ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
13 იანვარი, 2016


ძვირფასი ნაპოვნი (ქოლგოსანის საოცრად ბრძნული წინადადება, ახალი თანამგზავრი)

ქოლგოსანის საოცრად ბრძნული წინადადება

_ მაინც მართალი გამოდგა ნიავი, _ შენიშნა ქოლგოსანმა, თან რობიკოს გადახედა, _ მწვანე ტყეში არასოდეს არ ტყუიან, იქ გავრცელებული ხმები ყოველთვის სწორია.
_ უკეთესი იქნება, დროზე გვითხრა, სად ვეძებოთ ალისფერი ყვავილი _ შეახსენა რობიკომ, _ უნდა მოვასწროთ, სანამ დათუნა დაიღვიძებდეს.
_ მაგას რა კითხვა უნდა, მწვანე ტყისკენ უნდა გავწიოთ, _ გამოეხმაურა მახარე _ ალისფერი ყვავილი მწვანე ტყეშია.
_ მწვანე ტყისკენო, ასე თქვი არა, ჩემო ბიჭუნი, _ ავიშვიშდა ქოლგოსანი, თან წრიალებდა და ადგილს ვერ პოულობდა თავისი ქოლგისთვის.
_ ძალიან კარგი. გავწიოთ მწვანე ტყისკენ, იქ ახლა ისე გარგია. მწვანე ბალახი ბიბინებს, წყაროები მოჩუხჩუხებენ, რომლებშიც კალმახები დასხმარტალებენ... რა სჯობია იქ ყოფნას, ერთს კარგად გამოვიძინებ წყაროს პირას, ძალიან დავიღალე... _ ქოლგოსანმა თვალები მილულა.
_ ჩვენ კალმახები კი არა, ალისფერი ყვავილი გვჭირდება, _ შეახსენა მახარემ.
_ ჰო, მართლა, _ თვალები დააჭყიტა ქოლგოსანმა, _ სიბერეს რა ვუთხრა, ერთი წამით კიდეც დამავიწყდა, აქ რისთვის მოვედი. მე იმის თქმას ვაპირებდი, რომ მწვანე ტყეში ვერ ვიპოვით ალისფერEყვავილს.
_ რას ამბობ, _ შეიძახა მახარემ _ მწვანე ტყეში იმდენი ყვავილია...
_ დიახ, მწვანე ტყეში ბევრი ყვავილია, მაგრამ მათ შორის აღარაა ალისფერი ყვავილი, რომლისგანაც ალისფერ საღებავს ამზადებენ, _ სიტყვა ჩამოართვა ქოლგოსანმა.
_ შეუძლებელია.
_ მე, ქოლგოსანმა ვიცი, რასაც ვამბობ, როცა საქმე მწვანე ტყეს შეეხება, _ იწყინა კაცუნამ, _ მე თვოთონაც ძალიან მიყვარს ის ალისფერი ყვავლი, ჩემს ქოლგას ვრთავდი ხოლმე იმით. უკანასკნელი ყვავილით აღარც კი მახსოვს, როდის მოვრთე ქოლგა.
_ ის შენი დაპირება რაღას ნიშნავდა, _ ღელავდა მახარე.
_ ახლავე გეტყვით, ნუ ჩქარობთ. სიჩქარე საქმეს ყოველთვის ვნებს. მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საქმეს... ჩემი დაპირება იმას ნიშნავდა რომ... ნამცეცა ბიჭო, როგორ მიხარია, ასე რომ გიყვარს დათუნა და მისთვის ზრუნავ, იმედი მაქვს, მასაც ძალიან უყვარხარ... ჰო, იმას ნიშნავდა, რომ... ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენ ალისფერი ყვავილი უნდა მოვძებნოთ... წარსულში.
_ წარსულში? _ წამოიძახა გაკვირვებულმა მახარემ.
_ დიახ, წარსულში, თუ არ ვცდები, რობიკოს მანქანის აბრაზე აწერია, რომ დროში შეუძლია სვლა.. ანდა ვინ იცის, იქნებ ეს რეკლამაა და მეტი არაფერი?
_ არაფერი მაგის მსგავსი, _ გაცხარდა რობიკო _ ჩემს მანქანას ნამდვილად შეუძლია დროში სვლა... ამაში თქვენ ახლავე დარწმუნებით. ოღონდ ამისთვის ჯერ მაქსიმალური სისწრაფე უნდა განვავითარო, რისი განვითარებაც ჩემს მანქანას შეუძლია.
ამ სიტყვებით რობიკომ ძრავა ჩართო, მანქანა რბილად გასრიალდა ასფალტზე.


