ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2016


ბინდის ლანდები

აღარ მსურს ვჭვრეტდე უღონო ჟინით,
ამ წარმოსახვის ფანტასტურ მირაჟს.
ისევ ვხატავდე თალხი ფოფინით,
სატრფოს თვალების ზღვათა პეიზაჟს.

რადგან, დავკარგე სინამდვილე, როგორც არსებამ.
და ეს ლექსებიც, სავსე არის არარსებობით.
მე უარვყავი მტკიცე აზრით,სრულყოფის ცნება,
იდეალები, უნატიფეს სილუეტებით.

მსუბუქი როკვით, უნაზესი შემოვა ღამე,
და ცის შორეთი, მაყარივით მაწვევს ბინდობას.
ააკისკისებს შორეული ოცნების ლანდებს.
უარყოფილნი, დღეს ითხოვენ ჩემგან შენდობას.

ზეცის შორეთით, უტიფარი მეწვევა ბინდი,
რომ უნატიფეს იდეალთა ლანდებს გადამდოს.
მათი თვალების, მოზიდული მზერათა მშვილდით,
სურთ ჩემ მტკიცე აზრს, ყოყმანობის ბზარი მოედოს.

მათ ვანადგურებ,არარიან შესაბრალისნი.
და წარმართივით დავხარხარებ იდეალთ კვდომას,
სადაც მისეულ ნისლით აღვსილნი
ხრამები ხრავენ ღამეთა ხროვას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები