ავტორი: თამუნა ჭიღლაძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 20 დეკემბერი, 2015
მაშინ...
მაშინ, როდესაც ჩვენ უ ე რ თ მ ა ნ ე თ ო ლექსებს ვწერდით, შემეძლო ჩემი თავი ოკეანეში ჩაკარგული ღილისთვის შემედარებინა. ახლა კი,მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კალამიც შ ე ნ ი ა ნ ი ა, მაინც მარტო "უ შ ე ნ ო ბ ი ს ა ს " ვწერ. თუმცა სამყარო იმ ოთხ კედლამდე შევიწროვდა, სადაც ჩვენ ს ა მ ნ ი ვსუნთქავთ ხოლმე.