ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2016


ცდუნება

შორ მწვერვალებს ეს სიშორეც ადიადებს
აქ ხეობებს ვერ ვატყობ დღის აღმაფრენას
გიძღვნი დღეებს ღამის მაცდურ დემონებით
გაუმხელელ ფიქრთა ლექსად გადაფრენას
რაღა ვქნა რომ ზეცა ვეღარ იტევს ღრუბლებს
რაღა ვქნა რომ სევდამ ჩემში ჩაინისლა
რომ ვერ დავთმობ შენს საცნაურ ლამაზ თვალებს
სიყვარული რომ სასჯელად დამეკისრა
ცა ჩამოშლის ღრუბლებს მთებზე ჩამონისლავს
და შეაკრთობს ველებს უეცარი თქეშით
შენს მიჯნურთა დოღში მოვაქროლებ მერანს
ნამქერ-მონაქარით სავსე ყოველ დღეში
აქ დღეები ვეღარაფრით მახარებენ
ვერანაირ ათასგვარი საცდუნებით
ერთად-ერთი რითაც ძლიერ მაცდურობენ
გაუმხელელ ფიქრთა ლექსად გადაფრენით
ფიქრთა ლექსად გადაფრენას მაცდუნებენ
შენს მზერაში დაჭერილი მაცდურებით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები