წვრილმანებია, თვალებია მე და შენს შორის. მე და სხვებს შორის, არაფერი არ არის მსგავსი . სიგარეტია, სიჩუმეა, ლოდინი ორის. და გამოწვდილი ხელებია ძალიან ბასრი . თითქოს ვიღაცა ხელის გულზე სისხლით მაჯღაპნის, ჩემს სტრიქონებს და წერტილ მძიმე მტკივა საშინლად, სანამ ჩვენს შორის, წვრილმანები გახდნენ ასაკის, მანამმდე ჩვენს ამ სიახლოვეს, ვეღარ წავშლით და მე და შენს შორის, თვალებია ღია ფერებით, ოქტომბერია, არეულია ლოგინივით ჩვენი ქუჩები, მოდი, მაქსიმუმ, მე ლავიწზე მოგეფერები, შენ კი ტუჩებზე, გადმომიწყვე შენი ტუჩები . წვრილმანებია, დამაბნეველს გჩუქნი ღიმილებს, მე და შენს შორის, არავინ დგას სასიხარულოდ, შენი თითები, ჩემს თითებსაც ისე მიიღებს, როგორც ეს გული, გაგიმეტებს სასიყვარულოდ, წვრილმანებია, თვალებია მე და შენს შორის, მე და შენს შორის, თვალებია, წვრილმანებია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. +5
მოდი, მაქსიმუმ, მე ლავიწზე მოგეფერები, შენ კი ტუჩებზე, გადმომიწყვე შენი ტუჩები . +5
მოდი, მაქსიმუმ, მე ლავიწზე მოგეფერები, შენ კი ტუჩებზე, გადმომიწყვე შენი ტუჩები .
3. მშვენიერია :) მშვენიერია :)
2. შეიძლება ასეც არის. შეიძლება ასეც არის.
1. ეს უკეთესია
მოდი, მაქსიმუმ, მე ლავიწზე მოგეფერები, შენ კი ტუჩებზე, გადმომიწყვე შენი ტუჩები .
შენი თითები, ჩემს თითებსაც ისე მიიღებს, როგორც ეს გული, გაგიმეტებს სასიყვარულოდ,
5 დავწეროთ ავანსად უკეთესების მოლოდინში ეს უკეთესია
მოდი, მაქსიმუმ, მე ლავიწზე მოგეფერები, შენ კი ტუჩებზე, გადმომიწყვე შენი ტუჩები .
შენი თითები, ჩემს თითებსაც ისე მიიღებს, როგორც ეს გული, გაგიმეტებს სასიყვარულოდ,
5 დავწეროთ ავანსად უკეთესების მოლოდინში
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|