მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
საურმაგი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2015
მორიგი სუიციდი
დავკარგე ოქრო, განძი ულევი,
არასდროს იყო ჩემი რომელიც.
ვერ დავუბრუნე სამოთხეს ვალი
და ჯოჯოხეთი ხარბად მომელის.
მე ახლა ჩემში ჩემს თავს ვერ ვიტან,
არ მჭირდებოდა სული ამხელა.
ან ჩემს თავს მოვკლავ, ან თავს მოვიკლავ
და ეს იქნება სრული დალხენა.
ჩემში გაგუდულ სულს გამოვუშვებ,
გაიწევს იქით, სადაც ენება.
იქ ბელზებელის კუპრის გუბეში
მისი თვალები მოეჩვენება.
როდემდე მჭამოს სასოწარკვეთამ?
რამდენჯერ უნდა მოვკვდე და ვიშვა?
რადგან მიშველის უკვე ვერავინ,
უნდა შევძლო და თავი ავიშვა.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
:( ვეღარავინ უშველის ამ ლექსს ნამდვილად
:( ვეღარავინ უშველის ამ ლექსს ნამდვილად
ირინკა.
2015-12-15 00:24:32
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
18.07.2026 22:01:41