| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2016 |
დამოუკიდებელი საქართველოს CV (ევროკავშირში წარსადგენად)
სახელი: საქართველო; გვარი: ქართლოსიანი; დაბადების წელი: დეკემბერი 1991; დაბადების ადგილი: სამხრეთ კავკასია. ედემი; საკონტაქტო ინფორმაცია: რუსეთის მეზობელი, თურქეთის მეგობარი; პოლიტიკური პაპები: სტალინი, ორჯონიკიძე; პოლიტიკური მშობლები: მერაბი, ზვიადი; დედ-მამიშვილები: აფხაზეთი, ოსეთი (მამლუქებად გაყიდულები); ნათლიები: დედა-ეკლესია, ეროვნული მოძრაობა; აღმსარებლობა: ქრისტიანულ-მართლმადიდებლური; პრეზიდენტები: ზვიადი, ედუარდი, მიშა, გიორგი; განათლება: ნიჭი-ერი; დამატებითი განათლება: ,,ვეფხისტყაოსანი,’’ პეტრიწონი, ათონი, იერუსალიმი, იყალთო, გელათი; დიდი წინაპრები: დავით აღმაშენებელი, წმ. ნინო; წინაპართა ზოგადსაკაცობრიო მიღწევები: ოქროს საწმისის’’ მფლობელნინი; ქართული ანბანის შემქმნელნი; ,,მარსის ველზე’’ პატივით შემკულნი; ქრისტეს კვართის მცველნი; იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ამგებნი; იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლის უფლების მქონენი; ,,ჯვაროსნული ომების’’ ხელშემწყობნი; მამლუქთა სახელმწიფოს ფუძემდებელნი; ავღანეთის მეფე-მმართველნი; ტარუღა ისპაჰანისა და მხედართმთავარნი ერანისა; დიდი ნაპოლეონის პირადი მცველნი; კოსმოსში გზავნილის, ქართული პოლიფონიური შედევრის ,,ჩაკრულოს’’ ავტორნი; ეროვნულ უმცირესობათა და სხვა კონფესიათა მიმართ ოდითგან შემწყნარებელნი. ,,წითელი იმპერიის’’ მმართველნი; მეორე მსოფლიო ომის მედროშენი; სუპერ-სახელმწიფოთა სამხედრო-სარაკეტო სისტემების და სამხედრო თვითმფრინავების შემქნელნი; კოსმოსური გასაშლელი მზის ანტენის დამპროექტებელნი; ,,კოლაიზერის’’ თანადამპროექტებელნი; გამონათქვამების: ვაი, შენს პატრონს’’ და ,,რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!’’ - ავტორნი; მსოფლიო პოლიტიკაში მუდამ ,,ცხვირის ჩამჩრელნი;’’ საკუთარი მიღწევები: 1991 წ. კომუნისტური რეჟიმის დამხობა. 1992 წ. რევოლუცია; სამოქალაქო ომი; 2003 წ. ,,ვარდების რევოლუცია; 2012 წ. ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. 2014 წ. ევროკავშირის ასოცირებული წევრობა (რამდენი რამ მოგვისწრია, ბიჭოს?! ... აი, მესმის!) ... გამოვლილი კატაკლიზმები: ტერიტორიული მთლიანობისათვის ოსეთ-აფხაზეთის ომი; თოთხმეტლარიანი პენსია; ეკონომიკური ემბარგო; რუსეთთან ომი: საპროტესტო აქციები; დარბევები; დაპატიმრებები და დახვრეტები; ჯანმრთლობის მდგომარეობა: დავრდომილი; ქონებრივი მდგომარეობა: შარვლის ჯიბეში დაბანდებული ,,სამი თითის’’ კომბინაცია; სოციალური მდგომარეობა: შემოდგომის აზნაური; საერთაშორისო სტატუსი: შეზღუდული შესაძლებლობების; გამოცდილება: სამშვიდობო ოპერაციების კონტრიბუტორი; თვითმყოფადობა: ,,მამული, ენა, სარწმუნოება;’’ დილემა: ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნეს;’’ ხასიათი: სტუმართმოყვარე. მოყვასის ზურგსუკან დამძრახავი; მოტივაცია: ,,ნიკოფსიითგან-დარუბანდამდე;’’ მისწრაფება: ,,ნატოში’’ გაწევრიანება;
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სივი სწრაფად მდიდრება.
ბოლოში დასამატებელია : ევროპაში უვიზო რეჟიმის მოპოვება. იანვარში წავალთ ვიზის გარეშე ლონდონში და მადრიდში.
სივი სწრაფად მდიდრება.
ბოლოში დასამატებელია : ევროპაში უვიზო რეჟიმის მოპოვება. იანვარში წავალთ ვიზის გარეშე ლონდონში და მადრიდში.
3. ჯანმრთლობის მდგომარეობა: დავრდომილი; >> არა, აქ ვ ერ... :)
საკუთარი მიღწევები: - "რევოლუციის ექსპორტი." ეს დასამატებელია :) ჯანმრთლობის მდგომარეობა: დავრდომილი; >> არა, აქ ვ ერ... :)
საკუთარი მიღწევები: - "რევოლუციის ექსპორტი." ეს დასამატებელია :)
2. ხასიათი: სტუმართმოყვარე. მოყვასის ზურგსუკან დამძრახავი; სურგსუკან დამძრახი და არც დავდრომილი! ხასიათი: სტუმართმოყვარე. მოყვასის ზურგსუკან დამძრახავი; სურგსუკან დამძრახი და არც დავდრომილი!
1. :))))) კარგი მიგნებაა :)) :))))) კარგი მიგნებაა :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|