 | ავტორი: ფრიდონი ჟანრი: პოეზია 13 თებერვალი, 2016 |
თქვენ შეიძლება ზაფხულში იყოთ ჩემთან კი ისევ დეკემბერია, თქვენ შეიძლება გლოვობდეთ უკვე აქ კი რატომღაც ისევ მღერიან...
გთხოვ მაპატიე ამპარტავნობა ჩემი ნათქვამი სხვისი სიტყვები გთხოვ მაპატიე მოწყენით ყოფნა მალე საერთოდ აღარ ვიქნები. გთხოვ მაპატიე ის ნარცისობა, რომელიც მუდამ თან მდევდა გზაში გთხოვ მაპატიე ,საკანის ტანჯვა, რომ თავს ვიღუპავ ჯერ კიდევ ბავშვი. გთხოვ მაპატიე ცისაკენ სწრაფვა და სიძულვილი სხეულის,მიწის, გთხოვ მაპატიე, ეს თავხედობა, რომ ყველაფერში, არარა ვიცი. გთხოვ მაპატიე,ღმერთო ძლიერო, ცოდვილის ავი ,მცდარი ფიქრები გთხოვ უსამართლოდ განმსაჯო რადგან, სამართლით შენთან ვეღარ ვიქნები. კიდევ ერთსა გთხოვ და მეტს არაფერს თუ წასვლით ვინმე ცხარედ ვატირე, მათი ტკივილი მე მერგოს ისევ, მათი ცრემლებიც მე მაპატიე.
ჩემთან ფოთოლიც აღარ აქვს ხეებს თქვენთან კი ისევ გაზაფხულია, მე დეკემბერი არ მიშვებს ხელებს მეთორმეტე თვე დასასრულია... 11.02.2016
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ბავშვი შორეული დაბიდან - იმედგაცრუება = ტკივილს ბავშვი შორეული დაბიდან - იმედგაცრუება = ტკივილს
7. ჭა - მადლობა ჭა - მადლობა
6. ტკივილის უსატკივრობა-ო. ტკივილის უსატკივრობა-ო.
5. აღრება ლექსს 2 ქულა ჩემგან...:-* აღრება ლექსს 2 ქულა ჩემგან...:-*
4. მადლობა ქალბატოო მართლაგულრწფელად ვცილობ რომ დავიხვეწო სწორედ ამიტომ ვაქვეყნებ აქ კრიტიკისათვის მადლობა ქალბატოო მართლაგულრწფელად ვცილობ რომ დავიხვეწო სწორედ ამიტომ ვაქვეყნებ აქ კრიტიკისათვის
3. ძალიან მარტივი ნაწერია. შესაძლოა შინაარსი დახუნძლული იყოს იდეებით, მაგრამ ლექსიკურად ღარიბია ნაწერი და ლიტერატურული თვალსაზრისით ვერ მოვიწონებ. ძალიან მარტივი ნაწერია. შესაძლოა შინაარსი დახუნძლული იყოს იდეებით, მაგრამ ლექსიკურად ღარიბია ნაწერი და ლიტერატურული თვალსაზრისით ვერ მოვიწონებ.
1. გთხოვ უსამართლოდ განმსაჯო რადგან, სამართლით შენთან ვეღარ ვიქნები. კიდევ ერთსა გთხოვ და მეტს არაფერს თუ წასვლით ვინმე ცხარედ ვატირე, მათი ტკივილი მე მერგოს ისევ, მათი ცრემლებიც მე მაპატიე.
ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა. გთხოვ უსამართლოდ განმსაჯო რადგან, სამართლით შენთან ვეღარ ვიქნები. კიდევ ერთსა გთხოვ და მეტს არაფერს თუ წასვლით ვინმე ცხარედ ვატირე, მათი ტკივილი მე მერგოს ისევ, მათი ცრემლებიც მე მაპატიე.
ეს მონაკვეთი ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|