ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2016


ცდუნება

შორ მწვერვალებს,ეს სიშორეც ადიადებს.
აქ ხეობებს,ვერ ვატყობ დღის აღმაფრენას.
გიძღვნი დღეებს,ღამის მაცდურ დემონებით,
გაუმხელელ ფიქრთა ლექსად გადაფრენას.

რაღა ვქნა რომ ზეცა, ვეღარ იტევს ღრუბლებს.
რაღა ვქნა რომ სევდამ ჩემში ჩაინისლა.
რომ ვერ დავთმობ, შენს საცნაურ,ლამაზ თვალებს.
სიყვარული რომ სასჯელად დამეკისრა.

ცა ჩამოშლის ღრუბლებს,მთებზე ჩამონისლავს,
და შეაკრთობს ველებს უეცარი თქეშით.
შენს მიჯნურთა დოღში,მოვაქროლებ მერანს
ნამქერ-მონაქარით სავსე ყოველ დღეში.

აქ დღეები,ვეღარაფრით მახარებენ
ვერანაირ ათასგვარი საცდურებით.
ერთადერთი,რითაც ძლიერ აღმაფრენენ,
გაუმხელელ ფიქრთა ლექსად გადაფრენით,
ფიქრთა ლექსად გადაფრენას მაცდუნებენ,
შენს მზერაში დაჭერილი მაცდურები.

























კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები