ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2016


გული და გონი

ვერ ებრძვის გონება,გრძნობათა დინებას.
ვერ ვებრძვი გულის და გონების დაფ-დაფებს.
არ ძალმიძს ძლეული გავექცე ცდუნებას,
გავექცე დემონურ ზრახვათა მარქაფებს.
მაშ, გული ვაჩვიო დარდთა დამონებას?,
ტრფობით დაღონება ძაღლის ბედს მიყეფებს,
არც ძველი ჴევსური მეტყვის მოწონებას,
თუ გული ესოდენ გრძნობებს გაიმეფებს.
და ჩემში იბრძვიან ლანდები, ამ ორთა,
ეს მე ვარ ორივე,ერთ-ერთი დაეცეს.
ამ ბრძოლით დაღლილი გავცქერი ქარაფთა,
მსურს გულის და გონის ჭიდილს იქ გავექცე..
- მთა შემთვარულია, გმობს ბინდის გოდებას.
და ფერებ-შეფაკლულ დაისებს მწუხარეს,
უარჰყოფს ყოველგვარ ზავთსა და წოდებას,
მავიწყებს ყოველგვარ დარდსა და მუდარებს.
ვივიწყო რაც მის თავს მაჴსენებს ეგება,
და გავჴდე მთის ჩაუქ სულთა ბინადარი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები