ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2016


ოოო


ცხრა ძმას მოუხმობს,
ცხრა ცხენის ნალი,
უკვე ქვითკირიც
ვეღარ ქვითკირობს,
საქართველოში
კლდე ტირის სალი,
რა დაშავდება
კაცმაც იტიროს...
რა გააჩუმებს
კრწანისს ან მუხრანს,
ყაყაჩოებმაც
უნდა იალონ,
დღესაც დიდგორის
ქარს ეძებს მუხა,
რომ დროშასავით
ააფრიალოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები