ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2016


art-მარტის-Charti

სმარტივად განვმარტავ;

--მოხტა სმარტი, მარტი
არეული კარტით..
დახატავდა მონმარტი
ტყის პირველი კვირტით;

---დატბორილი პორტი
---მოტორტმანე ყარყატით..
ტბორში ცეტი ბატი
მოტივტივე ბარტყებით

მარტის წვიმების მარტივ                                                                                                                                                                  მარტის წვიმების მარტივ
ნოტებს იწერს მოცარტი
პარტიტურა,კვარტეტი
მტირალა თვის კონცერტი.


მოტორტმანდა მარტი
ტოტზე კვირტთა ნოტებით
ტუტუცია,სხარტი
არტისტული ფლირტებით )))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები