ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2015


უღმერთოდ.

უღმერთობა

ტირლი მესმის,ვიცი ქრისტე იღვრება ცრემლად,
ღვთისმშობელმა კი  შემოიკრა თავზე ლეჩაქი,
არ ვიცი იგი დახმარებას ვიღასღა თხოვდა,
ანდაც შენდობას, მისი შვილის ყველა ცოდვასი.

იმ დღეს ყველა ხემ მოიწყინა,ფოთლები დაჭკნა,
ბრალი მიუძღვით მათ იციან სწორედ ამიტომ,
ფესვებიანად  ამოძირკვა ისურვეს რადგან,
მერქანს ცრემლები,ტკივილები ერთად დაეტყო.

იმ დღეს ცამაც კი მოიწყინა,დაიწყო წვიმა,
ძალიან წვიმდა გოლგოთაზე,ტკიოდა ქრისტეს,
წვიმის წვეთები მაჯებიდან სისხლს ურეცხავდა,
დაბლა კი წყალი ნელ-ნელა  წითელ ფერს იღებს.

ქრისტე ვაწამეთ,მივატოვეთ და ამის შემდეგ,
ის ჩვენ არ გვტოვებს ჩენთანაა უფალო ამინ,
შენი დანახვა სასწაულად ითვლება რადგან,
შენს არსებობას ვერვინ ამჩნევს თუნდაც ოთახში

სადას სძინავთ სადაც არიან,ანდაც მათ გულში,
რომელიც დღეს უბრალოდ  ფეთქავს,
და მე არ ვიცი როგორ ძლებენ ისინი ისე,
რომ შენს გარეშე ხალხში,სახლში დადიან კენტად.


ჩვენ დავვიწყეთ ყველაფერი რაც ნიშნავს იმას,
რომ დავივიწყეთ გოლგოთაზე გაკრული ქრისტე,
ჩვენ დავივიწყეთ სიყვარული,ვიყვარეთ ბოღმა,
ტკივილებს ათას დავდივართ და ცრემლებით ვითმენთ.


ტირლი მესმის,ვიცი ქრისტე იღვრება ცრემლად,
ღვთისმშობელმა კი  შემოიკრა თავზე ლეჩაქი,
ამის მერე კი მე უბრალოდ სიყვარულს ვხედავ,
რაც ადმაიანს შეუძლია,სულიერს მისცეს
და გაუნათოს დახშობილი სულის ოთახი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები