ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფი მილაძე
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2016


*** (შენი სიყვარული)

შენი სიყვარული
მწვერვალზე ასვლას ჰგავს,
სადაც მისტიური სალოცავის
ნანგრევებიღაა შემორჩენილი
და იმ ნანგრევების
ხავსმოკიდებული, სველი კედლები
ელიან ჯიუტ მომლოცველებს...

შენი სიყვარული
იმ მწვერვალს ჰგავს,
ასვლა რომ ძალზე ძნელია,
მაგრამ მოსვენებას კარგავ,
ვიდრე ადგილამდე მიაღწევდე...

ცუდად აგიხირე,
და მინდა,
ის ნანგრევები მოვილოცო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები