ დაავლო ხელი ვარსკვლავს და კალათში უკრა თავი.
სწორედ ამ დროს ჯადოქარმა ხმამაღლა გამოაცხადა, წარმოდგენა დამთავრებულაო, ხელები დაბლა დაუშვა და თავიც დახარა, როგორც ნამდვილმა მსახიობმა მაყურებლებით სავსე დარბაზში. ვარსკვლავები ერთიმეორის მიყოლებით ამოფრინდნენ ქუდიდან, ჯიბეებიდან, სახელოებიდან და მაღლა-მაღლა იწყეს ლტოლვა. ნელი, ნარნარი ფარფატით აფრინდნენ ჰაერში. მბრწყინავ გუნდებად აიჭრნენ ზევით, ჩაბნელებული ცა ძველებურად მოქარგეს თანავარსკვლავედთა მირიადებით, ოღონდ მათ შორის აღარ იყო ის ვარსკვლავი, რომელიც მზეონამ თავის კალათაში დამალა.
აღტაცებულმა ბავშვებმა სულმოუთქმელი ტაში დასცხეს, ისე მოეწონათ ამ არაჩვეულებრივი ჟონგლიორის ფოკუსები. მხოლოდ მზეონა არ უკრავდა ტაშს, ცალი ხელი კალათაში ედო, ვარსკვლავი არ გამიფრინდესო.
როგორც კი უკანასკნელი ვარსკვლავი ამოფრინდა ჯადოქრის ჯიბიდან, თვითონ ჯადოქარიც გაუჩინარდა. თუმცა მანამდე მოასწრო იმის თქმა: აბა, ახლა კი სახლებისკენ გაეშურეთ, თქენი დაძინების დროაო. ბავშვებმა მაშინვე ჯრიამულით მიაშურეს სახლებს. იმ ღამით ყველა მათგანმა გამოტოვა ის ზღაპარი, რომელიც ტელევიზორში უნდა გადაეცათ, არც ბებიის ზღაპრებისთვის უგდიათ ყური, მაგრამ გული არცერთს არ დაწყვეტია. გრძნობდნენ, რომ ის, რაც ბაღის მყუიდრო კუთხეში იხილეს, ნაკლებ საინტერესო არ უნდა ყოფილიყო. იმაზეც კი არ შეუწუხებიათ თავი, უფროსებისთვის ეამბნათ ამ საოცარი სანახაობის შესახებ. სიზმრებშიც საოცარი ნახეს იმ ღამით.
მზეონაზე ამას ვერ ვიტყვით. დაძინება აღარც კი აგონდებოდა, ისე იყო ვარსკვლავზე ზრუნვით გართული. ხშირ-ხშირად ამოიღებდა ხოლმე ვარსკვლავს კალათიდან და მისი ყურებით ტკბებოდა. ოღონდ ფრთხილად კი იყო, არავინ დამინახოსო. თუმცა ბებომ ბოლოს მაინც შეამჩნია და რა გაქვს ხელშიო, ჰკითხა.
_ პინგ-პონგის ბურთი _ უპასუხა მზეონამ.
ბებომაც დაუჯერა და აღარაფერი უკითავს. მართლაც, რა საოცარი ხალხია უფროსები! ტყუილს ბევრად ადვილად იჯერებენ, ვიდრე მართალს. აბა ერთი ეთქვა, ვარსკვლავიაო. განა ბებო დაუჯერებდა?
თანაც, ნათურის შუქზე ისე აღარ ბრწყინავდა ვარსკვლავი, ბებოზე უფრო თვალმახვილსაც კი სულ ადვილად შეიძლებოდა მართლა პინგ-პონგის ბურთად მიეღო იგი.
სამაგიეროდ, როცა შუქი ჩააქრეს, ვარსკვლავი ისევ ძველებურად აციმციმებდა. მზეონამ თავისი პატარა საწოლის გვერდით მოიდგა ვარსკვლავიანი კალათა და მისი ყურებით ტკბებოდა. რა მშვიდად, რა ლამაზად ენთო ვარსკვლავი! მთელ კალათას ხომ ანათებდა, მთელ ოთახსაც ჰფენდა ზღაპრულად ლამაზ შუქს.
მოულოდნელად ბებოს ხმა გაისმა:
_ მზეონა, შუქი გამორთე, ძილის დროა!
მზეონა მაშIნვე წამოხტა და კალათას ლამაზად ნაქარგი ტილო გადააფარა _ ვარსკვლავის შუქი მის მიღმა მიიმალა. ბებოს კი ეგონა, მართლა შუქი გამორთო. ეეჰ, უფროსებო, როგორ გეძნელებათ სიმართლის მიკვლევა...
დილით, მზის შუქზე, ისევ პინგ-პონგის ბურთს დაემსგავსა ვარსკვლავი, აღარ ციმციმებდა. მაგრამ ეს გარემოება ოდნავადაც არ აწუხებდა მზონას, იცოდა, რომ დაღამებისთანავე ისევ ძველებურად დაიწყებდა ციმციმს. ხელი დაავლო კალათას და გოგო-ბიჭებთან სათამაშოდ გასწია. ძალიან ფრთხილობდა, ვარსკვლავი არ დამეკარგოსო, კალათას გვერდიდან წამითაც არ იშორებდა. ბოლოს და ბოლოს გოგო-ბიჭებმა ცნობისმყოვარეობით ჰკითხეს, რა გაქვს მაგ კალათაშიო.
_ გაჩვენებთ, ოღონდ არავის უთხრათ, _ სთხოვა მზეონამ.
ბავშვები შეპირდნენ, არავის არ ვეტყვითო, მაშინ მზეონამ კალათას გადასაფარებელი გადაჰხადა.
მეტი რომ არ შეიძლებოდა, ისე გაიხარეს ბავშვებმა, მათ მაშინვე ამოიცნეს ვარსკვლავი, კარგად ახსოვდათ ჯადოქრის არაჩვეულებრივი ფოკუსები, როცა ვარსკვლავები გუნდგუნდად დაფრინავდნენ ჰაერში. ამიტომ ოდნავი ეჭვიც არ შეპარვიათ მზეონას ნათქვამში, ერთი ვარსკვლავი ჩემთან სულ ახლოს მოგორდაო. თუმცა ჯაბამ, კომპიუტერულო თამაშებში რომ ყველას ჯობნიდა, ასეთი რამ თქვა: _ ვაითუ მეცნიერებმა შეამჩნიონ ვარსკვლავის გაქრპბა... ისინი ხომ სულ ცაში იყურებიან თავიათი ტელესკოპებით!
_ ოოო, ერთი ამბავი ატყდება! _ წაიჩურჩულა პაწაწინა დათუნამ. გაახსენდა, თუ რგორ მიტყიპეს ერთხელ, როცა ახლადნაყიდი წითელი ბურთი დაკარგა.
მაგრამ ამაზე ფიქრით დიდად აღარ შეუწუხებიათ თავი ბავშვებს, ამ ლამაზი ვარსკვლავით თამაში ეჩქარებოდათ. მართლაც მშვენიერი თამაში გააჩაღეს, ძალიან გაერთვნენ. ყველა თამაშში ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. მაგალითად: როცს უღრან ტყეში წავიდნენ და გზა დაებნათ, ვარსკვლავმა გაუნათათ გზა. როცა მარწყვის კრეფა მოინდომეს, ყველაზე მწიფე მარწყვი ვარსკვლავმა იპოვა. თუ რომელიმე სათამაშო დაიკარგებოდა, ვარსკვლავი მაშინვე მიაგნებინებდა... აუცილებლად მისკენ გაგორდებოდა, ამ დროს რაღაც საოცრად ჰგავრდა პინგ-პონგის ბურთს და ეს, ცხადია, მზის შუქის ბრალი იყო...
ასე გაგრძელდა დაღამებამდე, დაღამებისას კი ისევ ძველებურად აციმციმდა მზეონას ვარსკვლავი. ყველას უხაროდა ეს ამბავი, განსაკუთრებით კი მზეონას. ვარსკვლავი უნაზეს შუქს ჰფენდა კალათას და მთელ ოთახს, თითქოს მართლა აბაჟურიაო.
მეორე დღესაც Aარანაკლებ მხიარულად გაატარეს დრო ბავშვებმა ვარსკვლავთან თამაშში... მესამე დღესახ იგივე განმეორდა... და ასე გაგრძელდა შემდგომშიაც. ვარსკვლავთან თამაში არა და არ ბეზრდებოდათ ბავშვებს.
ოღონდ შემდგომ დღეებში ერთი პატარა, საკმაოდ არასასიამოვნო რამ მოხდა: ვარსკვლავის ნათება თანდათან შესუსტდა.
ცხადია, ეს სულ პირველად მზენამ შეამჩნია. დაღამებისას, როცა შუქს ჩაუქრობდნენ, ვარსკვლავი ძველებური ძალით ვეღარ ჰფენდა თავის ნაზ შუქს ირგვლივ, უფრო მქრქალად იწყო ნათება. მზეონა ხედავდა, რომ ვარსკვლავს დღითი-დღე აკლდებოდა შუქი, ღამღამობითაც ძლივსღა ბჟუტავდა ხოლმე. ის დროც დადგა, როცა შეიძლებოდა ლამაზი გადასაფარებელი არ გადაეფარებინა კალათზე, ვარსკვლავი კალათას ძლივსღა ანათებდა, ოთახს შუქს ვეღარ უწვდენდა.
ბოლოს კი სულ მთლად შეწყდა ნათება.
ეს ბავშვებმაც შეამჩნიეს, სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალისით თამაშOბდნენ ვარსკვლავთან ერთად. ერთ მშვენიერ დღეს კი ჯაბამ თქვა, ეს ნამდვილად პინგ-პონგის ბურთი ყოფილაო და გულგრილად შეაქცია ზურგი, მისი თვალით დანახვაც აღარ უნდოდა.
ჯაბას სხვა ბავშვებმაც აუბეს მხარი, ჩამქრალი ვარსკვლავი ყველამ აითვალისწინა. მზეონა ძლიან დაღონდა. თვითონაც შეეჭვდა, ვაითუ მართლა პინგ-პონგის ბურთია, მე კი ვარსკვლავი მეგონაო. არადა, იმ საღამოს აკი საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ მიგორდა მასთან ვარსკვლავი. ვერაფერი ვერ გაეგო, ვერც ის გადაეწყვიტა, ვინმესთვის ეკიტხა რაიმე ამის შესახებ. განა უფროსებისგან ჭკვიანურ პასუხს მიიღებდა? ისევ იმ ჯადოქრის ნახვას ნატრობდა, რომელმაც ასეთი ლამაზი ფოკუსებით აუჭრელა თვალები იმ ზღაპრულ საღამოს.
ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ისევ გვარცელდა ახალი ამბავი, ჯადოქარი გვესტუმრა და რაღაც არაჩვეულებრივი ფოკუსების ჩვენებას გვპირდებაო ბაღის კუთხეში, პინგ-პონგის მაგიდის გვერდით.
მზეონა მაშინვე იქითკენ გაქანდა. ცხადია, არც თავისი პატარა კალათის წაღება დავიწყებია, რომელშიც პინგ-პონგის ბურთი... უკაცრავად, ვარსკვლავი იდო.
ოღონდ ამჯერად ცოტათი შეაგვიანდა მზეონას, ბებოს ეხმარებოდა სათვალის ძებნაში. როცა იპოვა, მხოლოდ მაშინ მიაშურა ბაღის კუთხეს.
იქ უკვე უამრავ ბავშვს მოეყარა თავი, ყველანი აქ იყვნენ მზეონას ნაცნობებიდან, ჯაბა, თეონა, პატარა დათუნა და სხვები. ჯადოქარს უკვე ჩამოემარცვლა თავისი კრიალოსანი, ერთი ვარსკვლავი აკლიაო, თქვა და ბავშვებს გამომცდელად მოავლო თვალი.
ამაზე უკეთესს მზეონა ვერაფერს გაიგონებდა: ვარსკვლავების მარაქას ერთი ვარსკვლავი აკლდა, სწორედ ის ვარსკვლავი, რომელიც ყველას პინგ-პონგის ბურთი ეგონა.
სირბილისგან ჯერაც გულამომჯდარმა მზეონამ სასწრაფოდ მიირბინა ჯადოქართან და გამოწვდილ ხელისგულზე პინგ-პონგის ბურთი... უკაცრავად, ვარსკვლავი დაუდო. ჯადოქარმა ალერსიანად გადმოხედა მზეონას, თვალიც კი ჩაუკრა, მერე ნელა აიქნია ვარსკვლავიანი ხელი. პინგ-პონგის ბურთი ნელა მოწყდა ხელისგულს, ერთი წამით ჰაერში დაეკიდა, მერე კი ნარნარად იწყო აღმასვლა. ამასთან ერთად ნათებაც იწყო. რაც უფრო მაღლა მიიწერვდა, შუქიც მით უფრო ემატებოდა. ხოლო როცა თავის კუთვნილ ადგილს მიაღწია ცის თაღზე, მაშIნვე სრული სიკაშკაშით აელვარდა.
გახარებულმა ბავშვებმა ტაში დასცხეს, ძალზე მოეწონათ ეს ლამაზი ფოკუსი, ოღონდ ეს არავის გახარებია მზეონაზე მეტად. რა კარგია, რომ მართლა ვარსკვლავი აღმოჩნდა, რაც ყველას აქამდე პინგ-პონგის ბურთი ეგონა, აკი თვითონაც ეჭვობდა უკვე... მზეონას უნდოდა ეკითხა, თუ რატომ დაკარგა ვარსკვლავმა ნათება, როცა პატარა კალათში იდო, მაგრამ ჯადოქარმა დაასწრო და თითქოს მის გულში ზისო, ალერსიანად უთხრა: `მოიწყინა შენმა ვარსკვლავმა, თავის ტოლებს მოწყდა და მოიწყინა. ყველას თავის ტოლ-სწორებთან უყვარს ყოფნა, მათ შორის ვარსკვლავებსაც. აი, ნახე როგორ აენთო სიხარულით, როცა თავის ძველ მეგობრებს დაუბრუნდა~.
მზეონას არ გაკვირვებია ჯადოქრის სიტყვები, ანდა რა იყო გასაკვირი, გაახსენდა, თვითონაც როგორ მოიწყინა ერთხელ, როცა ავად იყო და მთელი რი კვირა ვეღარ ნახა თავისი ტოლ-სწორები.
ამის შემდეგ ჯადოქარმა კვლავ გაგრძელა ვარსკვლავებით ფოკუსების ჩვენება და ჟონგლიორობა. ეს ფოკუსები ჩვენ უკვე აღვწერეთ ამ მოთხრობის დასაწყისშI და ამიტომ მათზე აღარ შევჩერდებით. ერთს ვიტყვით მხოლოდ: როცა ჯადოქარმა უკანასკნელად მოხვეტა ვარსკვლავები და თავის ბრჭყვიალა ქუდში ჩაყარა, ერთი ვარსკვლავი გადმოვარდა ქუდიდან, ბალახებში გაგორდა და ერთ პატარა ბიჭთან მიგორდა. ბიჭუნამ მაშინვე დაავლო ხელი ვარსკვლავს და ჯიბეში დამალა.
ასე რომ, ერთი ვარსკვლავი ისევ დააკლდა ცის თაღს და მზეონას მსგავსი თავგადასავალი ახლა სხვა ბავშვს გადახდა.
მას შემდეგ მუდამ ასე ხდება: რომელიმე პატარა ბავშვი დამალავს ხოლმე ვარსკვლავს, როცა ეს მშვენიერი ზღაპტული წარმოდგენა დასასრულს უახლოვდება. ოღონდ რამდენიმე ხნის შემდეგ, მომდევნო წარმოდგენის დროს, პინგ-პონგის ბურთივით ფერდაკარგული ვარსკვლავს ისევ უბრუნებს ჯადოქარს და, ცხადია, აზრადაც აღარ მოსდის, შემდგომში კვლავ ჩაიდინოს რაიმე ამის მსგავსი.
ამ ამბავში ერთი რამაა ყველაზე საოცარი: როცა რომელიმე ვარსკვლავი გაქრება ცის თაღიდან, წვეროსანი მეცნიერები სწორედ მას არიდებენ თავიანთ ტელესკოპებს, რატომღაც ყოველთვის ასე ხდება, ამიტომ ვერავინ ამჩნევს ერთი ვარსკვლავის გაქრობას.
ხოლო როცა ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება დაკარგული ვარსკვლავი, მეცნიერები მაშინვე მისკენ მიმართავენ ხოლმე თავიანთ ტელესკოპებს და ყველა განცვიფრებული რჩება მისი უჩვეულო სიკაშკაშით. თავს იმტვრევენ, ცდილობენ რაიმე მეცნიერული ახსნა-განმარტება მოუძებნონ ამ უცნაურ მოვლენას. ათას მიზეზს ასახელებენ, თუმცა სულ ამაოდ ირჯებიან, ჭეშმარიტებას ოდნავადაც ვერ უახლოვდებიან.
აბა, რას წარმოადგენენ პატივცემული მეცნიერები, რომ ვარსკვლავსაც შეუძლია უხაროდეს რაიმე, მით უმეტეს ისეთი სასიხარულო რამ, როგორიცაა ძველ მეგობრებთან დაბრუნება...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები