ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2016


მარადი წამი

ნაპერწკლებივით მწვავენ წამები,
რამეთუ ვუწყი, რომ დასასრულს წამი მაუწყებს.
რდგან, წარმართად წარმიტაცა საწუთროებამ.
რომ ზეციური უკვდავება გადავივიწყე.

მოწიწებითად ვაკოწიწებ წამთა ნალეწებს,
რომ ჩემი წილი, მწირი წლები, წამით გავწელო.
ან, გაელვებად მივაწყდები, ჩემს ბედისწერას.
რომ ჩემი წამი, უკვდავების წიგნში ჩავწერო.

მე განმიკითხონ,შეურაწმყონ,ცილი დამწამონ.
ლოცვას რად სწყევენ უბიწოთას,ბიწიერები.
რომ მიწის სიმწრით განწირულმა,ზეცა ვიწამო,
შვებად ვიამო წარმავლობა მიწიერებით.

ბიწიერთაგან წყევლის გამო, ვარ ცით ლოცვილი
ვზძლევ მათს უდაბნოს,ოაზისით გარემოცული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები