ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2016


წამი

მე წამი ვარ,
ვარ და უკვე აღარა ვარ,
გაფიქრებას ვერც კი შევძლებ ისე ვქრები.
შენც წამი ხარ,
ხარ და უკვე აღარცა ხარ,
ცხოვერებასაც ვერ მოასწრებ იღუპები.
თქვენც წამი ხართ!
და ამ წამშიც დროსა ჰკარგავთ სიძულვილში,
როცა წყალი გვერძე გიდგათ,თქვენ თავს იკლავთ მის წყურვილში..
დრო თქვენია,როგორც გინდათ ისე ხარჯეთ,
თვით უფალიც არაფერს არ გაიძულებთ,
მე კი გირჩევთ შეიყვარეთ ერთმანეთი,
რომ ეს წამი გადაიქცეს საუკუნედ..... 18.02.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები