ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2016


ათასში ერთი

მასა ვერ გაფასებს
თუ არ დაგიმსგავსა.
გადავხედე ''ფასებს''
ერთი ათასს გავს და


ათასში ერთია
ვინც არ გაათასდა,
ის მთათა მართვეა
რომ ვერ გადაფასდა


ათასშია ერთი
ვინაც მთებში არსობს.
და ის ერთი წვეთი
ათასში ალმასობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები