ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2016


!

ცხოვრებას ვტკეპნი ერთ ადგილას წინ ვერ მივდივარ,
უკან მოხედვას ვერ ვახერხებ,რა ვქნა ასეა,
ხელში კი მხოლოდ ერთადერთი ფოტო მიჭირავს,
უკვე დასრულდა ყველაფერი,გარეთ ღამეა

უსასრულო,ნიავი სახეს ეხეთქება როგორც ტალღები
ზღვის ნაპირებს,მე კი შემცივდა,ვიყინები,
არაფერია ახლა ირგვლივ რომ მოვეჭიდო,
თვალწინ არ ქრება შენი წმინდა,სათნო ღიმილი,
მე კი სიზმრებში გინახულებ  ჩემო ყვავილო,

რომელსაც ვრწყავდი ყოველ დილით ან შუაღამეს,
რომლის კვირტებმა ამოხეთქა ჩემს ნაცრემლარზე,
თვალებს ძლიერად დავხუჭავ და შენ წარმოგიდგენ,
გთხოვ დამიბრუნდი გაზაფზულზე,გთხოვ დამიბრუნდი.


ცხოვრებას ვტკეპნი ერთ ადგილას წინ ვერ მივდივარ,
უკან მოხედვას ვერ ვახერხებ,რა ვქნა ასეა,
ხელში კი მხოლოდ ერთადერთი ფოტო მიჭირავს,
შენი თვალები ჩემს საშველად აღარ ანთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები