ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2016


ოჰ ეს მეტრო...


მადლობა ღმერთს რომ კიდევ ერთ ჭეშმარიტებას მაზიარა! გავიფიქრე და კმაყოფილმა მოვაშორე თვალი სარეკლამო პლაკატს....კოკა-კოლა ბედნიერების წყაროა! მაგრამ მე არ მინდა ალბათ ვიყო ბედნიერი, ამიტომ არ ვსვამ ამ შუშხუნა სასმელს...
მატარებელი ერთხანს იდგა, მერე შემდეგი სადგურიო და გაქროლდა.
შევეცადე ბორბლების ხმაურში (რომელიც გვირაბის კედლებიდან ირეკლებოდა ) რაიმე მელოდია გამომერჩია, მაგრამ არ გამომდიოდა.
ჩემს წინ გოგონა იჯდა, რომელიც ფენოვან ხაჭაპურს მიირთმევდა, რომ მორჩა და ჩამოიფერთხა ნამცეცები, მერე დიდხანს , კატასავით აკურატულად დაიწყო პირის მოწმენდა, მომიხედა, წიგნი ამოიღო, ჰერმან ჰესე , გადაშალა, მალევე მობეზრდა, მერე უზარმაზარი პლანშეტი ამოაძვრინა , ფრონტალური კამერა ჩართო და ტუჩების შეღებვას შეუდგა...არააა....აქ საინტერესო არაფერი ხდებოდა
ახლა ცოტა გვერდზე გადავიტანე მზერა......ბიჭი იჯდა და ბიბლიას ჩაღრმავებოდა..მის წინ გოგონა იდგა, გოგონას მკერდი მოშიშვლებული ქონდა, მაგრამ თავშალი მიეფარებინა, მოკლე შორტებიც ეცვა, მაგრამ ასევე წელზე შემოერტყა სვიტერი...ანუ გოგონა პოპულარულ და ამავე დროს გოიმურ , კავკასიურ სტილს აწვებოდა......"მიჩანს, მაქვს, მაგრამ ვერ დაინახავ" ის ბიჭი პერიოდულად წყდებოდა ბიბლიას და ხარბად უყურებდა გოგონას მუცელზე....ისე დამაინტერესა ამან რომ მოხუც ქალს, რომელიც ნაძალადევში ამოსულიყო, თავზე დამხვნეშოდა და პარკს მირტყავდა მუხლებზე, რომ ადგილი დავუთმე და მოპირდაპირედ გადავინაცვლე....აჰ..აი თურმე რა ყოფილა!
იმ გოგონას ჭიპი მოუჩანდა, ჭიპიდან ქვემოთ კი ღინღლი ჩასდევდა....არ ვიცი, გოგონა ამას შეგნებულად უსვამდა ხაზს თუ უბრალოდ ასე გამოდიოდა შემთხვევით! არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა! ამ დროს, მოვაჭრემ ჩამოიარა, სანთლები ეჭირა და გაქონილი ქაღალდები, სადაც ალბათ ეწერა...."ერთი სანთელი 1 ლარი, დაეხმარეთ რომელიღაცა მონასტერს...უფალი გფარავდეთ" ჰოდა ის მოვაჭრე მიუახლოვდა გოგონას, გოგონამ ადგილი დაუთმო, გაატარა და ცოტა წინ გაიწია....იმ ბიჭმა ბიბლია დახურა...თვალები გაუფართოვდა! ასე ახლოს ალბათ არ ენახა ეს ყველაფერი.......მერე უხერხულად შეიშმუშნა და მიმოიხედა.
მერე კი ორი ქალბატონი დამისკუპდა გვერდით, დიდხანს ილაპარაკეს თუ რა საშინელებაა ეს ვალუტის კურსის აწევა ...დიდხანს აცოდეს ერთმანეთს ბანკისვალიანი თავები..მერე ეტყობა მობეზრდათ ეს ფარსი, ორივემ სინქრონულად ამოაძვრინა სამსუნგ გალაქსი რომელიღაცა და დაუწყეს ერთმანეთს ბლუთუსით მუსიკების გადაგზავნა, თან ხორხოცებდნენ...



ს.ნ. 2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები