ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2016


ფეთქავდა ცა

მინდა ჰფეთქავდე ცად,და ცის გულში,
ამ სავსე მთვარედ,ვიწვოდე,ვენთო.
კარავად გვედგას ეს თეთრი ღამე.
აქ ვარსკვლავები, ყველა მზედ ენთოს.
ლექსებს ნაღვლიანს,რომ აღარ ვთხზავდე,
ოცნებას შენსას მხოლოდ მე ვერგო.
რომ ეს გრძნობები სხვისას არ გავდეს
თავის გულის-თქმის გჯეროდეს ენდო.
  როს დაარბევენ ღრუბლებს ქარები
შემოიხიზნავს მთა, მათ, ნისლებად.
როგორც, შანდლებზე სანთელთ ღვარები,
ქარვა ნისლები მოჩანან ტბებად.
ასევ, მიჯნურთა უბედო ამბებს,
ამ ლექსში ჰქონდესთ მსურს სახიზარი.
ჩამოინისლონ,ვაღებ დარაბებს
როს მოჰქუხს მთებზე ღურბელთა ღვარი.
  გულში ფეთქავდა ცა,თუმცა ერთობ,
ცის გულში მთვარეც იწვოდა ენთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები