ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფი მილაძე
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2016


ძველი ლექსი

მხოლოდ ის მინდა,
რომ ამ ჩემ დარდებს
გადავაფარო თეთრი ფარდები,
ლაღად ვიარო მინდორ-ველებზე,
გავუცალკევო ეკლებს ვარდები.

ცაზე ვარსკვლავი მოვწყვიტო ჩუმად
და აღარ ვიგრძნო, როგორ ვღამდები,
და ნუ დამძრახავ, თუკი უეცრად
ჩემ სულზე მეტად შემიყვარდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები