ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 მარტი, 2016


წითელი დღეებიდან

ის ჩემი ქმარია..
როცა ვიპოვნე, სისხლი სდიოდა.
საცოდავად მიდიოდა გზაზე
და მიათრევდა მოწყვეტილ ხელებს.
არაქნეს ძაფით მივაკერე ხელები.
შეუხორცდა
და ყოველთვის, როცა ბრაზობს ხელს მკრავს
მე მიხარია. .
მიხარია რომ მისი ხელები ჯანმრთელია. .

ის ჩემი ქმარია..
მისი სიყვარულისგან საპატრძლო კაბა შევიკერე. .
მერე ნერვები დააწყდა,
დაიშალა. .
მითხრა რომ იატაკის ტილოდაც არ გამოდგება,
რომ ახალი კაბა მჭირდება. .
ასეთ დროს ყრუ-მუნჯი ვარ. .
მხოლოდ შემიძლია ვხედავდე და მიყვარდეს.

ის ჩემი ქმარია მეთქი.
ჩვენ შვილები არ გვყავს.
ვაჯერებდი რომ გავუჩენდი. .
მერე წითელი დღეები იყო.
რომ გავიღვიძე ოთახში აღარ დამხვდა,
ფანჯრებზე წითელი ფარდები ჩამოვკიდე.
მე სხვა ქუჩაზე ვარ,
და მაინც
ბავშვის ტირილი აქაც მესმის..

დაღლას ვგრძნობ.
ვიცი რომ არ უნდა ვიფიქრო.
შეგრძნებები არ მინდა.
მე არ მითხოვია დაბადება.
არც ჩემს ქმარს უთხოვია.
მინდა გამიაროს,
სიცოცხლემ. .
როგორც ის წავიდა
და დილით სიცარიელე დამხვდა.
მას შავი თმა და კეთილი თვალები ექნებოდა. .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს