ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჟანა ებიუტერნი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 იანვარი, 2009


SMS

გიფიქრია, რა ერთნაირად იშიფრება
SMS (Save My  Soul) და
SMS  (Short Message Service) სიტყვები?
იქნებ იმიტომ, რომ ზოგჯერ (ხშირად!)
სიცოცხლესავით გენატრება მომკითხებელი,
იქნებ, სიცოცხლეც
მესიჯია, კოსმოსიდან გამოგზანილი,
ოღონდ ერთია,
კაცობრიობამ ჯერ ვერ გაიგო,
მაინც რა უნდათ რომ გვიამბონ  ხოლმე იმ ტექსტით,
რადგან, როგორც ზღაპრებში წერენ -
„ამვლელი ბევრი უნახავს ამ გზას,
ჩამომვლელი კი აღარავინ, ჩემო ბატონო“...
და მოგვდის ასე, უპასუხო SMS-ები,
რომლებიც ზოგჯერ - დიდს არაფერს,
ზოგჯერ კი სულის ხსნის ერთადერთ,
ბოლო იმედს ჰგავს...
ჰოდა, მეც ასე, დარჩენილი უცხო კუნძულზე,
შიშისაგან  მთელი ხმით ვყვირი,
იქნებ რამე გაგაგებინო:
Save My  Soul,
Save My  Soul,
Save My  Soul - მეთქი, SOS!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები