ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეგან
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2015


წვიმის განწყობა

დღეს აქ უშენობის ფერია ამინდი,
წვიმას მოაქვს წარსული შავ-თეთრ კადრებად.
მე შენი დაბრუნება სულაც არ მინდა,
ესეთი ქალი პოეტს არ ეკადრება.

წავა და წაყვება ამინდებს ქარიან,
აგიშლის სულში მაგ წვიმიან ნაწნავებს.
ის კაცი,გვერდით,ახლა მისი ქმარია,
ასე რომ კბილებით მის კერტებს აწვალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები