სამსახურიდან ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში.დაღლით მონიჭებულ ტკივილს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მიქარვებდა.დილას გასვლის წინ,მხოლოდ ნახევარი ჭიქა ყავა დავლიე და შიმშილისგან მაბარბაცებდა კიდეც მთვრალი კაცივით.ისე ვიყავი ექსკალატორი ვიოცნებე საკუთარ სადარბაზოში მაგრამ,ოცნებებში გაფრენილი დავეშვი დაბლა და ოხვრით ავუყევი კიბეებს.გასაღები ამოვიღე,მაგრამ დამივარდა.დავიხარე ასაღებად და წელზე ისეთი შეგრძება მქონდა თითქოს ჭინჭარი შემომცხო ვიღაცამ. ბავშვობა გამახსენდა სიმინდის მოსაპარად,რომ გადავძვერი შაქრო პაპას ბაღში და ჭინჭრით დასუსხული წელი,რომ გამომატანა სიმინდის ტაროების ნაცვლად. სახლში,რომ შევედი ყველას ეძინა.ნუ ასე მეგონა მე თუმცა დედის ხმა გავიგონე. -მოხვედი დედი? -მოვედი დე..მოვედი.. -საჭმელი მაგიდაზე გაგიმზადე.ჭამე და დაისვენე დედა შემოგევლოს. მივედი დედას ლოგინთან შუბლზე ვაკოცე და სააბაზანოში შევედი.სარკეში ჩავიხედე თუ არა ელვისებრი სისწრაფით დავხედე ონკანს და წყალი მოვუშვი.გადაღლილი და გაუბედურებული სახის გამო ჩემი თავი შემეცოდა.წყალს სახეზე ვისხამდი და მხოლოდ მაგიდაზე მყოფ,ჩემთვის განკუთვნილ საჭმელზე ვფიქრობდი.ხელები ჩემს ძველ მაისურზე გავიმშრალე,რომელსაც ახლა პირსაწმენდის ფუნქია ჰქონდა შეთავსებული.სამზარეულოში შევედი და სკამზე მოწყვეტით დავეშვი.პატარა პური,მწვანე ხახვი,მარილი და ნახევარი ბოთლი წითელი ღვინო იდო.მეფური სუფრა არ ყოფილა,მაგრამ თავს მეფედ ვგრძნობდი იმ მომენტში.ვახშამი დიდხანს არ გამიგრძელებია.ძალიან მალე მოვრჩი და ჩემს საწოლზე ტანსაცმლიანად წამოვკოტრიალდი გულაღმა.კედელს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი.ღმერთო დიდხანს მიცოცხლე დედაჩემი.