ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2016


შენ და თებერვალი

ზამთრის ბოლო ბუნაგია თებერვალი
ბუნაგში ჩანს ზამთრის მზერა
ვით მშიერი მხეცის თვალი
თუ შორსა ხარ ბედის-წერავ
თებერვალში მომისწარი
ამ დროს თავგანწირვას ვბედავ
ამ თვეს მინდა შევეწირო
რადგან ზამთარს შენში ვხედავ
რადგან თავი შეგაფარა...
    უსულდგმულო მდუმარება
მეუბნება;--''არაფერი''
მდევარივით მივრბი ქარში
''არაფერზე'' მოფიქრალი
ეს შენა ხარ;
--ნაპერწკალად მიკრთი თვალში
ვხუჭავ ფრთხილად,რომ ღმერთ-ქალი
არ გამიქრეს თებერვალში
ვაგროვებ მაგ თვალთა, ფერებს.
როგორც წინწკრებს
როგორც ფიფქებს
ანდა კენჭებს
რომ არ ჩაქრეს ნაპერწკალი
რომ ბჟუტავდეს
რომ თვალს მწვავდეს
ან გხატავდეს თებერვალი
ამინდების ფერწერაში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები