ოთახიდან დაბნეული გამოვიდა, აჩქარებული ნაბიჯებით გაუყვა ბილიკს, ეტყობოდა არავინ ელოდა, მაგრამ უნდოდა გაქცეულიყო, გაქცეულიყო ყველასგან და ყველაფრისგან, გაქცეულიყო საკუთარი თავისგან. ქარში აწეწილ ხეებს მიაშურა, ისინი უფრო მგრძნობიარებად ეჩვენა, ვიდრე ადამიანები...ფიქრობდა...ფიქრობდა წარსულზე, აწმყოზე....მომავალზე...,ფიქრობდა როგორმე არ გახლართულიყო ცხოვრების ლაბირინთებში,უნდოდა გზა ეპოვნა.... მერე მოეშვა, წყენა მოთოკა და სიმშვიდეს დაუბრუნდა... ეს სიმშვიდე და სილამაზე ირგვლივ ხეებსა და ბუჩქებზე, ქვაფენილებსა და ტროტუარებზე მიმობნეულიყო..იქვე ახლოს ზღვის ტალღები ჰკოცნიდნენ ნაპირებს,მხოლოდ მათი სიშმაგე არღვევდა მყუდროებას, ნუთუ ზღვას უფრო ძალუძს სიყვარული, ვიდრე ადამიანს, ნუთუ ეს სანაპირო უფრო დამთმენი და მიმტევებელია, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი.. რაოდენ დიდი სიყვარული აქვთ მზესა და ცის კაბადონს... თუნდაც ნიჟარა, მასაც ააქვს რაღაც ადამიანური, ის გუგუნებს, რამდენ რამეს მოგვითხრობს ზღვებსა და ოკეანეებზე, გამუდმებით მათზე საუბრობს... უბრალოდ მათი გაგება ყველას არ შეუძლია.., წვიმის წვეთებიც ერთმანეთს ენაცვლებიან, რომ დედამიწას,უფრო სწრაფად დაეპკურონ,წვეთებიც ზრუნავენ ერთმანეთზე...და დედამიწაზე.. ნუთუ ადამიანებისათვის ძნელია ამის აღქმა... ლამაზი გოგონა რომ ჩამომჯდარა,ახლოს ზღვის პირას მზესუმზირის კნატუნით კლავს დროს, ერთი ხელის გაშვერაზეა ნაგვის ურნა, ვეღარც ამჩნევს.. ისევ გაუყვა სანაპიროს, ყურადრება ახალგაზრდა მამაკაცთა ხორხოცმა მიიპყრო..ლუდისა და ,,კოკა-კოლას“ ცარიელ შუშებს უხვად რომ არიგებდნენ ბორდიურებზე.. როგორ ვაფუჭებთ ადამიანები ყველაფერს.. სანაპიროს გასცდა და გზად ,,ტოიოტა ლენდ კრუისერის“ მარკის მანქანის საჭესთან მამაკაცი შენიშნა...ჯიუტად მიშტერებოდა ზღვას...თამბაქოს კვამლში გახვეული ბიუსტივით გაშეშებულიყო..მერე ბიუსტი გაინძრა, ხელები აამოძრავა და თითებიდან წკიპურტით მოსროლილი ნამწვი სანაპიროსკენ გაისროლა, თითქოს კოჭი გაუგორაო ზღვას, მერე უეცრად დაქოქა მანქანა და წამიერად გაუჩინარდა, სიგარეტის ნამწვი არც კი ჩამქრალიყო, მეორე ახლი წკიპურტი გავარდა სანაპიროზე..შუახნის მამაკაცი მზეს ეფიცხებოდა.. ის კი მიყვებოდა სანაპიროს და ფიქრობდა..გზადაგზა უცნობი და ნაცნობი სახეები გაიელვებდნენ, დუმილით, ხმაურით, ქვეითად თუ არაქვეითად, ყველას ერთი მიზანი ჰქონდა- ზღვასთან სულის დამშვიდება და გაგრილება.. იქნებ თავადაც ეს ეწადა, თუმცა კი არც ახსოვდა რისთვის გამოვიდა სახლიდან.. ვის ან რას გაექცა, რა უნდა ეპოვნა..ერთხანს ჩაფიქრდა: მიზეზებს ეძებდა..... ცოტა ხნით ბავშვობას მიუბრუნდა, მიხვდა მეტის გაკეთება შეეძლო და დრო სწრაფად გამქრალიყო თვალსადა ხელს შუა... თუმცა მაინც ბევრი რამ შეძლო..გრძნობდა, რომ ასაკი შემოპარვოდა, მაგრამ მაინც თხუთმეტი წლის გოგონასავით სწყუროდა თავგადასავლები, დედასაც ხომ პატარა ბავშვივით ეკვროდა და მისგან წასვლა არ უნდოდა, ამიტომაც, მასთან ცხოვრობდა..... მერე გაახსენდა სტუდენტებით მოჟრიამულე უნივერსიტეტის ეზოში კლასობანას თამაშისას რექტორის დატუქსვა...გაეღიმა... ისიც ახსოვდა თოჯინებსაც რომ გვიან გადაეჩვია... და გაეცინა..გამვლელების ყურადღებაც კი მიიპყრო.. უნივერსიტეტში ასაკით ყველაზე პატარა იყო, გაახსენდა ბებო ყოველდღე რომ დაჰყვებოდა და გასაქანს არ აძლევდა, მოგვიანებით გაიგო მეგობრისგან, რომ ერთხელ თურმე მისმა კურსელებმა ბებიას უთხრეს, ,,მაღალკურსელი ბიჭები დასცინიან, პატარა ხომ არ არის, რად უნდა თქვენი წამოყოლაო“- ბებიამ თურმე სათვალე გაისწორა, თვალები სიბრაზისგან მოჭუტა და მკაცრად მიუგო:სად თქვენ და სად ჩემი შვლიშვილი განსხვავებას ვერ ხედავთო? ბინდდებოდა ...შინ უნდა დაბრუნებულიყო, კარგია ზოგჯერ საკუთარ თავთან საუბარი გაიფიქრა და ნაბიჯებს უმატა... ყოველდღიური წვრილმანები სხვადასხვაფრად ეზოს ყველა კუთხიდან, სახლის სარკმლიდანაც კი იჭყიტებოდნენ..შვილები ჟრიამულით იკლებდნენ ეზოს... გაეღიმა და მიხვდა, აი, ისინი, რომელთა გამოც არც მათგან და არც საკუთარი თავისგან წასვლა არ შეეძლო.. არც რომელიმე მწვერვალი იყო დედამიწაზე მათზე მაღალი და არც ზეცა იყო მაღალი მათზე..არც მზე იყო უფრო მწველი და კაშკაშა.. რა არის ბედნიერება... ხშირად გასჩენია მსგავსი კითხვა, რა არის სიყვარული? ახლა ყველაზე კარგად შეეძლო პასუხი, რადგან სიყვარულიც მასთან იყო და ბედნიერებაც, თავად კი მათთან იდგა მათთვის ღმერთის ტოლფასი, ორი პატარა კაბის კალთებზე მიცოცავდა... გულში მზე ენთოთ და ბაგეებით ზღვის და მზის სუნთქვა მოჰქონდათ.. გაეღიმა.. გული ნაპირზე ამოგდებულ ნიჟარასავით გამოუცნობ ხმაზე ყვებოდა ერთი დღის ისტორიას, რომელმაც სამუდამოდ დაანახვა- სად იყო მისი ნავთსაყუდელი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|