ახალი თანამგზავრი

მართალია, რობიკოს მანქანა ძალიან ნელა მოძრაობდა, სულ რაღაც ორმოცდაათი კილომეტრით საათში, მაგრამ ჩვენს მგზავრებს მაინც ძალიან ესიამოვნათ, რომ ბოლოს და ბოლოს ადგილიდან დაიძრნენ. მახარე თვალებდაქცეული იყურებოდა ღია ფანჯრიდან, მოსწონდა ნაირ-ნაირი სანახაობები, რომლეიც კინოკადრებივით მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ქოლგოსანმა რამდენიმე წუთის განმავლობაში იბუტბუტა და იხბვნეშა: `ოჰ, როგორ დავიღალე, დასვენება მჭიორდება, უკვე ასაკმაც მიწია, ჩემი ხნის ქვაც აღარ დაგორავს მიწაზედ. როგორც კი ალისფერ ყვავილს ვიპოვით, აუცილებლად დავისვენებ მწვანე გრილ ტყეში, წყაროს პირას გამოვიძინებ...~
რობიკო ყურს არ უგდებდა ქოლგოსანის ბუტბუტს, გზას გაჰყურებდა ანთებული თვალებით ქუჩებში ისეთი ჭედვა იყო, ვერაფრით ვერ შეძლო მაქსიმალური სიჩქარის განვითარება,. კარგა ხნის წვალების შემდეგ, როგორც იქნა თავი დააღწიეს ხმაურიან ქუჩებს და ქალაქგარეთ ამოყვეს თავი.
_ მაინცდამაინც შესაფერისი ამინდი არაა მოგზაურობის დასაწყებად, _ ტქვა რობიკომ, როგორც კი ქალაქს გაცდნენ, _ აუცილებლად იწვიმებს, შეხედეთ, რა შავი ღრუბელია ცაზე.
მახარემ მაშIნვე მაღლა აიხედა, ცას დაუწყო თვალიერება. ქოლგოსანმაც თავი ანება ფაცი-ფუცს, მანაც ცას მიაპყრო თვალი, ღრუბლის დანახვაზე სახე გაებადრა.
_ ნუ დარდობ, წვიმა არ იქნება.
_ საიდან იცი? _ დაინტერესდა რობიკო.
_ ეს ხომ შავი ღრუბელია...
_ მერე რა...
_ რა და, წვიმა დაეკარგა, რახანია ცდილობს, მაგრამ ვერა და ვერ შეძლო წვიმად მოსვლა.
ამასობაში შავი ღრუბლის ქვეშ მოექცნენ და მისი გაავებული ბუზღუნიც შემოესმათ:
_ ეჰ, რა დრო იყო! წვიმის წვეთებს ნიაღვარივით დავუშვებდი ქვემოთ, რისხვად ვატყდებოდი სასეირნოდ გამოფენილ ბავშვებს და პეპლებს, ტოტებს დავუზნიქავდი მწვანე ხეებს, ყველაფერს ცივ წყალს გადავავლებდი. ჩემს მოსვლას ყველა კარგად გრძნობდა... შიშით თვალს ვერ მისწორებდნენ, მოკრძალებით ამომხედავდნენ ხოლმე. ახლა აღარაფრად მაგდებენ, ქოლგასაც კი აღარავინ ატარებს თან, ქოლგოსნის გარდა...
ასე ბუზღუნებდა შავი ღრუბელი, თან სიბრაზისგან შიგადაშიგ გრუხუნებდა ხოლმე, რისთვის ნაპერწკლებსაც აფრქვევდა.
_ რა გაურკვევლად ლაპარაკობს, ვერაფერი გავიგე _ Yთქვა რობიკომ.
მახარესაც, ცოტა არ იყოს გაუძნელდა, მაგრამ ძალიან დაძაბა ყურადღება და გაიგო, რას ბუზღუნებდა შავი ღრუბელი. მაშIნვე თვალები აუწყლიანდა, შეეცოდა საწყალი ღრუბელი.
_ მოდი, თან წავიყვანოთ, “_ შესთავაზა თანამგზავრებს.
_ ჩვენთან რა უნდა, _ გაიკვირვა ქოლგოსანმა _ რა უნდა გააკეთოს წარსულში. წვიმას იპოვის, თუ რა, თუ პოვნაა, აქაც იპოვნიდა.
_ შეიძლება ვერც წვიმა იპოვოს, ვერც ვერაფერს მიაღწიოს ამით, მაგრამ ცოტათი ხომ გაერთობა? გულს გადააყოლებს მოგზაურობას. სულ ასე ცუდ ხასიათზე ყოფნა ძალიან ძნელია. შეიძლება წნევამ აუწიოს. არც არავინ ჰყავს გვერდით, რომ სამკურნალო წვეთები დაუსხას. _ აქ მახარეს გაახსენდა, დათუნას ბებიები წვეთებს რიგრიგობით როგორ უსხამდნენ ერთმანეთს.
_ მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რობიკოს სთხოვე ნებართვა _ თქვა ქოლგოსანმა.
_ თუ შენი ძველი ნაცნობია, წამოვიდეს _ ქოლგოსანს მიმართა რობიკომ.
როგორც ეტყობა, იდეა მართლაც ყველაზე ძვირფასი რამეა ამქვეყნად, _ ყურში უჩურჩულა მახარემ ქოლგოსანს. _ რობიკომაც შესანიშნავად იცის მისი ფასი. უფრო თავაზიან მასპინძელს ვერსად შეხვდები.
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, _ საპასუხოდ ასე უჩურჩულა ქოლგოსანმა მახარეს და მანქანიდან გადახტა. მარჯვედ გაშალა თავისი ქოლგა და ისე სწრაფად დაატრიალა, თვითმფრინავის პროპელერი გეგონებოდათ. თან კალიასავით დახტოდა აქეთ-იქით. ბოლოს ერთი მაგრად დაჰკრა ფეხი მიწას, მაღლა შეხტა და ცაზე მობუზღუნე შავი ღრუბელიკსენ გაფრინდა თავისი ქოლგით. რამდენიმე ხანს წერტილივით მოჩანდა, მერე სულაც თვალს მიეფარა. ახლა ცაზე მხოლოდ შავი ღრუბელი ჩანდა. უეცრად ეს ღრუბელი ადგილიდან დაიძრა, მანქანისკენ გამოემართა. რობიკო ეჭვით უთვალთვალებდა, მახარეც აწრიალდა. როგორც იქნა, ქოლგოსანიც დაინახეს, გაშლილი ქოლგა გამოედო შავი ღრუბლისთვის და ძალისძალით მოათრევდა.
_ ეჰ, ამაოა ყველაფერი, ამაო... _ ბუზღუნებდა შავი ღრუბელი. _ მე წვიმას ვერასოდეს ვერ ვიპოვი.
_ იპოვი, ნუ გეშინია, _ უთხრა ქოლგოსანმა, მანქანის კარები გამოაღო და შავ ღრუბელს უბიძგა.
_ ვერა, ვერ ვიპოვი. _ ამ სიტყვებით შავი ღრუბელი მანქანაში შეძვრა.
შავმა ღრუბელმა მანქანაში დიდი დავიდარაბა გამოიწვია. ჯერ იყო და მთელი მანქანა აავსო, დანარჩენებისთვის ადგილი აღარ დარჩა. თანაც სულ ნაპერწკლებს აფრქვევდა, მის გვერდით თავს მშვიდად ვერ იგრძნობდი.
_ ასე არ შეიძლება, შავო ღრუბელო, _ ტკბილი ღიმილით უთხრა მახარემ. თანაც ეს ნაპერწკლები... სჯობია მათ გაუფრთხილდე, იქნებ სხვა დროისთვის უფრო გამოგადგეს.
შავმა ღრუბელმა ერთი კი გაუსწორა თვალი მახარეს, მის ტკბილ ღიმილს და მაშინვე დაემორჩილა, რაც კი შეეძლო, შეიკუმშა. ოღონდ ამ შეკუმშვის შედეგად ძალიან ჩამუქდა, უფრო საშიშარი შესახედავი შეიქნა.
მერე მისთვის ადგილის მოძებნაზე ატყდა ერთი ამბავი. რობიკო, ლითონისებური ხმით გამოაცხადა, ჩემს გვერდით ასეთ თანამგზავრს ვერ მოვითმენო, მანქანის მართვაში ხელს შემიშლისო. ბოლოს ასე განაწილდნენ: რობიკოს გვერდით მახარე უნდა დამჯდარიყო, შავი ღრუბელი და ქოლგოსანი უკანა სავარძლებს დაიკავებდნენ.
შავმა ღრუბელმა ლამის მთელი სავარძელი მიისაკუთრა, მის გვერდით ქოლგოსანი ძლივსღა ჩანდა... თან ვერა და ვერ ისვენებდ, რამდენჯერმე შეუცვლია ადგილი ქოლგოსანს, ხან მარჯვნივ უნდოდა დაჯდომა, ხან მარცხნივ...
_ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, _ თქვა ამის თაობაზე რობიკომ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები