 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2016 |
რა დროს ლოცვაა,გარეთ გადი,უკვე დაღამდა, გარეთ გადი და უსასრულოდ იხეტიალე, უკვე თვალებში გეტყობა,რომ ყველამ დაგღალა, მაგრად გკიდია,ეს პლანეტა როგორც ტრიალებს,
მაინც ლოცულობ,გეშინია მაინც რაღაცის, ოთახს ჰაერი აღარ ჰყოფნის,თვალებს მანძილი, ხომ კარგად იცი,შენ ვერაფერს ვეღარ დახატავ, შენ,გადაგყლაპა ამ ოთახმა.მსუყე განძივით
და არსად გიშვებს,შენ კი თითქმის არაფერს ცდილობ, მხოლოდ დრო და დროს,ხმადაბლა თუ უსმენ ჩარკვიანს, სისხლს გრძნობ თვალებში და ცოცხლდება კედელზე ტილო სადაც ზღვა ღელავს ,მაგრამ დღემდე ვერ გაარკვიე
მართლა ზღვა ღელავს,თუ შენ ღელავ ასე-ზღვასავით... ხო! ქაოსია ეს ცხოვრება,დიდი ქაოსი, ნუ გეშინია,შენნაირი ბევრი სხვაც არის, ზოგი საერთოდ ღამეს ათევს სასაფლაოზე,
ნუ გეშინია,გარეთ გადი,ნუღარ ლოცულობ, ბნელი ქუჩები,უხალხობა,ფოთლების ვალსი, მისტიურია,როცა მტკვარზე ქარი მოცურავს, და დაცლილ გრძნობებს სევდითა და სიცუმით ავსებ.
მერე უბრალოდ, შეაგინებ მთაწმინდოს მთვარეს, თვალებს დახუჭავ,ეს ქალაქი გაბედნიერებს, გამთენიისას დაბრუნდები სიზმრიდან-მთვრალი, არ შეგაწუხებს რომ გცივა და რომ ხარ მშიერი...
ნუღარ ლოცულობ,გარეთ გადი,შენი თავიდან, უფალი მუდამ შენთანაა,არ მიგატოვებს, წასასვლელები რა ხანია უკვე წავიდნენ, და შენს ოთახში მარტოობა შენზეც ბატონობს.
კარი გააღ გარეთ გადი,უმისამართოდ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიცუმით ავსებ, - მთაწმინდოს - აქ მექანიკური შეცდომებია.
რაც შეეხება რითმებს: დაღამდა - დაგღალა, დახატავ, ლოცულობ, ავსებ.
არის კარგი რითმებიც მაგრამ, ცუდი რითმები როგორც შავი ფერი თეთრს ნაცრისფრად გარდაქმნის, ისე გარდაქმნიან ამ რითმებს სუსტად. ბოლო ფრაზა არ სჭირდება ჩემი აზრით.
სიზმრიდან მთვრალი რომ ბრუნდები, ეს ძალიან კარგი მიგნებაა. ფოთლები და ვალსი, ორი გაცვეთილი "საპოეზიო" სიტყვაა რომელთა გაერთიანებით უფრო გაცვეთილი ფრაზა მიიღეთ.
საერთო ჯამში სათქმელი მოიტანა, ამიტომ ათიდან ხუთი. სიცუმით ავსებ, - მთაწმინდოს - აქ მექანიკური შეცდომებია.
რაც შეეხება რითმებს: დაღამდა - დაგღალა, დახატავ, ლოცულობ, ავსებ.
არის კარგი რითმებიც მაგრამ, ცუდი რითმები როგორც შავი ფერი თეთრს ნაცრისფრად გარდაქმნის, ისე გარდაქმნიან ამ რითმებს სუსტად. ბოლო ფრაზა არ სჭირდება ჩემი აზრით.
სიზმრიდან მთვრალი რომ ბრუნდები, ეს ძალიან კარგი მიგნებაა. ფოთლები და ვალსი, ორი გაცვეთილი "საპოეზიო" სიტყვაა რომელთა გაერთიანებით უფრო გაცვეთილი ფრაზა მიიღეთ.
საერთო ჯამში სათქმელი მოიტანა, ამიტომ ათიდან ხუთი.
1. პატარა შესწორებებია საჭირო...
"მთაწმინდის მთვარეზე",რომ იგულისხმეთ,ეგ ნაწილი რაღაც არ გამოიყურება მთლად კარგად...ხშირად მარტოობა იმდენად გვიმონებს,რომ "უმისამართო გასვლა" გვაშინებს და ლოცვას ვარჩევთ...
წარმატებები! პატარა შესწორებებია საჭირო...
"მთაწმინდის მთვარეზე",რომ იგულისხმეთ,ეგ ნაწილი რაღაც არ გამოიყურება მთლად კარგად...ხშირად მარტოობა იმდენად გვიმონებს,რომ "უმისამართო გასვლა" გვაშინებს და ლოცვას ვარჩევთ...
წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|